25 რჩევა - როგორ გახადოთ თქვენი ცხოვრება უკეთესი და მოიპოვოთ ბედნიერება
- 14.08.2021
1. გაიაზრე, რა მოგწონს სინამდვილეში.
ეს ყველაზე მთავარია და საკმაოდ რთული. ოქროს წესი ამბობს - გააკეთე ის, რაც ჭეშმარიტ სიამოვნებას განიჭებს, და მაშინ უფრო ბედნიერი გახდები. უფრო მეტიც, საქმე, რომელიც ნამდვილად მოგწონს, - ეს საპირისპირო სქესისთვის მიზიდულობის მთავარი ფაქტორია.
2. უარი თქვი ნაგავზე, რომელსაც ყოველ დღე ჭამ, სვამ და ეწევი.
არავითარი საიდუმლო და დიეტები - უბრალოდ ნატურალური საკვები, ხილი, ბოსტნეული, წყალი. არ არის აუცილებელი გახდე ვეგეტარიანელი და საერთოდ თქვა უარი სასმელზე - საკმარისია მხოლოდ მაქსიმალურად შეზღუდო შაქარი, ფქვილი, ყავა, ალკოჰოლი და ყველა პლასტმასის საკვები.
3. ისწავლე უცხო ენები
ეს არარეალურად გააფართოებს სამყაროს აღქმის სიღრმეს და გაგიხსნის არნახულ პერსპექტივებს სწავლისთვის, განვითარებისთვისა და კარიერული ზრდისთვის. ინგლისურის ცოდნა - ეს უკვე ცხოვრებისეული საჭიროებაა. წიგნები, ფილმები, აუდიოკურსები, ახალი ამბები, ინტერფეისი ტელეფონში - უბრალოდ ჩაეშვი სწავლაში თავით, და პროგრესი არ დააყოვნებს.
4. წაიკითხე წიგნები
სამაგალითო წრე - შენი პროფესიონალური არე, ისტორია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფია, ხარისხიანი სამხატვრო ლიტერატურა. ოქროს წესი - წაიკითხე მინიმუმ ერთი წიგნი კვირაში. ეს 50 წიგნია წელიწადში, რომლებიც გადაატრიალებენ შენს ცხოვრებას.
5. შინაარსიანად გაატარე ყოველი უქმე დღე
წადი მუზეუმში, გამოფენაზე, კინოში, დაკავდი სპორტით, გადი ქალაქგარეთ, ესტუმრე ნათესავებს. მთავარია - არ იჯდე ერთ ადგილას. რაც მეტ შთაბეჭდილებებს მიიღებ დღის განმავლობაში, მით უფრო საინტერესო იქნება ცხოვრება.
6. დააფიქსირე საკუთარი აზრი
შეიძლება შექმნა ბლოგი, შეიძლება უბრალოდ დაწერო შენთვის. სულერთია რაზე, მთავარია, რომ ასე შეძლებ იფიქრო და იმსჯელო.
7. დაისახე მიზნები
ჩაიწერე ისინი წიგნაკში, Word-ში ან ბლოგში. მთავარია ისინი იყოს მკაფიო და გასაგები. თუ დაისახავ მიზანს, შეგიძლია ან მიაღწიო, ან არა. თუ არ დაისახავ, მიღწევის ვარიანტები საერთოდ არ არსებობს.
8. ისწავლე კლავიატურაზე ბრმად ბეჭდვა
დრო - ეს ყველაზე ძვირფასია, რაც გაგაჩნია, და უნდა შეგეძლოს ბეჭდვა თითქმის ისევე სწრაფად, როგორც ფიქრობ. მაგრამ უნდა იფიქრო არა იმაზე, სად მდებარეობს საჭირო ასო, არამედ იმაზე, რას წერ.
9. მართე დრო
ისწავლე მართო საკუთარი საქმეები ისე, რომ მათ შეძლონ მუშაობა შენი მონაწილეობის გარეშე. მიიღე გადაწყვეტილებები სწრაფად, იმოქმედე დაუყონებლივ, არ გადადო საქმე. ჩაიწერე ფურცელზე ყველა „ხანგრძლივმოქმედი“ საქმე, რომლებიც გიშლიან ცხოვრებაში. გაიაზრე, გჭირდება ისინი თუ არა. გააკეთე ის, რაც დარჩა, რამდენიმე დღის განმავლობაში, და არაჩვეულებრივ სიმსუბუქეს იგრძნობ.
10. უარი თქვი კომპიუტერულ თამაშებზე და სულელურ სერფინგზე ინტერნეტში
მინიმუმამდე დაიყვანე სოცქსელებში ძრომიალი. დაივიწყე ტელევიზორი, გარდა სამეცნიერო-პოპულარული პროგრამებისა. აქციე ჩვევად შეამოწმო ფოსტა მხოლოდ დროის განსაზღვრულ პერიოდებში.
11. შეზღუდე უაზრო ამბების კითხვა
გარშემო მაინც ილაპარაკებენ მთავარ მოვლენებზე, დამატებით ხმაურიან ინფორმაცია კი არაფერში დაგეხმარებათ ყოველდღიურობაში.
12. ისწავლე ადრე ადგომა
პარადოქსი ისაა, რომ დილის საათებში უფრო მეტს ასწრებ, ვიდრე საღამოს. იგივე ეხება შოპინგსაც უქმე დღეებში. ადამიანისთვის საკმარისია 7 საათი ძილი, იმ პირობით, თუ ხარისხიანი ფიზიკური დატვირთვა და ნორმალური კვება ექნება.
13. ეცადე გარემოცვაში გყავდეს წესიერი, პატიოსანი, გულღია, ჭკვიანი და წარმატებული ადამიანები
ეს ჩვენი გარემოცვაა, საიდანაც ვსწავლობთ ყველაფერს, რაც ვიცით. მეტი დრო გაატარეთ მათთან, ვისაც პატივს სცემთ, და ვისგანაც შეიძლება რაღაც ისწავლოთ. შესაბამისად ეცადე მინიმუმადე დაიყვანო ურთიერთობები ნეგატიურ, პესიმისტურ და ბოროტ ადამიანებთან.
14. გამოიყენე დროის თითოეული მომენტი და თითოეული ადამიანი იმისათვის, რომ გაიგო რაიმე ახალი
თუ ცხოვრება გახვედრებს პროფესიონალს ნებისმიერ დარგში, ეცადე გაიგო, რა შეადგენს მისი მუშაობის არსს, როგორია მისი მოტივაცია და მიზნები. ისწავლე დასვა სწორი კითხვები - ტაქსის მძღოლიც კი შეიძლება გახდეს ფასდაუდებელი ინფორმაციის წყარო.
15. დაიწყე მოგზაურობა
როცა დაინახავ, როგორი მრავალფეროვანია სამყარო, აღარ ჩაიციკლები პატარა სივრცეზე შენს გარშემო, და უფრო ტოლერანტული, მშვიდი და ბრძენი გახდები.
16. შეიძინე ფოტოაპარატი/ მოლბერტი/ ცეკვის ჩუსტები
ეცადე დაიჭირო სამყაროს სილამაზე. როცა გამოგივა, დაგამახსოვრდება მოგზაურობები არა მხოლოდ ბუნდოვანი შთაბეჭდილებებით, არამედ ლამაზი ფოტოებით, რომლებიც თან ჩამოიტანე. ალტერნატივის სახით - სცადე ხატვა, სიმღერა, ცეკვა, ძერწვა. ანუ აკეთე ის, რაც გაიძულებს შეხედო სამყაროს სხვა თვალით.
17. დაკავდი სპორტით
აუცილებელი არ არის სპორტულ დარბაზში სიარული, სახლშიც მშვენივრად შეიძლება ვარჯიში. დაივიწყე ლიფტი- თუ უნდა აიარო 10 სართულზე ნაკლები, ადი ფეხით. საკუთარ თავზე მეთოდური მუშაობის სულ რაღაც 3 თვეში შეიძლება საკმაოდ ეფექტურად შეცვალო სხეულის ფორმები.
18. გამოდი „კომფორტის ზონიდან“
წადი იქ, სადაც არასოდეს არ ყოფილხარ, იარე სამსახურში სხვა გზით, გაერკვიე პრობლემებში, რომლის შესახებ არაფერი იცი, გააფართოვე ცოდნა და თვალთახედვა. გადააადგილე სახლში ავეჯი, შეიცვალე გარეგნობა, იმიჯი. რაც უფრო ხშირად გამოხვალ საკუთარი „ნაჭუჭიდან“, მით უფრო უკეთესად გაიგებ, რა ხდება სამყაროში.
19. გააკეთე ინვესტირება
ყოველ თვე უნდა გადადო საკუთარი შემოსავლის ნაწილი, მდიდარი ადამიანი ხომ ის არ არის, ვინც ბევრს გამოიმუშავებს, არამედ ის, ვინც ბევრ ინვესტირებას აკეთებს. ეცადე ინვესტირება გააკეთო აქტივებში, მინიმალიზაცია მოახდინო პასივებში და აკონტროლო დანახარჯები.
20. მოიშორე თავიდან ძველმანები
გადააგდე ან დაარიგე ნივთები, რომლებსაც არ იყენებდი ბოლო ერთი წლის მანძილზე. დაიტოვე მხოლოდ ის, რაც ყველაზე ძალიან მოგწონს და გჭირდება.
21. გაეცი მეტი, ვიდრე იღებ
გაუზიარე ცოდნა, გამოცდილება და იდეები. ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ იღებს, არამედ უზიარებს კიდეც - ძალზე მიმზიდველია. ალბათ გეცოდინება რაღაც, რისი სწავლაც სხვებსაც უნდა.
22. მიიღე სამყარო ისეთი, როგორიც არის
მოიშორე შემაფასებელი მსჯელობები, მიიღე ყველა მოვლენა თავდაპირველად ნეიტრალურად. უკეთესია - როგორც მიიღო პოზიტიურად.
23. დაივიწყე იმის შესახებ, რაც იყო წარსულში
მას არავითარი კავშირი არ აქვს შენს მომავალთან. წამოიღე იქედან მხოლოდ გამოცდილება, ცოდნა, კარგი ურთიერთობები და დადებითი შთაბეჭდილებები.
24. არ შეგეშინდეს
გადაულახავი დაბრკოლებები არ არსებობს, და ყველა ეჭვი მხოლოდ შენს თავშია. საკმარისია ხედავდე მიზანს, გვერდი აუარო დაბრკოლებებს და იცოდე, რომ მიაღწევ მას.
25. უკანასკნელი, იგივეა რაც პირველი
გააკეთე ის, რაც მოგწონს. ისწავლე, ასწავლე, განვითარდი... შეცვალე საკუთარი თავი შიგნიდან.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, ქალები, რჩევები