105 წლის იაპონელი ექიმის გამხელილი საიდუმლო - 5 ოქროს წესი, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
- 19.10.2017
ექიმი შიგაკი ხინოხარა, რომელმაც თანამედროვე იაპონური მედიცინის ავტორია და იაპონია დღეგრძელების ქვეყანად აქცია. ის თავადაც მისდევდა საკუთარ რეკომენდაციებს. მუშაობდა დღეში 18 საათი და სასიცოცხლის ბოლომდე მკურნალობდა პაციენტებს. 105 წლის ასაკში ხინოხარამ რჩევების მთელი რიგი დატოვა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებით.
1. ნაკლებად იფიქრეთ ჯანმრთელ კვებასა და ძილზე
„ყველას გვახსოვს, როგორ გვავიწყდებოდა ბავშვობაში ჭამისა და ძილის შესახებ მაშინ, როცა რამე გვაინტერესებდა. მე ვთვლი, რომ ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნთ ასეთი დამოკიდებულება ზრდასრულ ასაკშიც. ჯობია არ დაღალოთ სხეული ზედმეტი წესებით - როდის უნდა ისადილოთ, როდის დაიძინოთ და ა.შ.“
2. თუ გინდათ დიდხანს იცხოვროთ, მოიშორეთ ზედმეტი წონა
„საუზმეზე მე ვსვამ ყავას, 1 ჭიქა რძეს და ფორთოხლის წვენს, რომელშიც გაზავებულია 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა არტერიებისთვის და უზრუნველყოფს ჯანმრთელ კანს. სადილზე რძესა და ორცხობილას მივირთმევ - ან არაფერს, თუ ძალიან დაკავებული ვარ. არასოდეს არ განვიცდი შიმშილის გრძნობას, რადგან სამუშაოს ვუძღვნი თავს. ვახშამზე - ბოსტნეული, ცოტაოდენი თევზი ბრინჯით, და კვირაში 2-ჯერ - 100 გ უცხიმო ხორცი“.
3. არ უნდა ენდოთ ბრმად ექიმის დანიშნულებას
„რდესაც ექიმი გირჩევთ ჩააბაროთ ანალიზი ან გაიკეთოთ ოპერაცია, ჰკითხეთ მას, ურჩევდა თუ არა იგივე პროცედურას თავის მეუღლეს და შვილებს. განსხვავებული აზრის მიუხედავად, ექიმებს არ შეუძლიათ ყველა განკურნონ. მაშინ რატომ უნდა აწვალონ ადამიანი ზედმეტად ოპერაციებით? მე ვთვლი, რომ მუსიკა და ცხოველები თერაპიული თვალსაზრისით უფრო მეტად ეხმარებიან ადამიანმებს, ვიდრე ექიმების უმეტესობას ეჩვენება“.
4. იმისათვის რომ გაუმკლავდეთ ტკივილს, გაერთეთ
„ტკივილი - ეს გამოცანაა, გართობა კი - საუკეთესო საშუალება, რომ დაივიწყო ის. თუ ბავშვს კბილი სტკივა და თქვენ იწყებთ მასთან თამაშს, მას მაშინვე ავიწყდება ტკივილის შესახებ. საავადმყოფოებმა უნდა დააკმაყოფილონ პაციენტების საბაზო მოთხოვნილება: ყველას გართობა უნდა. წმ. ლუკას საავადმყოფოში ჩვენ გვაქვს მუსიკალური თერაპია, არტ-თერაპია და გვყავს ცხოველებიც“.
5. ყოველთვის ადით კიბეებზე და თვითონ ატარეთ საკუთარი ტვირთი
„მე ავდივარ კიბეებზე ერთი საფეხურის გამოტოვებით, რათა ავამუშავო კუნთები“.
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები
<a href="http://clubnk.ru">http://clubnk.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია