LIFE

15 გზა იმისთვის, რომ ცხოვრება ერთ თვეში რადიკალურად გაიუმჯობესოთ

15 გზა იმისთვის, რომ ცხოვრება ერთ თვეში რადიკალურად გაიუმჯობესოთ

1. იყავი მართალი საკუთარ თავთან - იყავი ის, ვინც ხარ და ნუ მოატყუებ საკუთარ თავს. ეს დაგიცავთ სტრესისგან. როცა ხართ ისეთი, როგორიც სინამდვილეში, თქვენ ენდობით საკუთარ გადაწყვეტილებებს, ენდობით საკუთარ თავს და ასევე სხვებიც გენდობიან. ისინი პატივს სცემენ თქვენს ღირებულებებსა და შეხედულებებს.

2. იყავით პატიოსანი - როცა ხართ პატიოსანი, საქმეს სწორად აკეთებთ. მოაქციეთ მთლიანობაში თქვენი პიროვნება, საქმე და რწმენა - წარმატება არ დააყოვენებს. 

15 გზა იმისთვის, რომ ცხოვრება ერთ თვეში რადიკალურად გაიუმჯობესოთ

3. უგულებელყოფის ნაცვლად, სწრაფად გაუმკლავდით პრობლემებს - ნუ გააჭიანურებთ, სჯობს პრობლემებს თავი არ აარიდოთ და იზრუნოთ მათ სწრაფად მოგვარებაზე. ეს არ არის მატივი, მაგრამ სხვაგვარად წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

4. დაუკვირდით სიტყვებს - კონფლიქტები, უკმაყოფილება, გაურკვევლობა თქვენი სიტყვებისგან მოდის და უკავშირდება იმას, თუ როგორ შეგიძლიათ კომუნიკაცია. იყავით ბრძენი და ფრთხილი საუბრის დროს.

5. ნუ იქნებით ამპარტავანი - მით უმეტეს თუ ხელმძღვანელი ხართ, დაივიწყეთ ეს თვისება. კვლევამ აჩვენა, რომ ის ხელმძღვანელები რომლებიც ჰუმანურები და შემწყნარებლები არიან, არიან უფრო წარმატებულები.

 6. მოუსმინეთ ჭკვიან ადამიანებს და ისწავლეთ მათგან - გარშემო შემოიკრიბეთ ჭკვიანი ადამიანები, მოუსმინეთ და ისწავლეთ მათგან. 

15 გზა იმისთვის, რომ ცხოვრება ერთ თვეში რადიკალურად გაიუმჯობესოთ

7. თავი აარიდეთ ჭორაობას - ეს გადაგარჩენთ და წარმატებულს გაგხდით გრძელვადიან პერპექტივაში. ჭკვიანი ადამიანები არ ჭორაობენ, ისინი საქმეს აკეთებენ.

8. გამოიჩინეთ მოთმინება - ადამიანები, რომლებიც არიან მომთმენები და შეუძლიათ ემოციების კონტროლი, არიან ნაკლებად მრისხანენი. ისინი არიან რაციონალურები, სტაბილურები და კარგი მენეჯერები. ისინი საუბრობენ ცოტას და ადამიანების ნდობის მოპოვება შეუძლიათ.

 9. საკითხი კარგად შეისწავლეთ- თუ გსურთ სრული სურათი შეიქმნას, საკითხი კარგად უნდა შეისწავლოთ.

10. შეცდომა დაუშვით? - აღიარეთ ეს - შეცდომის აღიარება ცუდი სულაც არაა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ პატიოსნად იქცევით და რომ საკუთარ თავს მისი გამოსწორების შესაძლებლობას აძლევთ. ეს სხვებს თქვენ მიმართ ნდობას კიდევ უფრო გაუძლიერებს.

11. საუბრისას იყავით დამაჯერებელი - თუ გსურთ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ, არ უნდა იყოთ აგრესიული. საუბრის დროს უნდა გქონდეთ მყარი არგუმენტები და უნდა იყოთ დამაჯერებელი. სხვა შემთხვევაში, სჯობს გაჩუმდეთ.

15 გზა იმისთვის, რომ ცხოვრება ერთ თვეში რადიკალურად გაიუმჯობესოთ

12. აუცილებელია გესმოდეთ იმის, რასაც უსმენთ - ეფექტური კომუნიკაცია მხოლოდ საუბარს არ ნიშნავს, ეს არის ასევე უნარი მოსმენისა და მოსმენილის გაგების. შეხვედრა წარმატებულია მაშინ, როცა მხარეები ერთმანეთის ნათქვამს იგებენ და მოსმენილის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამენ, სვამენ კითხვებს.

13. ნუ იქნებით პერფექციონისტი - პერფექციონიზმი მოკლავს თქვენს სიცოცხლისუნარიანობას. საკუთარ თავს წარმოუდგენლად მაღალ სტანდარტებს თუ დაუწესებთ, ეს მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. პერფექციონისტების უმეტესობა ფიქრობს რომ ხელმოცარულია.

14. ენდეთ ინტუიციას - ენდეთ შინაგან ხმას. ინტუიციით მოქმედება სწორ გზაზე დაგაყენებთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა აზრი ორად გეყოფათ - სწორედ ამ დროს უნდა მოუსმინოთ შინაგან ხმას.

15. განავითარეთ ემოციური ინტელექტი - ემოციური ინტელექტი საუკეთესო წინასწრამეტყველია თქვენი საქმიანობის წარმატების. ეს არის უნარი გააცნობიეროთ საკუთარი ემოციები და შეგეძლოთ მათი მართვა.



<a href="https://www.inc.com">https://www.inc.com</a>