LIFE

მაღალი ქმარი და დაბალი ცოლი ყველაზე ბედნიერი ოჯახური ერთობლიობაა - ახალი კვლევის შედეგი

მაღალი ქმარი და დაბალი ცოლი ყველაზე ბედნიერი ოჯახური ერთობლიობაა - ახალი კვლევის შედეგი

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ მაღალ მამაკაცს დაბალი ქალი არ შეეფერება. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ისინი ერთმანეთს არ უხდებიან, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ოჯახური ბედნიერების ერთ ერთი გასაღები მეუღლეებს შორის სწორედ სიმაღლეში სხვაობაა. კონკრეტულად კი წყვილი მაშინაა ბედნიერი, თუ მამაკაცი ბევრად მაღალია ქალზე.

კვლევის თანახმად, თუ მეუღლეებს შორის სიმაღლეში დიდი განსხვავებაა, ისინი უბედნიერეს სასიყვარულო ურთიერთობაში არიან.

კვლევა სამხრეთ კორეაში, კონკუკის უნივერსიტეტის პროფესორმა კიტ შონმა ჩაატარა და დაასკვნა, რომ სიმაღლეს ბედნიერების პოვნის თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი ქმარი პირდაპირ კავშირშია ცოლის ბედნიერებასთან და პირიქით, სიმაღლეში დაბალი ქალი მამაკაცს ოჯახურ ბედნიერებას ჰპირდება.

„ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები უპირატესობას ანიჭებენ მაღალ კაცებს ევოლუციური მიზეზებით. ამასთან ასეთ წყვილებს აქვთ უკეთესი სექსი, რაც ბედნიერი ოჯახისთვის აუცილებელი პირობაა“, - განმარტავს მკვლევარი.

კვლევის შესახებ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მოსაზრება დაიწერა. ადამიანების ნაწილი დაეთანხმა კვლევის შედეგს, ნაწილი კი კვლევას უნდობლობას უცხადებს და წერს, რომ ბედნიერება არ შეიძლება სიმაღლეში სხვაობას დავუკავშიროთ.

მაღალი ქმარი და დაბალი ცოლი ყველაზე ბედნიერი ოჯახური ერთობლიობაა - ახალი კვლევის შედეგი

გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს:

„მაღალი შთამომავლობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ბოდიში პატარა ბიჭებო“.

„მაგარია, სად ვიპოვო ძალიან მაღალი ბიჭი?“

„სისულელეა, ჩემი ქმარი ჩემზე ბევრად მაღალი იყო. თუმცა ერთმანეთს დავშორდით. ახლა შედარებით დაბალია ჩემი ბოიფრენდი, თუმცა მასთან თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ“.

„ბედნიერება დამოკიდებულია სულიერ კავშირზე და არა სიმაღლეზე“.



<a href="https://www.hotmomsclub.com">https://www.hotmomsclub.com</a>