8 ჩვევა, რომელიც ყველა საინტერესო ადამიანს ახასიათებს - მათი გამომუშავება თქვენც შეგიძლიათ
- 22.09.2017
საინტერესო ადამიანებს აქვთ რაღაც განსაკუთრებული. ისინი მაგნიტივით იზიდავენ დანარჩენებს, ყველას სურს მათთან ურთიერთობა. აქვთ წარმოუდგენლად საინტერესო ისტორიები და ცხოვრების საინტერესო სტილი.
ზოგიერთი ადამიანი ბუნებრივადაა ასეთი, თუმცა არსებობს ჩვევები, რომელთა გამომუშავების შემთხვევაშიც, საინტერესო გახდებით.
მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერს შეუძლია გახდეს უფრო საინტერესო, რაც შესანიშნავია, ვინაიდან როცა ხართ საინტერესო, ეს გეხმარებათ კავშირების გაფართოებაში, გაძლიერებაში, ხართ უკეთესი ლიდერები და ნებისმიერ საქმეში უფრო მარტივად შეგიძლიათ წარმატების მიღწევა.
გთავაზობთ რამდენიმე ჩვევას, რომლებიც ყველა საინტერესო ადამიანისთვის საერთოა და ხშირ შემთხვევაში, ეს ჩვევები შეგნებული ძალისხმევითაა გამომუშავებული. ასე რომ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ქცევები არ გახასიათებეთ, შეგიძლიათ, გამოიმუშაოთ:
1. საინტერესო ადამიანები ისწრაფვიათ ინტერესების დაკმაყოფილებისკენ, მიზნებისკენ - ჯეინ გუდალმა 26 წლის ასაკში დატოვა სახლი ინგლისში და ტანზანიაში გადავიდა იმისთვის, რომ შიმპანზეები შეესწავლა. ეს გახდა მისი ცხოვრების საქმე. ჯეინი სხვა ადამიანებისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. ის არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცე მიზნის მისაღწევად. ამით იმის თქმა გვსურს, რომ საინტერესო ადამიანებს მხოლოდ ინტერესები არ აქვთ, მათ აქვთ დაუოკებელი სურვილი ამ ინტერესების დასაკმაყოფილებლად და აკეთებენ ყველაფერს მიზნების მისაღწევად.
2. ყოველთვის ინტერესდებიან სიახლეებით - საინტერესო ადამიანები აკეთებენ იმ საქმეს, რაც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. მათ იციან, რა სურთ და არიან გამბედავენ.ისინი მუდამ ეძებენ სიახლეებს და უარს რაიმე ახალზე არასოდეს ამბობენ. უარს არ ამბობენ ახალი, განსხვავებული გამოცდილების შეძენაზე. ყოველივე დადებითად მოქმედებს მათ განწყობაზე და ამაღლებს ბედნიერების ხარისხს. რა თქმა უნდა, ყველას იზიდავს ბედნიერი ადამიანი. ეს მათ უფრო საინტერესოს ხდის.
3. საინტერესო ადამიანები უცნაურები არიან და აქვთ პატარ-პატარა ახირებებები - მაგ: უორენ ბაფეტი არასოდეს იცვამს ე.წ. როლინგებს და ჯერ კიდევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც 1958 წელს 31 500 დოლარად იყიდა. ცოტა უცნაურია, როცა ასეთი მდიდარი ადამიანი, ასე მოკრძალებულად ცხოვრობს.
4. საინტერესო ადამიანები არ მოქმედებენ სხვების მსგავსად, მათ აქვთ საკუთარი, განსხვავებული ხელწერა ნებისმიერ საქმეში - არაფერია ალბათ იმაზე მოსაწყენი, ვიდრე სხვის მსგავსად მოქმედება, ამიტომაც საინტერესო ადამიანები ასე არ იქცევიან. მათ საკუთარი, განსხვავებული გზა აქვთ. სწორედ ამიტომ საინტერესო ადამიანები ხდებიან ინოვატორები, აქვთ საინტერესო იდეები და ცხოვრებაში სიახლეები შემოაქვთ.
5. ისინი გადაწყვეტილებების მიღებისას უსმენენ შინაგან ხმას - სწორედ ასე იქცევა გამორჩეულად წარმატებული ქალი, ოპრა უინფრი. აღნიშნული საკითხის შესახებ მან სტენფორდის უნივერსიტეტში 2008 წელს, სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. „ყველა მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც მიმიღია, იყო შედეგი იმისა, რომ არ მოვუსმინე ჩემს შინაგან ხმას, ხოლო ყველა სწორი გადაწყვეტილება შინაგანი ხმის კარნახით მაქვს მიღებული“, - ამბობს ოპრა.
6. საინტერესო ადამიანები ყოველთვის სწავლობენ - ამ ადამიანებისთვის სამყარო უსასრულო შესაძლებლობების წყაროა. მათ აქვთ დაუკებელი ცნობისმოყვარეობა იმ საკითხებისადმი, რომლებშიც ვერ ერკვევიან. მიუხედავად მისი ინტელეტისა და მიღწევებისა, ალბერტ აინშტაინს არასოდეს შეუწყვეტია ახლის შეცნობა და კითხვებზე პასუხების მუდმივი ძიება. საინტერესო ადამიანები მუდმივად ამ მდგომარეობაში არიან, მუდამ ახლის შეცნობისკენ ისწრაფვიან.
7. ისინი თავიანთი აღმოჩენებს სხვებსაც უზიარებენ - საინტერესო ადამიანებს სიამოვნებას ჰგვრით, როცა თავიანთი მიღწევების, აღმოჩენების შესახებ ინფორმაციას სხვებსაც უზიარებენ. ეს შეიძლება იყოს შთაბეჭდილებები ამაღელვებელი მოგზაურობის შესახებ და ა.შ. ისინი ამასთანავე ყოველთვის გრძნობენ თანამოსაუბრის ინტერსებს და ცდილობენ, იმ თემაზე ისაუბრონ, რაც მათ თანამოსაუბრეებს აინტერესებთ.
8. არ ადარდებთ სხვები რას ფიქრობენ მათზე - როცა ადამიანს ეშინია იმის, თუ რას იტყვიან სხვები მასზე, ის უინტერესო ხდება. საინტერესო ადამიანები ასე არ იქცევიან, ისინი ავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს ყველგან და ყოველთვის.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>