ვიტამინების დანამატი სწორ კვებას ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა თუ მრავალფეროვანი დიეტის დაცვა გიჭირს, შეგიძლია ის დამხმარე ძალად გამოიყენო. ამასთანავე, არსებობს ერთი ყოველდღიური დანამატი, რომელიც აუცილებლად კონტრაცეპტივების შეწყვეტის დღიდანვე უნდა მიიღო და სანამ 12 თვის ორსული არ გახდები, არ შეწყვიტო. ეს დანამატი ფოლიუმის მჟავა, იგივე B ვიტამინია. საქმე იმაშია, რომ ის შენ მომავალ პატარას ხერხემლის ნაპრალის (spina bifida) და ნერვული მილის (მედულარული მილი) თანდაყოლილი დეფექტებისგან იცავს.
ექიმები აცხადებენ, რომ ფოლიუმის მჟავას დღიური დოზა 400 მიკროგრამია. თუ ვიტამინების ისეთ კომპლექსს სვამ, რომელიც 400 მიკროგრამ B ვიტამინს შეიცავს, მაშინ მისი ცალკე მიღება აღარ გჭირდება. ამიტომაც, მულტივიტამინების შეძენისას, ფარმაცევტთან გადაამოწმე, შეიცავს თუ არა ის ფოლიუმის მჟავას.
არსებობს შემთხვევები, როდესაც B ვიტამინის მიღება ყოველღიურად უფრო დიდი დოზითაა საჭირო (5 მიკროგრამი):
- თუ წინა ორსულობისას ჩვილს ნერვული მილის დეფექტი — ხერხემლის ნაპრალი ჰქონდა
- თუ ეს დეფექტი შენ ან შენი პარტნიორის რომელიმე უშუალო ნათესავს ჰქონდა
- თუ ეპილეფსიის საწინააღმდეგო წამლებს იღებ
- თუ ცელიაკია გაქვს (იგივე „პურის დაავადება“ — ავტოიმუნური კონდიცია, რომელიც გლუტენის დაავადებითაა გამოწვეული: ამ დროს ორგანიზმი პურის და ნახშირწყლების მონელებას ვერ ახერხებს)
- თუ ჰერიკის ანემია გაქვს (ნამგლისებრი-უჯრედოვანი ანემია)
- თუ თალასემია გაქვს (სისხლის დაავადება)
- თუ შენი სხეულის მასის ინდექსი (BMI) 30-ზე მაღალია. სხეულის მასის ინდექსის გამოთვლა ამ ბმულზე შეგიძლია (30-ზე მაღალი მაჩვენებელი ჭარბწონიანობას აღნიშნავს)
- თუ დიაბეტი გაქვს
გაითვალისწინე, რომ ფოლიუმის მჟავას 5-მიკროგრამიანი დოზის შესაძენად რეცეპტი დაგჭირდება, ამიტომ, თუ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები გაწუხებს, ექიმს მიმართე.
ასევე, ფოლიუმის მჟავასთან ერთად, უპირატესობა ისეთ საკვებს მიანიჭე, რომლებიც დიდი რაოდენობით ბუნებრივ B ვიტამინს, იგივე ფოლატს შეიცავს. ფოლატით მდიდარია: მუქი მწვანე ფოთლიანი ბოსტნეული — ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო; ციტრუსოვანი ხილი; თხილის ნაირსახეობები; ყავისფერი ბრინჯი; ფორტიფიცირებული (მიკროელემენტებით გამდიდრებული) პური და ფორტიფიცირებული საუზმის ბურღულეული.
შესაძლებელია, B ვიტამინთან ერთად, 10 მიკროგრამი D ვიტამინიც მიიღო. მისი ნაკლებობა ზოგიერთ ქალში კანის ფერის მიხედვით დგინდება და განსაკუთრებით ინგლისის მოსახლეობაშია გავრცელებული. თუ ორსულებისთვის განკუთვნილ მულტივიტამინებს იღებ, ის, შესაძლოა, D ვიტამინს უკვე შეიცავს, ასე რომ, შემადგენლობას კარგად გადახედე.
გახსოვდეს: ვიტამინები კანფეტები არ არის! ზოგიერთი დანამატი, რომელიც ურეცეპტოდ გაიცემა, საკმაოდ დიდი დოზებისგან შედგება, რაც ნაყოფის განვითარებას საფრთხეს უქმნის. ამიტომაც, სანამ მათ მიღებას გადაწყვიტავ, ჯერ პირად ექიმს გაესაუბრე.
თემები: ორსულობა, ორსულობისთვის მზადება, ვიტამინების დამანატი, ვიტამინები, ვიტამინები პრე-ორსულობის პერიოდისთვის, ვიტამინები ორსულობისთვის მზადებისას
წყარო: <a href="http://www.babycentre.co.uk/a3558/fertility-diet-for-women">babycentre</a>