ძნელი წარმოსადგენია იპოვოთ ადამიანი, ვისთვისაც გული არ უტკენიათ. სამწუხაროდ, ეს ცხოვრების შემადგენელი ყველაზე უსიამოვნო ნაწილია და ხშირ შემთხვევაში, წარსულის მძიმე გამოცდილება იმდენად ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანზე, რომ მას უჭირს ცხოვრების გაგრძელება და მომავალზე კონცენტრირება.
გთავაზობთ იმ აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელთა საშუალებითაც წარსულის ტკივილს დაივიწყებთ და ცხოვრების გაგრძელებას შეძლებთ:
1. გაერკვიეთ საკუთარ თავში - წარსულს შესანიშნავი სახელი აქვს - „წარსული“. მთავარია, ამის გაანალიზება და გაცნობიერება შეძლოთ. გაანალიზეთ რა გაწუხებთ დღეს. კონცენტრირება მოახდინეთ არა წარსულ ტკივილზე, არამედ იმ გრძნობებსა და ემოციებზე, რომლებიც ახლა, ცხოვრების გასაგრძელებლად გჭირდებათ. არ თქვათ წინსვლაზე იმის გამო, რომ გეშინიათ გული ისევარ გატკინონ.
2. გამოხატეთ ემოციები - თუ ემოციებს გულში ღრმად შეინახავთ და თქვენი შეგრძნებების გამოხატვაზე უარს იტყვით, ეს შინაგანად დაგანგრევთ და თანაც ტკივილიც არ გაივლის. იტირეთ თუ საჭიროა, იტირეთ ხმამაღლა, ამის საშუალებით გათავისუფლდებით ნეგატივისგან. გამოხატეთ უფრო მეტი ემოცია.
3. მიმართეთ მედიტაციას - წარსულის დასავიწყებლად მედიტაცია გამორჩეულად კარგი გზაა. შეგიძლიათ, ინტერნეტით მოძებნოთ მედიტაციის ხერხები. ის გაძლევთ საშუალებასსაკუთარ თავში იპოვოთ სიმშვიდე და კონცენტრირდეთ საკუთარ საჭიროებებზე.
4. დაწერეთ თქვენი ფიქრები - გირჩევთ, დღის განმავლობაში დაწეროთ ყველაფერი რაზეც ფქირობთ, რაც გაწუხებთ, რაც თქვენს გონებაში ხდება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დაწეროთ მასზე ვინც გული გატკინათ, ნებისმიერი რამ, რაც გაწუხებთ ფურცელზე გადაიტანეთ. ასე მოიქცით მანამდე, სანამ არ აღმოაჩენთ, რომ წარსულზე დარდი შეწყვიტეთ და ამას საკმაოდ მალე მიხვდებით. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ფურცელზე საკუთარი აზრების გადატანა შესანიშნავი თერაპიაა.
5. თავი დააღწიეთ ყოველგვარ ნეგატიურ ფიქრს - თავდაპირველად თვალი გაუსწორეთ ნეგატივს, ხოლო შემდეგ სცადეთ თავი დააღწიოთ მას.
შეიძლება გაგიჩნდეთ ასეთი აზრები - „ჩემი დარდი გამართლებულია, რადგანც გული მატკინეს“, „იმისთვის რომ ცხოვრება გავაგრძელო, საჭიროა ბოდიში მომიხადოს“, „მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტკივილი მომიშუშდეს, ეს მისი პასუხისმგებლობაა“, „თუ ვინმეს შევიყვარებ, ისევ იგივე განმეორდება“. თუ მსგავსი ფიქრები გაწუხებთ, უნდა მიხვდეთ, გაანალიზოთ, რომ ყველა მათგანი მცდარია. მხოლოდ წარსულით ცხოვრება თქვენს გარდა არავის დააზარალებს, ამიტომაც საკუთარ თავს უნდა შთააგონოთ, რომ დარდის ნაცვლად, სჯობს ცხოვრება განაგრძოთ და ბოლომდე დატკბეთ. თქვენს გადასარჩენად არავინ მოვა.
6. ყოველივეს შეხედეთ როგორც ცხოვრების გაკვეთილს - იმის ნაცვლად, რომ წარსულის გამო დარდს მიეცეთ, სჯობს ყოველივეს ისე შეხედოთ, როგორც გაკვეთილს და ამ გაკვეთილით ბევრი ისწავლოთ. ისწავლოთ, როგორ მოიქცეთ მსგავს სიტუაციებში, როდის მოიხადოთ ბოდიში, ვის ენდოთ, ისწავლოთ - როგორ გაანალიზოთ საკუთარი შცდომები. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს, ან მხოლოდ მას ნუ დაადანაშაულებთ. გახსოვდეთ, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს. გაითვალისწინეთ, თქვენ გამოცდილება შეიძინეთდა ეს სულაც არ არის ცუდი.
7. იყავით მადლიერი - ზოგჯერ საუკეთესო გზა იმისა, რომ მძიმე წარსულისგან გათავისუფლდე, არის ის, რომ მადლობელი იყო იმ ადამიანის, ვინც ტკივილი მოგაყენა. მან საშუალება მოგცა ამ მძიმე გაკვეთილით ბევრი რამ გესწავლა. თქვენ ხომ მისგან ისწავლეთ, როგორი ადამიანი არ გსურთ რომ იყოთ და როგორი ადამიანი არ გსურთ თქვენ გვერდით.
8. ადამიანს, რომელმაც გული გატკინათ უსურვეთ საუკეთესო - ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუკი შეძლებთ საუკეთესო უსურვოთ ადამიანს, რომელმაც გული გატკინათ, სწრაფად დაივიწყებთ ტკივილს.
9. ნუ შეგეშინდებათ რომ დახმარება ითხოვოთ - ყველაზე მნიშვნელოვანია, რთულ მომენტში არ დარჩეთ მარტო და სთხოვოთ ვინმეს დახმარება. შესაძლოა ეს იყოს მეგობარი, თერაპევტი, რომელიც მოგისმენთ და რჩევებს მოგცემთ. ზოგადად, ყველაზე მეტად ნეგატივისგან მაშინ თავისუფლდებით, როცა საკუთარ გრძნობებსა და ემოციებს სხვებს უზიარებთ.
თემები: სიყვარული, რჩევები ქალებს, მამაკაცები, რჩევები
<a href="https://www.women.com">https://www.women.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია