1. ვერძი - ივლისში რომანტიკის მოზღვავებას იგრძნობთ. თუ შეყვარებული არ ხართ, დიდი შანსია, რომ საყვარელი ადამიანი სწორედ ახლა იპოვოთ. ნუ უარყოფთ თქვენს გრძნობებს, თამამად გამოხატეთ ისინი, არ არის სიმორცხვის დრო. ახლა გეძლევათ ყველაზე დიდი შანსი ცხოვრებისგან.
2. კურო - თქვენ გიყვართ საიდუმლოებები, ფარული სასიყვარულო რომანები, თუმცა დროა ყველაფერი გამოააშკარაოთ. გაიხსენით, იყავით კომუნიკაბელური, მოუყევით თქვენი სიყვარულის შესახებ სხვებს. უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანისადმი. ღიად ისაუბრეთ გრძნობებზე, უთხარით მას რა არ მოგწონთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობა შესაძლოა კრახით დასრულდეს. ასტროლოგები არ გამორიცხავენ რომ ივლისში ძველი თაყვანისმცემელი ისევ გამოჩნდეს, თუმცა გირჩევენ, რომ უმჯობესია გარშემო მიმოიხედოთ და დიდი ალბათობით ადამიანი, რომელიც საუკეთესო მეგობრად მიგაჩნიათ „ის ერთადერთია“.
3. ტყუპები - დროა შეწყვიტოთ ფიქრი, რომ ახლა სიყვარულის დრო არაა. სწორედაც რომ ახლა და ამ მომენტშია სიყვარულისთვის დრო. ივლისი მშვენიერი პერიოდია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ რეალურად როგორი სიყვარული გსურთ, რას ეძებთ. ამ თვეში თქვენ ძალიან დაკავებული ხართ, მაგრამ უნდა გამონახოთ დრო რომანტიკული ურთიერთობისთვისაც.
4. კირჩხიბი - თქვენ იცით რა გინდათ და ივლისიც გაწერილი, დაგეგმილი გაქვთ. კონკრეტული გეგმები გაქვთ რომანტიკულ ურთიერთობაში. როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობას ეხება სპონტანურობა არ გაწყენდათ.
5. ლომი - თქვენ ელოდებით, რომ ცხოვრებაში რაღაც მოულოდნელობა მოხდება. შეიძლება კონფლიქტურმა სიტუაციებმა იმატოს, მაგრამ ეს თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია და კონფლიქტი ზოგჯერ საჭიროც კია. უფრო ღრმად ჩაიხედეთ ადამიანის სულში, ნუ იქნებით ზედაპირულები. შესაძლოა, სწორედ ახლა დგას თქვენ გვერდით თქვენი ცხოვრების მეგზური და მას უბრალოდ დანახვა სჭირდება.
6. ქალწული - იყავით უფრო კომუნიკაბელურები, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ივლისის დასაწყისში დეპრესია მოგეძალებათ. თუმცა თვის მეორე ნახევარში შეიძლება ისეთ ადამიანს შეხვდეთ, რომელიც მთლიანად შეგიცვლით ფიქრებს და პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ.
7. სასწორი - ივლისის 7 რიცხვიდან რომანტიკული ურთიერთობის დაწყებას, ან ახალ ფაზაში გადასვლას უნდა ელოდოთ. მთლიანობაში ივლისის თქვენთვის მხიარული და დადებითი ემოციებით დატვირთული იქნება.
8. მორიელი - მორიელებისთვის არცთუ ისე სახარბიელო თვეა სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ. განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ ეჭვიანობის გრძნობა, რაც რეალურად დიდ პრობლემებს გიქმნით. ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება საზრდო და თქვენ არაფერს აკეთებთ ურთიერთობის გადასარჩენად.
9. მშვილდოსანი - განსაკუთრებით კარგი პერიოდი 11 ივლისიდან იწყება. აუცილებლად გამონახეთ დრო სიყვარულისთვის. ვიცით, რომ სამსახური მნიშვნელოვანია და გიჟდებით მუშაობაზე, მაგრამ პირადი ურთიერთობაც აუცილებელია. გაატარეთ ივლისში ერთი შაბათ-კვირა მაინც საყვარელ ადამიანთან ერთად.
10. თხის რქა - ახლა თქვენ სიყვარულისგან დასვენება გჭირდებათ. არ გინდათ საყვარელ ადამიანთან დროის გატარება. მარტოობა და ყველაფერზე დაფიქრება გსურთ. იდეალური იქნება, თუ რამდენიმე დღეს მაინც სრულიად მარტო, მყუდრო გარემოში გაატარებთ და ბევრ რამეს გადააფასებთ.
11. მერწყული - თვის დასაწყისი არც თუ ისე კარგია. შეიძლება საყვარელ ადამიანთან იჩხუბოთ, თუმცა ეს დროებითია. ივლისის შუა რიცხვებში განსაკუთრებით რომანტიკულები იქნებით. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი, გაახარეთ საჩუქრით. ეს ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედებს.
12. თევზები - თქვენ სამსახურებრივი სტრესისგან გათავისუფლება გჭირდებათ და აუცილებლად დრო რომანტიკულ გარემოში საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა გაატაროთ. თუ ჯერ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, დიდი შანსია, რომ სწორედ ახლა, შვებულების დროს იპოვით. ამიტომ აუცილებლად ივლისში დაგეგმეთ შვებულება.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, სექსი, სექსუალური მიზიდულობა, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები
<a href="https://www.women.com">https://www.women.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია