LIFE

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ

ოჯახური ძალადობა პარტნიორის მხრიდან მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს. ძალადობა შესაძლოა სხვადასხვა კუთხით იყოს გამოხატული და ასეთი ძალადობა ფიზიკურზე არანაკლებ მტკვინეული და რთულად გადასატანია.

გთავაზობთ არაფიზიკური ოჯახური ძალადობის 10 ნიშანს:

1. გამუდმებით შემოწმება - ოჯახური ძალადობის ერთ-ერთი ფორმააა ერთი ადამიანის მხრიდან მეორის მუდმივი კონტროლი. ეს არ არის ჯანსაღი ურთიერთობისთვის დამახასიათებელი. როცა ურთიერთობის დასაწყისში საყვარელი ადამიანი გეკითხებათ, სად ხართ და რას აკეთებთ, ამას მისი ყურადღებისა და ზრუნვის ნიშნად იღებთ, თუმცა ყოველივემ, შესაძლოა, დროთა განმავლობაში საშინელი სახე მიიღოს და თქვენი პარტნიორი თქვენი თითოეული ნაბიჯის გაკონტროლებას შეეცადოს. ასეთ დროს ადამიანი კარგავს თავისუფლებას და საკუთარ თავს. 

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ

2. პარტნიორის იზოლაცია მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან - ძალადობაა, როცა პარტნიორი ცდილობს, რომ მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან სრულ იზოლაციაში გამყოფოთ და გაიძულებთ, უარი თქვათ ყველა აქტივობაზე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ.

3. ღალატში დადანაშაულება - ზოგჯერ ადამიანებს პარანოია ემართებათ და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უმიზეზოდ ფიქრობენ, რომ საყვარელი ადამიანი ღალატობთ, ან შიშობენ, რომ უღალატებთ. ამის გამო მუდმივ ტერორში ჰყავთ პარტნიორი, უკრძალავენ მარტო სადმე წასვლას. რა თქმა უნდა, ეს ძალადობის კიდევ ერთი გამოვლინებაა. 

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ

4. განუწყვეტლივ ტელეფონზე დარეკვა და sms-ების გაგზავნა - კარგია, როცა პარტნიორები ერთმანეთის მიმართ ყურადღებას იჩენენ, მაგრამ როცა განუწყვეტლივ ურეკავთ, მუდამ „მესიჯებს“ სწერთ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევთ, ეს უკვე პარანოია და მასზე კონტროლის დამყარების მცდელობაა.

5. გაკიცხვა - თუ პარტნიორი ყოველ თქვენს ნაბიჯს აკრიტიკებს, გკიცხავთ, გეჩხუბებათ, ეს ძალადობაა. მისი ასეთი ქმედების გამო, დროთა განმავლობაში კარგავთ თვითრწმენას და გიჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება.

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ

6. ფინანსების კონტროლი - თუ აკონტროლებს თქვენს შემოსავალს და ცდილობს ყოველი დახარჯული თეთრის შესახებ იცოდეს და არ გაქვთ საშუალება იყიდოთ ის, რაც გსურთ და საკუთარ ფულს თავად ვერ განკარგავთ, ეს საშინელებაა და რა თქმა უნდა, ძალადობაა. ნებისმიერ ადამიანს აქვს პირადი საჭიროებები, ისეთი, რომლის შესახებაც შესაძლოა არ გსურთ რომ პარტნიორმა იცოდეს. არსებობს სივრცე, რომელიც ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავისთვის სჭირდება.

7. გაიძულებთ სექსს - სექსუალური ძალადობა ოჯახში ძალადობის მთავარი ნაწილია. ხშირია შემთხვევები, როცა პარტნიორი იძულებულია სექსით დაკავდეს, როცა პარტნიორი არ ითვალისწინებს, რომ შესაძლოა მძიმე დღე გქონდათ, რომ სტრესში ხართ, რომ დაღლილი ხართ და ა.შ. და გაიძულებთ სექსუალური კავშირის დამყარებას. ეს რეალურად ანგრევს ურთიერთობას. 

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ

8. ღალატი - ხშირად მოძალადეები მოღალატეები არიან. ისინი ადანაშაულებენ თავიანთ პარტნიორს, ეჩხუბებიან და ამით თავიანთი ტყუილისა და ღალატის დამალვას ცდილობენ.

9. არ ინაწილებენ მშობლის პასუხისმგებლობას და ოჯახის საქმეები მხოლოდ ერთი პარტნიორის მხრებზე გადადის - თუ პარტნიორი თვლის, რომ ბავშვების აღზრდა მხოლოდ თქვენი მოვალეობაა და სახლის საქმეებიც მხოლოდ თქვენი მოსაგვარებელია, თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ. 

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ

10. ითხოვს სოციალური ქსელების პაროლებს - ამ გზით ცდილობს თქვენზე კონტროლი დაამყაროს. წაიკითხოს ყველა შეტყობინება, ყველა ინფორმაცია, მიმოწერები მეგობრებთან, შეგიზღუდოთ პირადი სივრცე.



<a href="http://www.refinery29.com">http://www.refinery29.com</a>