თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით, ისე მოგვადგა კარზე ზამთარი. გარდა იმისა, რომ დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ბავშვებთან ხანგრძლივი დროის გატარებას ვერ ვასწრებთ, ამინდი ქუჩაში სეირნობის და სათამაშო მოედანზე თამაშშიც ხელს აღარ გვიწყობს. ამ დროს კი ჩვენი პატარები გამართლებას პოულობენ და თავისუფალ დროს კომპიუტერულ და ვიდეოთამაშებს ეჯაჭვებიან. მოკლედ, თუ მცირეწლოვანი შვილები გყავს, მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის ან დრო უნდა გამოყო, ან — საკმარისი ფინანსური რესურსები და სახალისო ფიზიკურ და შემოქმედებით აქტივობებში ჩართო!
სახალისო ფიზიკური აქტივობები სახლის პირობებში
ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის 2 რამ არის საჭირო:
- ფიზიკური აქტივობა
- შემოქმედებითი აზროვნების განვითარება
ცივ სეზონზე ადამიანი „ზარმაცდება“ და ერთ ადგილას ჯდომას ამჯობინებს. თუ საკმარისი დრო გაქვს, შეეცადე, შენი პატარა სახლიდან გაუსვლელადაც დატვირთო:
- YouTube-ზე ცეკვების სასწავლო ვიდეოები მოიძიე და შენს პატარასთან ერთად მარტივი ცეკვები დადგი
- ბავშვთა იოგას ვიდეოგაკვეთლებსაც გაეცანი და ვარჯიში შვილსაც შეასწავლე
- „კლასობანას“ თამაში სახლშიც შეგიძლიათ
- იატაკზე ბუშტებიანი ცელოფნები დააფინე და მუსიკის ქვეშ მანამ იხტუნავეთ, სანამ ბავშვები ყველა ბუშტს არ გახეთქავენ
- „გაშეშობანას“ თამაში სასაცილო ფოტოების გადაღებით კიდევ უფრო სახალისო გახადე — ყოველ ჯერზე, როცა მუსიკა გაითიშება და გაშეშდებიან, ფოტოები გადაუღე
შემოქმედებითი თამაშები სახლის პირობებში
ცხოველების იმიტაციაში შეჯიბრი მოაწყვე — დაასახელე ცხოველი და ბავშვებს სთხოვე, გააჯავრონ; თამაშის ოდნავ გართულებაც შეგიძლია: ჯერ სხვადასხვა ფურცლებზე ცხოველები დახატეთ, შემდეგ ნახატები ამოაბრუნეთ და აურიეთ, ფურცლები ლატარეის პრინციპით აირჩიეთ და ვისაც რა ცხოველი შეხვდება, იმას გააჯავრებს
-
უამრავი ჯგუფური თამაში არსებობს, როდესაც ლიდერი რამე მოძრაობას აკეთებს და მთელი ჯგუფი ვალდებულია, ლიდერის მსგავსად იმოძრაოს
-
„დამალობანას“ თამაში მარტივად შეგიძლიათ — სანამ პატარები თვალებს ხუჭავენ და ითვლიან, მათი 2-3 სათამაშო გადამალე და უთხარი, მიაგნონ
მოკლედ, სააზროვნო თამაშები დაუსრულებლად შეგიძლია მოიფიქრო, თანაც გახსოვდეს: ყოველთვის ჩირი და სხვა ჯანსაღი სასუსნავები მოიმარაგე და შენს პატარებს წყალიც ხშირად დაალევინე: აქტიურად მოძრაობისას ორგანიზმი დეჰიტრატაციას განიცდის და ენერგიის მარაგებისგან იცლება.
როგორ მოვიქცე, თუ გახანგრძლივებული სამუშაო გრაფიკის გამო ბავშვს დიდ დროს ვერ ვუთმობ?
შენნაირი მშობლებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: ცოტა ხნის წინ, თბილისში საკვირაო სკოლა — „რებუსი“ გაიხსნა. დამფუძნებლებმა 3 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის — 5-იდან 6 წლამდე; 7-იდან 8 წლამდე და 9-იდან 11 წლამდე ბავშვებისთვის სპეციალური სასწავლო პროგრამა შეიმუშავეს, რომელიც ბავშვის ჰარმონიული განვითარების პრინციპებს ეყრდნობა.
სასწავლო პროცესი თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მსოფლიო ლიტერატურის და სამყაროს შემეცნების
გაკვეთილები პატარებს ეხმარება პასუხი გასცენ ყველაფერს, რაც მათთვის ამოუცნობი, ახალი და საინტერესოა. პროგრამის ფარგლებში ბავშვები თავად ქმნიან მრავალფეროვან ნივთებს: ძერწავენ, ხატავენ, კოლაჟებს და აპლიკაციებს აკეთებენ, საინტერესო ცდების თანამონაწილეები ხდებიან და ცოდნას მწერლების და მათი ნაწარმოებების შესახებ იღრმავებენ.
„რებუსის“ დამფუძნებლები სწავლის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას ხელგარჯილობის კურსებზე ამახვილებენ: მათი განცხადებით, ძერწვა და მოზაიკის აწყობა 4 წელს გადაცილებული ბავშვისთვის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა, რადგანაც ამ დროს წვრილი მოტორიკის სრულფასოვანი განვითარება ხდება; აპლიკაციების და ნივთების დამზადება კი შემოქმედობითობას და ფანტაზიის უნარს აღვივებს. პატარები მარტივ ექსპერიმენტებშიც მონაწილეობენ და საბუნებისმეტყველო მოვლენებს სრულად აღჭურვილ ლაბორატორიაში ეცნობიან (მაგალითად როგორიცაა „ოსმოსი“ — მცენარის მიერ წყლის შეწოვა).
რაც მთავარია, იმისათვის, რომ პატარები არ გადაიტვირთონ, ინფორმაცია დაბალანსებულად, თამაშის და გართობის ფორმით მიეწოდებათ, შედეგად გუნდურ მუშაობას და თანატოლებთან კომუნიკაციას სწავლობენ; განათლების ინოვაციური მეთოდების საშუალებით კითხვას ეჩვევიან და მსოფლიო ლიტერატურის გმირებს ეცნობიან. საინტერესო ცდების დამსახურებით კი საბუნებისმეტყველო მოვლენებს — გრავიტაციას, ნალექებს, ვულკანის ამოფრქვევას და თეთრ ღამეებს შეისწავლიან.
თემები: როგორ ვათამაშო ბავშვი, როგორ მოვწყვიტო ბავშვი კომპიუტერს, საკვირაო სკოლა "რებუსი", რებუსი, სკოლა "რებუსი", ბავშვის ჰარმონიული განვითარება, საკვირაო სკოლა, შემოქმედებითი აქტივობები ბავშვებისთვის, კრეატიული თამაშები ბავშვებისთვის
წყარო: <a href="https://www.verywell.com/keeping-kids-active-617346">verywell</a>