"ყველა სასიყვარულო ისტორია, იმედგაცრუების ისტორიაა..."
ადრიანა რიჩი სიყვარულსა და სიმართლეზე წერს: "კეთილშობილური, ადამიანური ურთიერთობა - როცა ორ ადამიანს უფლება აქვს გამოიყენოს სიტყვა „სიყვარული“ - არის ნაზი, ძალადობრივი, ხშირად საშიში პროცესი, რომელიც ორ ადამიანს მოიცავს. ეს არის სიმართლის ძიებისა და ამ სიმართლის ერთმანეთისთვის გამხელის პროცესი“. იმ ემოციებს შორის, რაც სიყვარულს ახასიათებს, არის როგორც სიმშვიდე, ისე გაღიზიანებაც, მღელვარებისა და შიშის მონაცვლეობა, აღფრთოვანება და იმედგაცრუება, ლტოლვა და გარდაუვალი დანაკარგის მოლოდინი. ფაქტია ისიც, რომ ამ ორმხრივმა სიმართლემ უნდა გაიაროს აუცილებელი ფიქცია: ჩვენ გვიყვარდება არა მხოლოდ ადამიანი, რომელიც მთლიანად სხვაა ჩვენთვის, არამედ გვიყვარდება ის ფანტაზიაც, რომლის მიხედვითაც ამ ადამიანმა უნდა შეავსოს ის ცარიელი ადგილები, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროში არსებობს.
ფსიქოანალიტიკოსი, ადამ ფილიპსი ამ პარადოქსს იშვიათ სიცხადესა და ელეგანტურობას უწოდებს, კონკრეტულად კი - "უცხოვრებელ სიცოცხლეს".
ფილიპსი წერს: "ყოველი სიყვარულის ისტორია, იმედგაცრუების ისტორიაა... სიყვარული გვახსენებს, რომ ჩვენ იმედგაცრუებას ვგრძნობთ (ერთი მხრივ, ჩამოყალიბებულ იმედგაცრუებას, ხოლო მეორე მხრივ, ამისგან თავის დაღწევის მცდელობისას განცდილს); გსურდა გვერდით ვინმე გყოლოდა, გრძნობდი რაღაცის დანაკლისს, შემდეგ კი, უცებ იგრძენი, რომ რასაც ეძებდი იპოვე. რაც ამ გამოცდილებაში მუდმივად განახლებადია, ეს მხოლოდ იმედგაცრუებისა და უკმაყოფილების ინტენსიურობაა. უცნაურია, ელოდით ვიღაცას, თუმცა სანამ გამოჩნდებოდა, არ იცოდით, ვის. გქონდათ ეს გაცნობიერებული თუ არა, იყო რაღაც, რის დანაკლისსაც განიცდიდით ზუსტად მაშინ, როცა შეხვდით ადამიანს, ვინც გჭირდებოდათ“.
ამ სიყვარულის ისტორიას, ფსიქოანალიტიკოსი მხოლოდ იმას დაამატებდა, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარდება, ნამდვილად შენი ოცნების ადამიანია, ვინაიდან იქამდე ოცნებობდი მასზე, სანამ შეხვდებოდი. არაფრიდან არაფერი გამომდინარეობს, წარსულიდან კი - გამოცდილება, ორივე რეალურია და სასურველი. თქვენ აღიარებთ მათ, როგორც გარდაუვალს, რადგან სწორედ ახლა, გარდაუვალი გრძნობით ხართ დაკავშირებული. შენ აღიარებ მას იმიტომაც, რომ ელოდი; ფიქრობ, რომ მთელი ცხოვრებაა იცნობ, თუმცა ამავდროულად, საკმაოდ უცხოც არის შენთვის; ისინი „ნაცნობი უცნობი“ სხეულები არიან.
ახლობლისა და უცხოს ეს ორმაგი სახე ასოცირდება თავდავიწყებულ სიყვარულთან და ურთიერთობასთან, რომელიც ყოფნასა და არყოფნას შორის მერყეობს, რომელიც ბევრისთვისაა ნაცნობი. პარალელურად, ინტენსიურია თქვენი სიყვარულის მიმართ ლტოლვა და მისი არყოფნით გამოწვეული ტანჯვა.
ფილიპსის აზრით, "რაც უფრო მეტად გსურდა, ოცნებობდი და იმედი გქონდა შენი ოცნების ადამიანთან შეხვედრის, ხშირად მათთან შეხვედრისთანავე გამქრალა ეს განცდები. რაღაცის არსებობა ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის იწვევს მათი „არარსებობის“ განცდას ან შეგრძნებების არარსებობას“.
სიყვარულისა და გატაცების დაუსრულებელი ძიება, შემდეგ პოვნა არის მუდმივი მცდელობა, რომ გაარკვიო, რა არის შენი იმედგაცრუების რეალური და ირეალური მიზეზები - „უცხოვრებელი სიცოცხლე“ თუ ობიექტურად მიუღებელი პარტნიორი.
თემები: სიყვარული, ურთიერთობა, იმედგაცრუება, ძიება