ცუდი ცხიმები
არ დაიჯერებთ, მაგრამ ამ, როგორც თქვენ ფიქრობთ, ძალიან მავნე ნივთიერებას, ძალიან ბევრი სამუშაო აქვს (თანაც ძალიან სასარგებლო) ადამიანის ორგანიზმში. ცხიმი პასუხს აგებს ზრდასა და განვითარებაზე, იცავს შინაგან ორგანოებს, ხელს უწყობს საკვების სწრაფ მონელებას. თურმე დაბალანსებული კვების დროს ის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 30 %-ს ყველა მიღებული საკვებისგან. მაგრამ ნუ იჩქარებთ ეგრევე შეუდგეთ შემწვარი კარტოფილისა და ფასტ-ფუდების ჭამას.
მაგრამ ცხიმიც არის და ცხიმიც. ამიტომ ის მკაფიოდ უნდა გავყოთ დადებითად და უარყოფითად, სამედიცინო ენაზე, ნაჯერად და არანაჯერად. ერთი შეხედვით ისინი ერთმანეთისგან არაფრით არ განსხვავდებიან. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის.
ნაჯერი ცხიმების გასახსნელად საჭიროა მაღალი ტემპერატურა. ამიტომაც ორგანიზმი ასე ადვილად ვერ გადაამუშავებს. იქ გარემო თბილია, მაგრამ არც ისეთი, როგორც გახურებულ ტაფაზე. ნაჯერ ცხიმებს შეიცავს ნაღების კარაქი, ასევე ქოქოსის და პალმის ზეთი.
სასარგებლო ცხიმები
არანაჯერი ცხიმები ასევე შეიძლება გავყოთ ორ ჯგუფად: ნახევრად არანაჯერი და მონო-არანაჯერი ცხიმების ნაზავი. მათი ქიმიური ფორმულა უფრო რთულია, მაგრამ ორგანიზმი მათ უფრო ადვილად ითვისებს.
მონო-არანაჯერი ცხიმოვან მჟავებს შეიცავს: მცენარეული ზეთები - ზეითუნის, არაქისის, მზესუმზირის ზეთი; თხილეული (არაქისი, ნუში და სხვ.), ავოკადო, ზეთისხილი, ფრინველის ხორცი.
ნახევრად არანაჯერი ცხიმოვან მჟავებს შეიცავს არა მხოლოდ მცენარეული ზეთები, არამედ თევზი და ზღვის პროდუქტებიც.
ცხიმების ომი
აი, აქ იხსნება საიდუმლო. არანაჯერი ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფენ ორგანიზმს არა მხოლოდ „კარგი“ ქოლესტერინით, არამედ ამცირებენ „ცუდის“ რაოდენობასაც. ამიტომ გახდომის მსურველებს არ უნდა შეეშინდეთ ცხიმის. უბრალოდ უნდა აირჩიონ სწორად. „ხარისხიანი“ ცხიმი აჩქარებს მეტაბოლიზმს და მთლიანად ხდება მისი შეთვისება. არანაჯერი ცხიმოვანი მჟავები ასევე არეგულირებენ შაქრის რაოდენობას. ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდან აიცილებთ მადის მომატებას.
პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ სასარგებლო ცხიმებს
· 100 გ გოჭის ხორცი - 2 გ „კარგი“ ცხიმი.
· თხილეული: 10 გ ნიგოზში - 0,7 გ „კარგი“ ცხიმი, იგივე რაოდენობის მიწის თხილში - 2 გ, ნუშში - 3 გ.
· მცენარეული ზეთები: 10 გ ზეითუნის ზეთშია - 9 გ „კარგი“ ცხიმი, სელის ზეთში - 3 გ.
· შავი შოკოლადი: 10 გ შეიცავს 1,2 გ „კარგ“ ცხიმს.
· არაქისის ზეთი: 5 გ-ში - 3,3 გ „კარგი“ ცხიმი.
· ბატკნის ხორცი: 100 გ-ში - 3,5 გ „კარგი“ ცხიმი
· ავოკადო: 10 გ-ში - 1 გ „კარგი“ ცხიმი.
თემები: დიეტა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, წონაში დაკლება
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია