LIFE

წარმატების საზომი და წარუმატებლობის მიზეზები

წარმატების საზომი და წარუმატებლობის მიზეზები

ჩვენ, ყველას, გვინდა წარმატება! არა, გვჭირდება წარმატება! ყველაფერს ვაკეთებთ წარმატებისთვის ან ვფიქრობთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. არ გვძინავს, ვფორიაქობთ, განვიცდით, ვიბრძვით!.. არადა, თურმე მხოლოდ „ფოკუსის გასწორება“, სწორი ტერმინების პოვნა ყოფილა საჭირო, რომ თავი წარმატებულ ადამიანად ჩათვალო, მიღწეულით ტკბობა ისწავლო და წინსვლაც თავდაჯერებულად შეძლო.

რა არის ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი? იქნებ ის, რომ ზუსტად არ ვიცით, რა გვჭირდება ამ კონკრეტულ ეტაპზე?

რა არის შენთვის წარმატება:

გსურს, რომ შენს საბანკო ანგარიშზე კონკრეტულ რიცხვებში გამოსახული თანხა იდოს?

გინდა, კონკრეტული რამ შექმნა, რისთვისაც დაგაფასებენ და პატივს გცემენ?

ოცნებობ, რომ შენი სახლი ყოველთვის ახსოვდეთ?

ყველგან ლიდერის პოზიციაში ყოფნა გსურს?

გინდა ადამიანებს დაეხმარო და მათზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინო?

ცდილობ, სხვების ცხოვრება უკეთესისკენ შეცვალო?

გინდა, რომ ცნობილი იყო?

რაღაცის გაკეთების სურვილი გაქვს და მას „წარმატებასთან“ აიგივებ?

წარმატების საზომი და წარუმატებლობის მიზეზები

როგორც ამბობენ, ხშირ შემთხვევებში ადამიანების უმეტესობა წარუმატებელი იმიტომაა, რომ „წარმატების“ მათი დეფინიცია არასწორია!

თუ დაუკვირდები, ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტში წარმატების იდეა რომელიმე გარე ფაქტორს უკავშირდება: ის თითქოს მწვერვალი, მონაპოვარი, ნადავლი ან მიღწევაა; „თვალუწვდენელი სიმაღლიდან“ უნდა გადმოიხედო და თქვა - „მე ეს გავაკეთე, ახლა უკვე წარმატებული ვარ“. პრობლემა კი ისაა, რომ, როდესაც გარკვეულ მიზანს აღწევ და საკუთარ თავს „წარმატებულად“ მიიჩნევ, ფოკუსი შიდა ფაქტორებიდან გარე ფაქტორზე - მიღწევაზე გადაგაქვს, ეს კი ძალიან საშიშია: „წარმატებას“ უწოდებ იმას, თუ ვინ ხარ შენ და რა ღირსებები გაქვს. შემდეგ, ლანდშაფტს ძალიან მალე მოავლებ თვალს და მეორე მწვერვალსაც დაინახავ, „წარმატების“ იდეაც ახლა უკვე სხვა რამედ იქცევა. ფიქრობ, რომ შემდეგი მიღწევისთვის ახალ მწვერვალზე უნდა აცოცდე.

პრობლემა ისაა, რომ შენნაირ წარმატებულ ადამიანებს უკვე მიღწეულისგან სიამოვნების მიღება არ შეუძლიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ მათთვის წარმატება გარე ფაქტორია, რომელსაც ერთ დღესაც უნდა მისწვდნენ ან იმედი აქვთ, რომ ოდესმე მისწვდებიან.

წარმატების საზომი და წარუმატებლობის მიზეზები

 „ფოკუსის გასასწორებლად“, მუდმივად რაღაცის მტკიცების ნაცვლად, აღმოჩენებისკენ უნდა მივილტვოდეთ. წარმატებას ბოლომდე მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ, როდესაც შენი საყვარელი საქმით დაკავდები, სხვა შემთხვევაში ყოველთვის თავს შეგახსენებს უკმარისობის შეგრძნება, რადგანაც წარმატებული ადამიანებისთვის ეს სიტყვა შიდა ფაქტორებთან ასოცირდება - თავიანთი მიზნისკენ სვლის სიყვარულთან და არა მხოლოდ შედეგთან.

ბიზნესის და დამოუკიდებელი მეწარმეების სამყაროში - ყველგან, სადაც სიტყვა „ამბიცია“ რელევანტურია, შედეგებზე ორიენტაცია სუსტ მხარედ ითვლება. ასეთ წრეებში მიიჩნევენ, რომ საჭიროა, ადამიანს მეტი მისწრაფება და მეტის მიღების სურვილი ჰქონდეს. რეალურად ორი ძალა გვამოძრავებს - ინტერესი და საკუთარი საქმის სიყვარული; მხოლოდ გარე ფაქტორებზე ფოკუსირების გამო, საყვარელი საქმისკენ აღარ მივდივართ.

ასე რომ, თუ წარუმატებელი ხარ, ეს მხოლოდ შენი ბრალია - „წარმატების“ უკეთესი განმარტება უნდა მოიფიქრო!

წარმატების საზომი და წარუმატებლობის მიზეზები