5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ურთიერთობაც ძნელია
- 16.10.2017
თხის რქა
მეხუთე ადგილი თხის რქამ დაიკავა. ისინი გულწრფელად არიან დარწმუნებულები, რომ მხოლოდ თავად არიან მართლები, მათი სიტყვა კი - კანონია. ისინი მხოლოდ იმ ადამიანებს ირჩევენ ურთიერთობისთვის, ვისაც საკუთარი პიროვნების ღირსად თვლიან. გარდა ამისა, თხის რქებს ვერ დააძალებ რაღაცის გაკეთებას მათი სურვილის წინააღმდეგ. თუ რაიმე არ უნდათ, არც მოგისმენენ.
მერწყული
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მეოთხე ადგილზე ინტელექტუალები-მერწყულები გავიდნენ. ისინი ჭკვიანები და გონიერები არიან, შეუძლიათ გათვალონ თითოეული ნაბიჯი და მიაღწიონ დასახულ მიზანს. ხანდახან მათი პოზიტიური თვისებები დესპოტიზმში გადადის. ისინი არაფრად არ აგდებენ გარშემომყოფთა აზრს. იმისათვის რომ გაიმართლონ თავი, მერწყულები სირცხვილად არ თვლიან სხვას გადააბრალონ.
ტყუპები
მესამე ადგილი ყველაზე გაუთვალისწინებელმა ნიშანმა - ტყუპებმა დაიკავეს. ისინი გზას, თბილი მეგობრული ურთიერთობიდან სიცივემდე წამში გადიან. ხელს გამოგიწვდიან თუ ფეხს დაგიდებენ - ესეც არ იციან დანამდვილებით. მათთან ყოველთვის ფხიზლად უნდა იყო და საკუთარი სუსტი წერტილები დაიცვა. თორემ, თუ გაიგეს ამის შესახებ, აუცილებლად იქ დაგარტყამენ.
ვერძი
მეორე ადგილი ვერძებს ერგოთ. მათ შეუძლიათ წამში გაწყვიტონ ურთიერთობები, რომლებიც ათწლეული გრძელდებოდა. ისინი ცხოვრობენ წესებით, რომელიც ორი პუნქტისგან შედგება. პირველი: ვერძი ყოველთვის მართალია. მეორე: თუ ვერძი არ არის მართალი - ნახე პუნქტი პირველი. თუ თქვენს გარემოცვაში არიან ამ ნიშნის წარმომადგენლები, მოიკრიბეთ მოთმინება და მზად იყავით ყველაფერში აღიაროთ მათი სიმართლე.
მორიელი
რეიტინგის ლიდერები. მათ სასტიკი დამოკიდებულება გააჩნიათ სამყაროს მიმართ, სუპერ ეგო და შურისმაძიებელი ხასიათი აქვთ. გააჩნიათ კარგი ინტუიცია და გულწრფელად სჯერათ, რომ მათთვის არ არსებობს არაფერი შეუძლებელი. ვინც ხელს შეუშლით, მათთვის ყოველთვის შენახული აქვთ შხამის სოლიდური ულუფა. უკბენენ განსაკუთრებული სიამოვნებით და უკან მოუხედავად გააგრძელებენ გზას.
თემები: ურთიერთობა, ქალები, რჩევები, ჰოროსკოპი
<a href="https://mirkrasoty.life">https://mirkrasoty.life</a>