ჯანმრთელობა

5 მიზეზი - რა იწვევს ორგანიზმში ჰიპერჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას?

5 მიზეზი - რა იწვევს ორგანიზმში ჰიპერჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას?

ჩვენი ორგანიზმი უმეტესწილად წყალს შეიცავს და მისი ფუნქციონირებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ორგანიზმი იწყებს წყლის შეკავებას, ანუ პიპერჰიდრატაციას და ეს ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

ჰიპერჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცეროზი, გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, ახასიათებს პრემენსტრუალური სინდრომი.

წყლის შეკავება შეიძლება სხვადასხვა მიზეზს დავუკავშიროთ:

1. დიდი რაოდენობით მარილი - საკვებში ხშირად ვიყენებთ მარილს გადაჭარბებული რაოდენობით, რაც დაუშვებელია. ეს განაპირობებას იმას, რომ ორგანიზმი წყლის შეკავებას იწყებს. უნდა დააწესოთ მარილის ლიმიტი, ან ჩაანაცვლოთ ისეთი საკვებით, როგორებიცაა კამა, ნიორი, კოჭა, ლიმონის წვენი და ყველა ეს არომატი მარილის გარეშე. 

5 მიზეზი - რა იწვევს ორგანიზმში ჰიპერჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას?

2. ცხოვრების სტილი - მუდმივად ჯდომა, ან მხოლოდ ერთ ადგილას დგომა, წარმოშობს ორგანიზმში ჭარბი წყლის პრობლემას. შუპდება ფეხები. ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია სისხლის მიმოქცევა, ის მთელ სხეულზე უნდა ვრცელდებოდეს. თუ თქვენი სამსახური მოითხოვს გამუდმებით მაგიდასთან ჯდომას, აუცილებლად შეისვენეთ, გაიარეთ, წადით ახლომდებარე პარკში შესვენების დროს. გამოიყენეთ კიბეები ლიფტის მაგივრად და აუცილებლად გამონახეთ დღეში 10-15 წუთი ვარჯიშისთვის.

5 მიზეზი - რა იწვევს ორგანიზმში ჰიპერჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას?

3. მედიკამენტები - ბევრ მედიკამენტს აქვს გვერდითი ეფექტი და შესაძლოა, ორგანიზმში წყლის შეკავების მიზეზი გახდეს. აღნიშნულის გამომწვევი მედიკამენტებია ძირითადად ანტიდეპრესანტები, არტერიული წნევის დამარეგულირებელი წამლები, ქიმიოთერაპიისთვის განკუთვნილი მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებელი წამლები და ა.შ. გამოსავალი წამლების დოზის შემცირებაა. გადაწყვეტილება კი აუცილებლად ექიმთან კოსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოთ. თუ შეამჩნიეთ შეშუპება გარკვეული მედიკამენტების მიღების შემდეგ, დოზა უნდა შეამციროთ.

5 მიზეზი - რა იწვევს ორგანიზმში ჰიპერჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას?

4. ჰორმონები - ჰორმონალური დარღვევები, რომელიც ქალებში განსაკუთრებით გავრცელებულია, იწვევს ჰიპერჰიდრატაციას. აუცილებელია პრობლემის გადაჭრა ექიმის რეკომენდაციით.

5 მიზეზი - რა იწვევს ორგანიზმში ჰიპერჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას?

5. გულის პრობლემები - ორგანიზმში წყლის შეკავება შეიძლება გულის პრობლემებითაც იყოს განპირობებული. ეს ძირითადად შეშუპებული ფეხებით გამოიხატება, ასევე მალე იღლებით, გულისცემა გიჩქარდებათ და თან სუსტი გულისცემა გაქვთ. აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

5 მიზეზი - რა იწვევს ორგანიზმში ჰიპერჰიდრატაციას, ანუ წყლის შეკავებას?



<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>