LIFE

მარტივი პრინციპი - 90/10-ზე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს თქვენ ცხოვრებაზე

მარტივი პრინციპი - 90/10-ზე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს თქვენ ცხოვრებაზე

ჩვენი ცხოვრების მოვლენების მხოლოდ მცირე ნაწილია დამოკიდებული შემთხვევითობაზე, დანარჩენ შემთხვევაში ჩვენ თვითონ ვწყვეტთ, როგორ გაივლის დღე. ასე ამბობს ამერიკელი მწერალი სტივენ კოვი, რომელმაცამას პრინციპი 90/10-ზე უწოდა. ამ პრინციპის მუშაობა კი მან აჩვენა მარტივი მაგალითის დახმარებით.

რა არის „წესი 90/10-ზე“?

საქმე იმაშია, რომ ჩვენ საკუთარი ცხოვრების მოვლენების 10 % არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ. ჩვენ არ შეგვიძვლია თავიდან ავიცილოთ ხელსაწყოს გატეხვა, გავლენა მოვახდინოთ თვითმფრინავის რეისის დაგვიანებაზე და ა.შ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ საკუთარი რეაქცია ამ მოვლენებზე. მოვლენების დანარჩენი 90 % - ეს ჩვენი რეაქციის შედეგია. იმის შედეგი, როგორ ვიქცევით კონტროლირებად და სტრესულ სიტუაციაში.

წარმოიდგინეთ ასეთი რამ

თქვენ საუზმობთ ოჯახთან ერთად. თქვენმა ქალიშვილმა პერანგზე შემთხვევით გადაგასხათ სავსე ყავის ჭიქა. თქვენ წამოხტით და დაუწყეთ ყვირილი, საყვედურობთ ცოლს იმისთვის, რომ მან დადგა ჭიქა ძალიან ახლოს მაგიდისთან, მიდიხართ საძინებელში გამოსაცვლელად და დაბრუნებისას ხედავთ ნამტირალევ ქალიშვილს, რომელმაც არ დაამთავრა საუზმე და არ მოამზადა ნივთები სკოლისთვის.

შედეგად ის ვერ ასწრებს სკოლის ავტობუსზე, ცოლს ეჩქარება სამსახურში და თქვენ გიწევთ შვილის წაყვანა სკოლაში საკუთარი მანქანით. ვინაიდან გეჩქარებათ, მიაქროლებთ მანქანას და არღვევთ საგზაო მოძრაობის წესებს. დააგვიანეთ სამსახურში და აღმოაჩინეთ, რომ დაგავიწყდათ სახლში საჭირო ქაღალდები. თქვენი დღე დაიწყო საშინლად და ასევე გრძელდება. ერთი სული გაქვთ, ის როდის დამთავრდება. სახლში მისვლისას, თქვენ ხედავთ, რომ ცოლი და შვილი ცუდ ხასიათზე არიან. თქვენს ურთიერთობებში შეიმჩნევა დაძაბულობა.

მარტივი პრინციპი - 90/10-ზე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს თქვენ ცხოვრებაზე

რატომ გქონდათ ცუდი დღე?

A. იმიტომ რომ ქალიშვილმა გადააყირავა ყავიანი ჭიქა?

B. იმიტომ რომ თქვენმა ქალიშვილმა გამოტოვა ავტობუსი და თქვენ მოგიწიათ მისი სკოლაში წაყვანა?

C. იმიტომ რომ გზაზე საცობი იყო და თქვენ სამსახურში დაგაგვიანდათ?

D. იმიტომ რომ თქვენ არასწორად მოახდინეთ სიტუაციაზე რეაგირება?

სწორი პასუხია - D. საკუთარი რეაქციით თქვენ გაიფუჭეთ მთელი დღე საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვის. თქვენ ვერაფერს ვერ მოუხერხებდით დაღვრილ ყავას, მაგრამ თქვენ შეგეძლოთ გაგეკონტროლებინათ საკუთარი რეაქცია.

ყველაფერი ხომ სხვანაირად შეიძლებოდა ყოფილიყო

ყავა გადაგესხათ პერანგზე, ქალიშვილი მზად არის ატირდეს. თქვენ რბილად ეუბნებით: „საშინელება არ მომხდარა. უბრალოდ შემდეგში ეცადე იყო ფრთხილად“. თქვენ მიდიხართ საძინებელში, იცვლით შარვალს, იღებთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ სამსახურისთვის. ბრუნდებით სამზარეულოში და ფანჯარაში ხედავთ, როგორ ჯდება ავტობუსში თქვენი ქალიშვილი და გიქნევთ ხელს. თქვენ დაემშვიდობეთ ცოლს და გახვედით სახლიდან.

სამსახურში მიხვედით 5 წუთით ადრე და ყველას ენერგიულად ესალმებით. ორი სხვადასხვა სცენარი. ორივე ერთნაირად დაიწყო, მაგრამ სხვადასხვანაირად დამთავრდა. აქ საქმე თქვენს რეაქციაშია თქვენი ცხოვრების მოვლენებზე. რა თქმა უნდა, შეიძლება გააგრძელოთ დაადანაშაულოთ სხვები საკუთარ უბედურებებში და იწუწუნოთ, რომ ცხოვრება არ გამოდის, მაგრამ ეს უკეთეს ცხოვრებას ეხმარება?

მარტივი პრინციპი - 90/10-ზე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს თქვენ ცხოვრებაზე

ისწავლეთ სწორი რეაგირება, და თქვენ არ გაიფუჭებთ დღესა და ცხოვრებას

თუ ვინმეს უნდა რომ გაგასწროთ გზაზე. მიეცით ამის საშუალება: რა მნიშვნელობა აქვს, თუ მოხვდებით სამსახურში რამდენიმე წამით გვიან? გახსოვდეთ 90/10 წესის შესახებ და ნუ ღელავთ მაგაზე. თვითმფრინავი აგვიანებს, ეს არღვევს თქვენი მთელი დღის განრიგს. ნუ იყრით ჯავრს აეროპორტის თანამშრომლებზე, ისინი დამნაშავეები არ არიან. გამოიყენეთ ეს დრო წასაკითხად. გაიცანით სხვა მგზავრები და გაიყვანეთ დრო სასიამოვნო საუბარში.

თქვენ არაფერს არ დაკარგავთ, თუ ეცდებით გამოიყენოთ საკუთარ ცხოვრებაში წესი 90/10-ზე. გვერწმუნეთ, თქვენ გაოგნებული დარჩებით შედეგით.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>