LIFE

პატარებთან ერთად ფრენა არც ისეთი რთულია: მოგზაურობის გზამკვლევი Wizz Air-ისგან

პატარებთან ერთად ფრენა არც ისეთი რთულია: მოგზაურობის გზამკვლევი Wizz Air-ისგან

მართალია პატარებთან ერთად მოგზაურობა და მით უმეტეს - ფრენა, მრავალ გამოწვევას უკავშირდება, მაგრამ სწორი ინფორმაციის საშუალებით შესაძლებელია პროცესის გამარტივება. Wizz Air-ის მეგობრული პოლიტიკა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ოჯახური შვებულება გადააქციოთ მშვიდ და სასიამოვნო მოგზაურობად - აფრენი პირველი წუთიდან თვითმფრინავის დაშვებამდე.

Wizz Air-ის სამოგზაურო წესები ბავშვებისთვის

დასაწყისისთვის მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ Wizz Air-ს შემუშავებული  აქვს მკაფიო გზამკვლევი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის:

ჩვილები (14 დღიდან 2 წლამდე):

  • აუცილებელია, რომ ჩვილი იყოს მინიმუმ 14 დღის;

  • 14 დღიდან 2 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მშობლის კალთაში კომფორტულად მგზავრობა;

  • ერთი ზრდასრულის ბილეთზე შესაძლებელია მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი ბავშვის დამატება. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ცალკე ადგილის შეძენა და მანქანის სავარძლის (car seat) გამოყენება.


ბავშვები (2 წლიდან ზემოთ):

  • 2 წელზე უფროსი ბავშვებისთვის აუცილებელია ცალკე ადგილის დაჯავშნა;

  • მათზე ვრცელდება იგივე ბარგის პოლიტიკა, რაც ზრდასრულებზე;


აუცილებლად გაითვალისწინეთ:

  • 14 წლამდე ასაკის ბავშვს თან უნდა ახლდეს მინიმუმ 16 წლის ზრდასრული.

  • ჩვილი უნდა იყოს 2 წლამდე ასაკის როგორც გამგზავრების, ასევე დაბრუნების რეისის თარიღებში. თუ ბავშვი დაბრუნების რეისამდე 2 წლის ხდება, გასამგზავრებელი და გამოსამგზავრებელი ბილეთები ცალკე-ცალკე უნდა დაჯავშნოთ.


Wizz Air-ის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი შემოთავაზებაა ადგილის დაჯავშნის ავტომატური სისტემა. ჩექ-ინის დროს, ზრდასრულებსა და ბავშვებს ავტომატურად ენიჭებათ ერთმანეთის გვერდით ადგილები. მრავალწევრიანმა ოჯახებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ სისტემით, მთელი ოჯახი შეიძლება ერთად ვერ დასხდეს, მაგრამ ეს უზრუნველყოფს მინიმუმ ერთი ზრდასრულის ჯდომას თითოეულ ბავშვთან.

თუკი მთელი ოჯახის ერთად დასხდომა გსურთ, ჩვენი რჩევაა, აირჩიეთ ადგილები ჯავშნის პროცესში ან ჩექ-ინისას. ეს ასევე საშუალებას გაძლევთ ფრენამდე 30 დღით ადრე გააკეთოთ ჩექ-ინი, რაც მეტ მოქნილობას მოგცემთ მოგზაურობის სამზადისში.



სამანქანო სავარძლის (car seat) უსაფრთხოება და რეგულაციები

Wizz Air საშუალებას გაძლევთ უფასოდ აიტანოთ სამანქანო სავარძელი (car seat) ბორტზე, რადგან ავიაკომპანია აღიარებს მათ მნიშვნელობას ბავშვის უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის. თუმცაღა, არსებობს სპეციფიკური მოთხოვნები:

  • ჩვილებისთვის დაშვებულია მხოლოდ უკანმხრივ მიმართული სამანქანო სავარძელი;  სამანქანო სავარძელს უნდა ჰქონდეს ჩამკეტი სისტემა ღვედისთვის;

  • Wizz Air ბორტზე უზრუნველყოფს ღვედს, რომელიც უნდა გამოიყენოთ აფრენისას, დაშვებისას და ღვედის ნიშნის ჩართვისას;

  • ფრენის შემდეგ, აღნიშნული ღვედი უნდა დაუბრუნოთ ბორტგამცილებელს.

  • სამანქანო სავარძელი უნდა განთავსდეს ფანჯრის მხარეს;

  • მომიჯნავე ადგილი უნდა იყოს დაიკავოს მშობელმა ან უფროსი ასაკის პირმა;

  • სამანქანო სავარძელი არ შეიძლება განთავსდეს საავარიო გასასვლელთან არსებულ სავარძლებში; ან მათ წინ და უკან მდებარე რიგებში


სპეციალური ნივთები ოჯახებისთვის

Wizz Air-ში ძალიან კარგად ესმით, რომ ბავშვებთან მოგზაურობა მოითხოვს დამატებით ნივთებს და ისინი შეგიძლიათ უფასოდ აიტანოთ თვითმფრინავში. ესენია:

  • ბავშვის დასაკეცი ეტლი და სამგზავრო საწოლი;

  • 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის სამანქანო სავარძელი (car seat)

მნიშვნელოვანი გაითვალისწინოთ, რომ ეს ნივთები შეიძლება მიიტანოთ თვითმფრინავის კარებამდე, სადაც ისინი შეინახება თვითმფრინავის ტვირთის განყოფილებაში  - უსაფრთხოდ და მარტივად.

დამატებითი ნივთები ჩვილებისთვის

ჩვილთან ერთად მოგზაურობისას, შეგიძლიათ ბორტზე უფასოდ აიტანოთ:

  • ერთი დამატებითი პირადი ჩემოდანი ან ზურგჩანთა (40x30x20 სმ, მაქს 8 კგ) რომელიც ჩაითვლება ჩვილის ბარგად;

  • ფრენის ხანგრძლივობისთვის საკმარისი საკვები;

  • ბავშვის მოვლის აუცილებელი ნივთები


გაითვალისწინეთ, რომ ელექტრო და მოტორიზებული ეტლები არ არის დაშვებული არც ბორტზე და არც თვითმფრინავის ტვირთში.


ხელბარგისთვის აუცილებელი ნივთები

  • საკვები და სასმელი თქვენი ბავშვისთვის (უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად)

  • გამოსაცვლელი ტანსაცმელი თქვენთვის და ბავშვისთვის

  • დამატებითი საწოვარა თუ ბავშვი იყენებს მათ

  • სველი ხელსახოცი სწრაფი დასუფთავებისთვის

  • საფენები - ერთ ცალი ფრენის ყოველი ერთი საათისთვის (მაგალითად, თუ თქვენი ფრენა 4 საათი გრძელდება, მაშინ 4 საფენი უნდა გაითვალისწინოთ)

  • და რა თქმა უნდა, სათამაშოები ბავშვების გასართობად


ბედნიერ და რაც მთავარია, მშვიდ ფრენას გისურვებთ. იმ შემთხვევაში კი თუ თქვენს კითხვებზე პასუხი ამ სტატიაში ვერ იპოვეთ, დაუკავშირდით Wizz Air-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის ცენტრს - ჩვენ ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებით!