მშობლები

მოწყენილობა ბავშვებში შემოქმედებით უნარს აღვივებს

მოწყენილობა ბავშვებში შემოქმედებით უნარს აღვივებს

სკოლა, სპორტი, ხელოვნება, წიგნები, ტელევიზორი, კომპიუტერი, ტელეფონი და კიდევ უამრავი გაჯეტი - ამ ყველაფრით არის გადავსებული თანამედროვე ბავშვის მთელი დღე, თვე და წლები. ბევრი მშობელი არაფერს იშურებს, რომ მის შვილს ყველაფერი ჰქონდეს. კი, ყველაფერი - თავისუფალი დროის გარდა! ამ ყველაფრის გარეშე როგორ გამოიყენებს ბავშვი თავისუფალ დროს? იქნებ მოიწყენს? ხომ შეიძლება ეს ცუდად აისახოს მის განვითარებაზე?

დღეს ძალიან ბევრი მეცნიერი თუ ფსიქოლოგი იკვლევს ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტს. ხელმისაწვდომია უამრავი გამოკვლევა და სამეცნიერო სტატია. რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი დასკვნები არ არსებობს, მაგრამ ბევრმა კვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვს სჭირდება თავისუფალი დრო - ფიქრისთვის, წარმოსახვისთვის, ფანტაზიებისთვის. ის, რაც ჩვენთვის „მოწყენილობა“ და „უსაქმურობაა“, მისთვის ჰაერივით მნიშვნელოვანია. მას სჭირდება წარმოსახვის უნარის განვითარება, რასაც, როგორც კვლევებით დადასტურდა, ხელს უშლის ნებისმიერი „ეკრანი“ და გადატვირთული რეჟიმი.

მოწყენილობა ბავშვებში შემოქმედებით უნარს აღვივებს

წინა საუკუნის 80-იან წლებში, როცა კანადაში მასობრივი ხდებოდა ტელევიზია, ჩატარდა მასშტაბური გამოკვლევა. ერთმანეთს შეადარეს ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ ოთხი სატელევიზო არხი, ერთი სატელევიზიო არხი და ბავშვები, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ ტელევიზორი. კვლევა ორ ეტაპად ჩატარდა: პირველად, ის ბავშვები, რომლებსაც არ ჰქონდათ ტელევიზორი, შეფასდნენ, როგორც მდიდარი წარმოსახვისა და საინტერესო სამყაროს მქონენი, ფიქრის უნარით დაჯილდოებულნი. ეს იყო მანამ, სანამ ორი წლის შემდეგ ისევ გაიმეორებდნენ კვლევას. ამ ბავშვებს უკვე ჰქონდათ ტელევიზორი და მათი მონაცემები ორი წლის წინანდელი, ტელევიზორიანი ბავშვების მონაცემებემდე დავიდა. გაქრა ფანტაზიაც და წარმოსახვაც!

წარმოსახვა მნიშვნელოვანია. ის ამდიდრებს პიროვნულ გამოცდილებას, აუცილებელია თანაგრძნობის უნარისთვისაც. როცა თავს წარმოიდგენ სხვის ტყავში, ხვდები, რომ აუცილებელია ცვლილებები. ბავშვების (ზოგჯერ დიდებისაც) მოწყენის მიზეზი ის არის, რომ ხშირად მთელ დღეებს (მოწყენილობისგან თავის დასაღწევად) ტელევიზორებთან ან ციფრულ მოწყობილობებთან ატარებენ.

გაირკვა, რომ კრეატიული და ნიჭიერი პროფესიონალები აღიარებენ, რომ მოწყენილობა მნიშვნელოვნად ზრდის მათ შემოქმედებით უნარებს. მწერალი და მსახიობი მეერა სიალი იხსენებს, თუ როგორ იდგა არდადეგების დროს მთელი დღეები ფანჯარასთან და უყურებდა სოფლის პეიზაჟს და მოწყენილობისგან აკეთებდა ისეთ რამეებს, რასაც სხვა დროს არაფრით იზამდა. მაგალითად, აცხობდა ნამცხვრებს მეზობელ, მოხუც ქალთან ერთად. მოწყენილობამ აიძულა იგი, დაეწყო დღიურის წერა, რაც შემდეგ სამწერლო კარიერაში ძალიან გამოადგა: „მნიშვნელოვანია, აკეთო რაღაც არა იმიტომ, რომ უბრალოდ თავისუფალი ხარ და დროის გაყვანას ცდილობ, არამედ ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო“.

მოწყენილობა ბავშვებში შემოქმედებით უნარს აღვივებს

ძალიან ცნობილი ნეირომეცნიერი, სიუზან გრინფილდი ამბობს, რომ ბავშვობაში, როცა ბევრი საქმე არ ჰქონდა, დიდ დროს უთმობდა ხატვასა და წერას. ეს მისი მომავალი სამსახურის, მეცნიერული კვლევებისა და ადამიანთა ქცევის შესწავლის წინაპირობა გახდა. იგი დღემდე, ლეპტოპის ნაცვლად კალამსა და ფურცელს ირჩევს თვითმფრინავით მგზავრობისას.

სპორტი, მუსიკა და სხვა აქტივობები ბავშვის ფსიქიკური, კოგნიტური, კულტურული და სოციალური განვითარებისთვის სასარგებლოა. თუმცა ბავშვებს თავიანთი თავისთვისაც სჭირდებათ დრო - სჭირდებათ გამოეთიშონ გარესამყაროს, სჭირდებათ ოცნებებისთვის, საკუთარი აზრებისა და საქმეებისთვის - სჭირდებათ დრო, რათა აღმოაჩინონ პიროვნული ინტერესები და შესაძლებლობები.

ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭი და ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ შეგვეძლოს მოწყენილობისას ამით ვისარგებლოთ? შენ ეს არ იცი! მიეცი გონებას საშუალება დროდადრო იფიქროს, რა არის მნიშვნელოვანი, რა გზა უნდა აირჩიო, რა ნაბიჯი უნდა გადადგა. ეს საჭიროა ყველა ჩვენგანისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ, როცა რაღაცაში ნაკლებად ვართ ჩართულები, ამავდროულად არა გვაქვს აქტიურობის მოთხოვნილება, მოაზროვნე გონება, სავარაუდოდ, წარმოსახვითი იდეებით არის დაკავებული და პრობლემების მოგვარების გზების ძიებით.

მოწყენილობა ბავშვებში შემოქმედებით უნარს აღვივებს

ამიტომაც კარგია, თუ მივცემთ ბავშვებს საშუალებას ზოგჯერ ისიამოვნონ არეულ-დარეული „რეჟიმით“, წინააღმდეგობის მიუხედავად, დათმონ „ეკრანი“და არ დაარწმუნო, რომ მათი დღე მხოლოდ სწავლით და გართობით უნდა შეივსოს! მიეცით დრო მოსაწყენად, დასაფიქრებლად, წარმოსახვასა და ფანტაზიებში გადასაშვებად.

როგორ მოვექცეთ ბავშვს, როდესაც მოწყენილია.

მშობლები ხშირად თავს დამნაშავედ გრძნობენ, როცა ბავშვი მოწყენილია. ზოგადად კი, სჯობს მოწყენილობას ხედავდე ბავშვი, ვიდრე რაღაც შესაძლებლობის არარსებობას, მაგალითად, წარმოსახვის უნარის. მშობლებს, რა თქმა უნდა, დიდი როლი აკისრიათ, თუმცა ისინი ჩქარ და მზა გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც არ არის სასარგებლო. ბავშვებს სჭირდებათ თანატოლები გვერდით, რათა შეიქმნან პირადი სივრცე, დრო და შესაძლებლობა ზოგჯერ გააფუჭონ კიდეც რაღაცები (ზომიერების ფარგლებში).

მათ მატერიალური მხარდაჭერაც სჭირდებათ, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია გამოცდილება. ყველას გვსმენია, რომ ბავშვებს, რომლებიც სიარულს იწყებენ, არ სჭირდებათ ძვირად ღირებული სათამაშოები, მათ სჭირდებათ ყურადღება. უფროს შვილები კი გამადიდებელი ლუპებით, ხის ქოხებითა და ბევრი სხვა „დასაფიქრებელი“ სათამაშოებით გაანებივრე. ეს მათ დაეხმარებათ ფანტაზიის განვითარებაში.

მოწყენილობა ბავშვებში შემოქმედებით უნარს აღვივებს

პოტენციური მოწყენილობისგან ყველაზე დიდ სარგებელს იღებენ ბავშვები, და ზოგადად, ზრდასრულობაშიც ასეა. ბავშვებს სჭირდებათ შინაგანი რესურსები, ისევე როგორც მატერიალური, ისეთი თვისებების განსავითარებლად, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, შეუპოვრობა, სილაღე, ინტერესი და ნდობა. მიეცი მათ საშუალება გამოიკვლიონ, შექმნან და განავითარონ გამომგონებლობის ძალა, კვლევისა და კონცენტრირების უნარი.

ეს ასევე ეხმარება მათ ისწავლონ, რომ არ დანებდნენ, თუ თავდაპირველად რაღაც არ გამოდის და სცადონ კიდევ ერთხელ. ასეთი შესაძლებლობების განვითარების წახალისებით მშობლები ბავშვებს ცხოვრებისეულ ღირებულებებთან და გამოცდილებასთან აზიარებენ.

თუ ბავშვს იდეები ამოეწურება, მიეცი რაიმე სახის ინიციატივა, რაც მას წააქეზებს და განაგრძობს წარმოსახვითი უნარების განვითარებას. ასეთი შეიძლება იყოს ის, რომ ჰკითხოთ, რა საჭმელი უყვარს მის სათამაშო დინოზავრს ან შექმნას ამბავი თავისი მეგობრების ფოტოების მიხედვით.

მოწყენილობა ბავშვებში შემოქმედებით უნარს აღვივებს

მშობლების უმეტესობას სურს, რომ აღზარდოს თავდაჯერებული პიროვნებები, რომლებსაც ექნებათ ინიციატივები და მრავალფეროვანი ინტერესები. თუმცა ბავშვის დროის გადავსებით მათ ვერაფერს ვასწავლით. საჭიროა, გარე სტიმულებიც, მატერიალური ან გასართობი საშუალებები. სოციალურ პირობებთან ერთად, მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციური განვითარებაც, რომ შენი შვილი დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და იდეებით სავსე პიროვნება გახდეს.

ფაქტობრივად, ეს ყველაფერი ჩვენც გვეხება! მოწყენილობა, გონების გათიშვა და დასვენება არც დიდებისთვის არის ურიგო. შეგიძლია შენც მოიწყინო!



<a href="allwomanstalk.com">allwomanstalk.com</a>