ქალების ტვინი გაცილებით რთულად მუშაობს, ამიტომ მათ მეტი ძილი სჭირდებათ!
დღის დაგეგმვა საუზმის მზადებისას, სატელეფონო ზარებზე პასუხი და გაკვეთილების ჩაბარება ბავშვებისგან ... მრავალი ამოცანისა და საკითხის ერთდროულად მოგვარება, წარმოუდგენლად დიდი ნიჭია, რომელსაც, საბედნიეროდ, ქალები ფლობენ. სამწუხაროდ კი, სწორედ ეს ნიჭი იწვევს ყველაზე ხშირად სტრესსა და დაღლილობას.
ნათელი მხარე - მინდა, გაგიზიარო კვლევის შედეგები, რომლებიც გვიხსნიან, თუ რა რაოდენობით ძილი სჭირდება ქალს, რათა შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, მომხიბვლელობა და შრომისუნარიანობა.
ინგლისის, ლაფბოროს უნივერსიტეტის მკვლევრების აზრით, რაც უფრო მეტად იღლება ტვინი დღის განმავლობაში, მით უფრო მეტად სჭირდება დასვენება ძილის მეშვეობით.
შედეგებმა აჩვენა, რომ ქალების ტვინი გაცილებით კომპლექსურად მუშაობს, ვინაიდან, ქალები ერთმანეთის პარალელურად მრავალ საკითხსა და პრობლემაზე ფიქრობენ და აგვარებენ მათ. ამიტომაც სჭირდება ქალის ტვინებს მეტი ძილი.
„ქალების ტვინი გაცილებით რთული და კომპლექსური მექანიზმია, ვიდრე კაცების. ამიტომაც, ძილის საჭიროება ქალებს ოდნავ უფრო მეტი აქვთ“, - აცხადებს პროფესორი ჯიმ ჰოუმი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
6-დან 8 საათამდე ძილი ყველა ზრდასრულ ადამიანს ესაჭიროება, რათა აღიდგინონ დაღლა და გამოფიტვა, რასაც დღის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები იწვევს. ქალებს მხოლოდ 20 წუთით მეტი ძილი ესაჭიროებათ კაცებთან შედარებით, რადგან ტვინმა გაიღვიძოს დასვენებულმა და მწყობრში ჩადგომა შეძლოს.
ასევე, აღმოაჩინეს, რომ ხანმოკლე ძილი და დასვენება ქალების ჯანმრთელობაზე გაცილებით ცუდად აისახება, ვიდრე კაცებისაზე. მაგალითად, შეიძლება გამოიწვიოს, გულსისხლძარღვთა პრობლემები, დიაბეტი, დეპრესია, სტრესი ან შფოთვა. ღამის განმავლობაში ქალების სიზმრები და ძილი უფრო მსუბუქია, მათი გაღვიძება უფრო მარტივია, ვიდრე კაცების და ასევე, ისინი უფრო მგრძნობიარეები არიან მაღალსიხშირიანი ხმების მიმართ.
დასასრულს უნდა გითხრა, რომ თუ 20 წუთით მეტხანს იძინებ, შენც შეძლებ იყო მობილიზებული, საქმიანი და მრავალ საკითხზე ერთბაშად კონცენტრირებული, ამასთანავე, მხიარულიც და მომხიბვლელიც.
ჰოდა, დააყენე მაღვიძარა 20 წუთით გვიან!
თემები: ძილი, მაღვიძარა, დილით ადრე ადგომა, მეტი დასვენება
წყარო: <a href="https://brightside.me/wonder-curiosities/science-says-women-need-more-sleep-because-their-brains-work-harder-245260/">brightside</a>