ზოგიერთი ადამიანი იტანჯება აუხსნელი შიშისა და მღელვარების მძიმე შეტევებისგან. და არც იცის, რომ მსგავს შეგრძნებებს განიცდის ძალიან ბევრი და ასეთი პრობლემა მხოლოდ მათ არა აქვთ. ეს შეტევები - პანიკური შეტევაა, რომელიც ჩნდება, როგორც წესი, ძლიერი სტრესის შემდეგ.
და - თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს! - ამასთან გამკლავება შეიძლება, საკმარისია მხოლოდ იმუშაოთ საკუთარ თავზე.
რაში გამოიხატება?
- გახშირებული გულისცემა
- ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდში
- კანკალი ხელებში
- გაგუდვის შეგრძნება
- დაბუჟება და ჩხვლეტები კიდურებში
პანიკურ შეტევებს გააჩნია შემდეგი ნიშნები:
· ისინი ხანმოკლეა და ფეთქებადი, 5-10 წუთიანი, ხშირად მეორდება ერთი და იგივე ადგილას.
· ასეთი აფეთქების შემდეგ ადამიანის ორგანიზმი ძალიან გამოფიტულია და დათრგუნული, რადგან სხეული და ტვინი რეალური საფრთხისთვის ამზადებენ საკუთარ თავს და ამაზე ბევრი ენერგია იხარჯება.
· ადამიანები, რომლებიც განიცდიან პანიკურ შეტევებს, გრძნობენ ტკივილს ტანში და ხშირად დადიან ექიმებთან და თვლიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
· ხშირად ადამიანი შეტევის დროს გრძნობს, რომ არარეალური რაღაცები ხდება: მის გარშემო თითქოს ყველაფერი უცხო და უცნობია, თავად კი თითქოს გვერდიდან უყურებს საკუთარ თავს.
· თითოეული ადამიანი გრძნობს შეტევას შიგნიდან. მაგრამ ცოტა ვინმეს თუ შეუძლია განსაზღვროს ეს მისი ქცევის მიხედვით.
რა უნდა გააკეთოთ?
ნუ ღელავთ! არანაირი რეალური საფრთხე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ასეთ მოშლილობას არ მოაქვს. და მისი გაკონტროლება შესაძლებელია. ცნობილმა კლინიკურმა ფსიქოლოგმა გვიამბო, რა უნდა გაკეთდეს მაშინვე, როცა დაიწყო შეტევა.
1. გახსოვდეთ: თქვენ არ დაკარგავთ გონებას და ნამდვილად არ მოკვდებით პანიკური შეტევისგან.
2. განმარტოვდით მშვიდ ადგილას.
3. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.
4. ძლიერად დაძაბეთ რომელიმე კუნთი სხეულზე და შემდეგ მოადუნეთ ის, გაიმეორეთ რამდენჯერმე.
როგორ გავნთავისუფლდეთ შეტევისგან სამუდამოდ?
იმისათვის რომ აღარ განვიცადოთ ასეთი შეტევები, ფსიქოლოგი გვირჩევს:
- · მოვერიდოთ სტრესს.
- · შევძლოთ მთლიანად მოვდუნდეთ (გამოვიძინოთ, ხშირად დავისვენოთ, რეგულარულად ვიკვებოთ, ჩავიტაროთ მედიტაცია).
- · მივმართოთ ექიმს და სრულად გამოვიკვლიოთ ჯანმრთელობა, ორგანიზმის მდგომარეობის რეალური შეფასებისთვის.
- · გავერკვიოთ პანიკური შეტევის ბუნებაში, გაგვიჩნდეს მის მიმართ გონივრული, და არა გრძნობადი დამოკიდებულება.
თემები: რჩევები, მოტივაცია, სტრესი, პანიკა
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია