5 მიზეზი, რის გამოც, სუქდებით სამსახურში და 5 გზა, როგორ არ მოიმატოთ წონაში
- 04.09.2017
1. წაუხემსებთ თანამშრომლებთან ერთად, მაშინაც კი, როცა არ გინდათ ჭამა
კოლეგას დაბადების დღე, სახლიდან მოტანილი ტკბილეული ჩაისთვის, როცა არ ხართ მშიერი, - და შეუმჩნევლად დაგროვდა ზედმეტი კილოგრამები.
გამოსავალი: როცა საკვები თვალწინ გვაქვს, მეტს ვჭამთ. უმჯობესია მოაშოროთ ტკბილეული მხედველობის არედან, კოლეგებს კი ისწავლეთ თავაზიანად უთხრათ უარი, როცა შემოთავაზებული არ ჯდება თქვენს რაციონში. დღესასწაულებზე კი შეიძლება შემოიფარგლოთ მსუბუქი სადილით.
2. ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას იმას, რას ვჭამთ
დილიდან აპირებთ სრულფასოვნად ისადილოთ კაფეში. მაგრამ სადილისთვის ხვდებით, რომ დღეს გადატვირთული დღე გაქვთ სამსახურში, და აპირებთ შეუკვეთოთ ოფისში რაც ფიგურისთვის არც თუ ისეთი სასარგებლოა. ხვალ კი ნამდვილად წახვალთ სასადილოდ, როგორც გაქვთ დაგეგმილი... გეცნობათ?
გამოსავალი: დაიწყეთ იმის ჩაწერა, რაც მთელი კვირის განმავლობაში შეჭამეთ. ეს დაგეხმარებათ თვალი ადევნოთ, რამდენჯერ დაარღვიეთ ჩვეული რაციონი. და მარაგად გქონდეთ სამსახურში სასარგებლო საუზმე, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი კვება.
3. ოფისში არასაკმარისია შუქი და ზედმეტად ცივა
მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ არასაკმარისი განათების დროს ჩნდება სურვილი ბევრის ჭამის, ვიდრე როცა კარგი განათებაა. იგივე ემართება ორგანიზმს, როცა გცივათ.
გამოსავალი: ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ მზეზე: მოაწყეთ გასეირნება შესვენებაზე და მაშინაც, როცა არ ხართ სამსახურში. იმ შემთხვევისთვის, თუ გაიყინებით, გქონდეთ სამსახურში რაიმე თბილი ტანსაცმელი.
4. ზედმეტად ბევრს ვმუშაობთ
მუდმივი გადაჭარბებული სამუშაო ხელს უწყობს ჩვენს წონაში მატებას ორი მიზეზით. პირველი - თავისუფალი დროის არარსებობა, რომელიც შეიძლებოდა მიგეძღვნათ სპორტსა და სასარგებლო აქტივობისთვის. მეორე, როგორც წესი, ძილის უკმარისობა ან ცუდი ხარისხი. ყველაფერი ეს ისევ მადის გაზრდას იწვევს.
გამოსავალი: ვცდილობთ გავზარდოთ აქტივობა: არ ვსარგებლობთ ლიფტით, მაქსიმალურად უარს ვამბობთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და დავდივართ ფეხით. და არ გვავიწყდება ძილის საკმარის დრო, ფიზიკური დატვირთვა კი დაგვეხმარება სწრაფ დაძინებაში.
5. სტრესი და დედლაინი ცდის გამძლეობაზე ნერვულ სისტემას
ხანდახან სამსახურში ყველაფერი რიგზე არ არის, ნერვიულობისას კი ვჭამთ ჩვეულებრივზე მეტს. პირველ რიგში ვიყენებთ შაქარს და ცხიმებს, რომლებიც სჭირდება ორგანიზმს, რათა გაუმკლავდეს სტრესს.
გამოსავალი: კიდევ ერთხელ დაგვეხმარება ძილის საკმარისი რაოდენობა და ფიზიკური დატვირთვა. და შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ საკვები არ შეიძლება იყოს პრობლემის გამოსავალი. ვეძებთ მოდუნების საშუალებებს - მაგალითად, საუკეთესოა სუნთქვითი ვარჯიში.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>