LIFE

მხიარული ადამიანები უფრო ინტელექტუალურები არიან - ახალი კვლევის შედეგი

მხიარული ადამიანები უფრო ინტელექტუალურები არიან - ახალი კვლევის შედეგი

ახალი კვლევის თანახმად, იუმორსა და ინტელექტს შორის დიდი კავშირია. ავსტრიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით,ადამიანს, რომელსაც შეუძლია ისიამოვნოს და გარშემომყოფებიც გაამხიარულოს იუმორით, არის მხიარული აქვს დანარჩენებზე უფრო მაღალი IQ, არის სხვებზე უფრო ინტელექტუალური.

კვლევა აჩვენებს, რომ მაღალი შემეცნებითი უნარი ხელს უწყობს ადამიანს ჰქონდეს უფრო დახვეწილი იუმორი. ამასთან, იუმორის გრძნობის მქონე ადამიანებს აქვთ მაღალი ვერბალური და ასევე არავერბალური ინტელექტი და ავლენენ აგრესიის ძალიან დაბალ ხარისხს.

მხიარული ადამიანები არა მხოლოდ ჭკვიანები არიან, ამასთანავე ისინი სასიამოვნო გარემოს ქმნიან და ისინი სხვებისთვის ნებისმიერ საკითხში სასიამოვნო და სასურველი პარტნიორები არიან.

ფსიქოლოგები გამოყოფენ ორი ტიპის იუმორს - ესენია პოზიტიური იუმორი და ნეგატიური იუმორი. პოზიტიურ იუმორს ადამიანები იყენებენ იმისთვის, რომ ურთიერთობები გახადონ უფრო მყარი და იუმორის საშუალებით დაძლიონ კონფლიქტები. ამ ადამიანების მსოფლმხედველობაა იუმორის საშუალებით დაძლიონ ყველა დაბრკოლება.

რაც შეეხება ნეგატიურ იუმორს, ეს არის სარკაზმი. ასეთი იუმორის მქონე ადამიანების მიმართ საზოგადოება ხშირად აგრესიას ავლენს.

მხიარული ადამიანები უფრო ინტელექტუალურები არიან - ახალი კვლევის შედეგი

მხიარული ადამიანები მხოლოდ სხვებს კი არ აცინებენ, არამედ საკუთარ თავსაც აყენებენ მხიარულ განწყობაზე. შედეგად, იზრდება დოფამინის დონე. დოფამინი მხოლოდ ჩვენს განწყობაზე კი არ მოქმედებს დადებითად, არამედ ის ტვინს აძლევს უკეთეს უნარს, რომ ვისწავლოთ უფრო მარტივად.

რამდენიმე კვლევა აჩვენებს იუმორის გამოყენება სწავლების დროს უფრო ეფექტურია. გაკვეთილი, რომელიც გაჯერებულია იუმორით უფრო სასიამოვნოა სტუდენტებისთვის და მათთვის უფრო მარტივია ათვისება.



<a href="https://www.weforum.org">https://www.weforum.org</a>