„ნუ ეძებთ ბედნიერებას - ის არ არსებობს“ - რას გვიმხელს 50 წლის გაკოტრებული მილიონერი
- 20.09.2017
მე მთელი ცხოვრება ვეძებდი ბედნიერებას. და 50 წლის ასაკისთვის ჩემთვის საბოლოოდ ნათელი გახდა რომ არაფერი გამომდის.
თითოეულ ჩვენგანს გააჩნია საკუთარი „აი, რომ..“, რაც გვაშორებს ბედნიერებასთან.
აი, რომ მქონოდა სხვა სამსახური ან სხვა ოჯახი. აი, რომ მეცხოვრა სხვა ქვეყანაში. აი, მდიდარი რომ ვყოფილიყავი.
30 წლის ასაკში კარიერის მხრივ მე საკმაოდ გავუსწარი თანატოლებსა და კურსელებს.
35 წლის ასაკში ანგარიშზე მქონდა 20 მლნ. დოლარზე მეტი ჩემს სრულ განკარგულებაში.
მე ვცხოვრობდი ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ცოტა ხანს ინდოეთში და 4 წელი იბიცაზე.
მაგრამ ყველა ჩემი ოცნება, შორიდან ასეთი მიმზიდველი, როგორც კი მივაღწევდი, უცვლელად უფერულდებოდა და ჭკნებოდა. მორიგი „აი, რომ...“ არანაირი ბედნიერება არ ჩნდებოდა და ჩნდებოდა მხოლოდ შემდეგი „აი, რომ...“, არა ნაკლებ მიმზიდველი, ვიდრე წინა.
წარმატება რეალობაში აღმოჩნდა მარტოობად, იმიტომ რომ მის მისაღწევად დავკარგე ყველა მეგობარი და ახლობელი.
და მე, ალბათ, დღემდე გავაგრძელებდი ბედნიერების დევნას, მაგრამ, როგორც იქნა, ნამდვილად გამიმართლა - გავკოტრდი.
მაგრამ აი, რა არის გასაკვირი - ფულის დაკარგვით, მე ერთდროულად დავკარგე შესაძლებლობა გავეკიდო უსასრულო „აი, რომ...“-ს.
და, როცა გაიარა პირველმა შოკმა და შიშმა, უცებ აღმოვაჩინე, რომ დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია არ მიგრძნია თავი ასე კარგად.
მე აღარ მაქვს საბანკო ანგარიში, დიდი სახლიც აღარ მაქვს.
შესრულებული სამუშაოს შედეგად მე არაფრის წარდგენა არ შემიძლია. გარდა ნათელი, საკუთარ გამოცდილებაზე გამომუშავებული გააზრებისა, რომ ბედნიერი ცხოვრების გზაზე ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს არა იმის არარსებობა, რაც არ გაგავაჩნია, არამედ ჩვენი რწმენა, რომ ის რომ გვქონოდა, აუცილებლად გაგვხდიდა ბედნიერს.
25 წელი ბედნიერების დევნამ მიმახვედრა მარტივი ჭეშმარიტება - ყველაზე მთავარი ნაბიჯი ბედნიერებისკენ მდგომარეობს იმაში, რომ შეწყვიტო თავსატეხი იმის გამო, რომ ის არ გაქვს.
ღირს კი ეს ამად?
თემები: ფსიქოლოგია, ბედნიერება, ცხოვრება, წარმატება
<a href="https://mirkrasoty.life/">https://mirkrasoty.life/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია