სტილი

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთელი საზოგადოება მსჯელობს არა მხოლოდ ქვეყნის ახალ პრეზიდენტზე - ემანუელ მაკრონზე, არამედ მის ცოლზეც, ბრიჯიტ ტრონიეზე, რომელიც საკუთარ ქმარზე 24 წლით არის უფროსი.

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

თუ უმეტესობას წყვილის ურთიერთობების ისტორია აინტერესებს, ჩვენ - მისი ჩაცმის სტილის შესახებ ვისაუბრებთ. ასაკის მიუხედავად (საფრანგეთის პირველი ლედი 64 წლისაა), ბრიჯიტი მშვენივრად გამოიყურება.

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

მისი მოხდენილი ფიგურა ბევრში იწვევს აღტაცებას. აშკარაა, ბრიჯიტი საგულდაგულოდ უვლის თავს. მოვლილი სხეული, ლამაზი სახე, რომელზეც პრაქტიკულად არ ქრება ღიმილი. ის არასოდეს არ იცვამს თვალში საცემად.

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

ბრიჯიტი ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ფუნქციონალურობას, პრაქტიკულობასა და კომფორტს: კლასიკური შარვალი, ჟაკეტების სხვადასხვა ვარიანტები, კოსტიუმები - აი საფრანგეთის პირველი ლედის არჩევანი.

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

ყოველდღიურ ცხოვრებაში ბრიჯიტი იცვამს საკმაოდ ჩვეულებრივ ტანსაცმელს: ჯინსებს, სვიტრებს, სპორტული სტილის სამოსს. მას ვერაფრით ვერ გაარჩევ ჩვეულებრივი ფრანგი ქალისგან.

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველი ლედი სულ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში მოკლე კაბებში. A-სილუეტის ოდნავ მუხლს ზევით წელში გამოყვანილი მოდელები აშკარად უხდება. მოხდენილი ფიგურა ხელს უწყობს ბრიჯიტს ატაროს ასეთი ექსტრემალური სიგრძე და ამასთანავე გამოიყურებოდეს ელეგანტურად და მოკრძალებულად.

ბრიჯიტ ტრონიეს სტილი - როგორ იცვამს საფრანგეთის პირველი ლედი

ბრიჯიტ ტრონიე, როგორც ნებისმიერი ქალი, ინტერესდება მაღალი მოდით. მას ხშირად ამჩნევდნენ ჟურნალისტები Louis Vuitton, Christian Dior და Hermès მოდურ ჩვენებებზე. საფრანგეთის პირველი ლედი გამოიყურება ძალიან სტილურად და სრულიად შეუძლია გახდეს „სტილის კერპი“.



<a href="http://www.novate.ru">http://www.novate.ru</a>