LIFE

ჟურნალისტები იღებენ ბევრ ალკოჰოლსა და უჭირთ ემოციების მართვა - ახალი კვლევის შედეგი

ჟურნალისტები იღებენ ბევრ ალკოჰოლსა და უჭირთ ემოციების მართვა - ახალი კვლევის შედეგი

ჟურნალისტები იღებენ ბევრ ალკოჰოლს და უჭირთ ემოციების მართვა - ამის შესახებ ნათქვამია ახალი კვლევის დასკვნაში, რომელიც ნევროლოგ ტარა სუორტის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

კვლევაში გაზეთების, ჟურნალების, ტელევიზიებისა და ინტერნეტ გამოცემების 40 ჟურნალისტი იყო ჩართული. ჟურნალისტებს 7 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შეისწავლეს მათი ცხოვრების სტილი, ჯანმრთელობა, ქცევები და დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში.

შეისწავლეს, თუ როგორ უმკლავდებიან ისინი სტრესულ გარემოს.

ჟურნალისტები იღებენ ბევრ ალკოჰოლსა და უჭირთ ემოციების მართვა - ახალი კვლევის შედეგი

თითოეულმა სუბიექტმა ჩააბარა სისხლის ანალიზი, გულისცემის მაჩვენებელი. შეავსებინეს ასევე კითხვარი გონებრივი მდგრადობის შესამოწმებლად.

კვლევის თანახმად, ჟურნალისტების ტვინი მუშაობს უფრო ცუდად, ვიდრე დანარჩენი პროფესიის ადამიანების. ეს კი იმით გამოიხატება, რომ ხშირად ავიწყდებათ რაღაცები. ყოველივე გამოწვეულია დეჰიდრატაციით, იმით, რომ ისინი მოიხმარენ სხვებთან შედარებით უფრო მეტ ალკოჰოლს, იღებენ დიდი რაოდენობით კოფეინსა და საკვებს შაქრის მაღალი შემცველობით.

კვლევის მონაწილეთა 41-მა პროცენტმა თქვა, რომ ისინი კვირაში 18-ზე უფრო მეტ ჭიქა ალკოჰოლს იღებენ, მაშინ როცა დასაშვები მხოლოდ 4 ჭიქაა. 5%-ზე უფრო ნაკლებმა კი თქვა, რომ ალკოჰოლს არ იღებდა.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ ჟურნალისტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიან სამუშაოს. მათ აჩვენეს მაღალი მენტალური მდგრადობა იმის გათვალისწინებით, რომ მუდამ დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ და საქმის შესასრულებლად ყოველთვის ძალიან მცირე დრო აქვთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ უჭირთ ემოციების მართვა.

ჟურნალისტები იღებენ ბევრ ალკოჰოლსა და უჭირთ ემოციების მართვა - ახალი კვლევის შედეგი

ჟურნალისტებმა მაღალი შედეგი აჩვენეს:

1. იდეების განხორციელების მიმართ. ეს დაკავშირებულია იმ ტვინის ნაწილთან რომელსაც ყველაზე მეტად უკავშირდება პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა. ჟურნალისტებს მარტივად შეუძლიათ განახორციელონ იდეები და გადაჭრან პრობლემები.

2. ჟურნალისტებს აქვთ კარგი უნარი დაალაგონ პრიორიტეტები.

ჟურნალისტებმა აჩვენეს დაბალი მაჩვენებელი:

აღმასრულებელ ფუნქციებში - ცუდი ძილი, ცუდი კვება. ამის გამო ხშირად ავიწყდებათ რაღაცები. ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ დრო მცირე შესვენებისთვისაც კი მუშაობის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები საოცრად დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ, სისხლში კორტიზოლის დონე (რომელსაც სტრესის ჰორმონსაც უწოდებენ) ნორმაში აღმოჩნდა.



<a href="http://www.businessinsider.com">http://www.businessinsider.com</a>