LIFE

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გიჟდებიან მარტო მოგზაურობაზე, თუმცა ყველა ქვეყანა არ არის მოსახერხებელი თუნდაც უსაფრთხოების კუთხით. 

გთავაზობთ, ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც აუცილებლად მარტომ უნდა იმოგზაუროთ.

10. ნორვეგია - ქვეყანა, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი ბედნიერია. აუცილებლად ესტუმრეთ სოფლებს, რომლებიც ზღვის პირას არის გაშენებული და დატკბით საოცარი ხედებით. შეგიძლიათ დაგეგმოთ ასევე რამდენიმე დღიანი ლაშქრობები. ამის შესაძლებლობა ნებისმიერ სასტუმროში გაჩერებისას გექნებათ.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

9. შვეიცარია - ქვეყანა, სადაც შეგიძლიათ თავი უბედნიერეს ადამიანად იგრძნოთ. ტურისტებისთვის მაქსიმალური კომფორტია შექმნილი. კარგად განვითარებული სატრანსპორტო სტრუქტურის დამსახურებით შეგიძლიათ გადაადგილდეთ ტრამვაით, მატარებლით, ნავით. აუცილებლად ეწვიეთ სამხრეთ სანაპიროს, იქ უამრავ გასართობს ნახავთ. შვეიცარია მოგზაურებს ასევე უყვართ იდეალური რესტორნების და ღამის კლუბების გამო. ასევე ფუფუნების მოყვარულებისთვის სასტუმროების დიდი არჩევანია.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

8. ვიეტნამი - ფერადი ქვეყანა, მდიდარი ბაზრებითა და მუდმივად მომღიმარი ადგილობრივი მოსახლეობით. აზიური ქვეყნებიდან ყველაზე მიმზიდველია მოგზაურებისთვის, რადგან გასართობად არაჩვეულებრივი ადგილებია.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

7. ახალი ზელანდია - განუმეორებელი პეიზაჟები, მყინვარები, ტყეები, მთები - ეს არის ჯადოსნური ადგილი, სადაც საკუთარ თავს ბოლომდე შეგიძლიათ სცეთ პატივი. აუცილებლად დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო, ესტუმრეთ ლეგენდარულ საცალფეხო ხიდს და ერთხელ მაინც გარისკეთ - ბანჯი ჯამფინგით ფრენა.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

6. ავსტრია - პატარა ევროპული ქალაქი ბევრი საკონცერტო დარბაზითა და ათობით მუზეუმით. ვენაში აუცილებლად ესტუმრეთ კაფეებს, ზალცბურგში - მოცარტის დაბადების ადგილს, ისეირნეთ ტბებზე და მიირთვით მინერალური წყალი.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

5. იაპონია - აუცილებლად გაატარეთ რამდენიმე დღე ტოკიოში, ისარგებლეთ მაღალი სიჩქარით მოძრავი მატარებლით და დატკბით კიოტოს სიმშვიდით... იაპონია ასევე გაგაოცებთ უდიდესი ატრაქციონებითა და მუზეუმებით.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

4. ჩილე - ყველაზე მეგობრული ქვეყანა, იდეალურია მარტო მოგზაურობის მოყვარულებისთვის. თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს 3000 კილომეტრიანი უდაბნო, მთები და უდიდესი სანაპირო. აუცილებლად ესტუმრეთ ჩრდილოეთის სანაპიროს და სამხრეთის კუნძულებს.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

3. შვედეთი - ქვეყანა, სადაც სრულყოფილების მაძიებელი ადამიანები მიემგზავრებიან. შეგიძლია მთელი დღე ველოსიპედით ქალაქის პარკში იაროთ. ღია ცის ქვეშ კაფეში გემრიელი კერძები დააგემოვნოთ და ხელოვნების მუზეუმში არაერთი გენიალური ტილო იხილოთ. შვედეთში შეგიძლიათ ესტუმროთ ატრაქციონებს და ასევე იშოპინგოთ. 

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

2. კოსტა-რიკა - ბედნიერი ქვეყანა მოგზაურებისთვის ულამაზესი ხედებით. აუცილებლად შეისწავლეთ სერფინგი, მოიარეთ საოცარი ტყეები. ესტუმრეთ ნაციონალურ პარკს, ნაკრძალებს, ეგზოტიკურ პლაჟებსა და ნახეთ, მსოფლიოში ყველაზე ხმაურიანი ჩანჩქერები. 

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად

1. ინდონეზია - უამრავი ტაძარი, იოგა ზღვის ნაპირას, იაფი საკვები და მასაჟი... ეს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია სულიერების მაძიებლებისთვის. აუცილებლად ესტუმრეთ კუნძულ ბალის, ყავის პლანტაციებსა და წმინდა ტბებს.

10 ქვეყანა, სადაც მარტომ უნდა იმოგზაუროთ - იდეალურია საკუთარი თავის შესაცნობად



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>