სილამაზე

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

ბევრი ქალი ოცნებობს ლამაზ, ხარისხიან და გრძელ თმაზე, თუმცა ამის მიღწევა ზოგისთვის ძალიან რთულია. თმის ზრდის პროცესი არც ისე მარტივია, ის ნელა იზრდება და ზრდის პროცესში ბოლოები იყოფა და ფუჭდება. ადამიანები უამრავ საშუალებას იყენებენ თმის სწრაფად გაზრდისთვის, თუმცა ავიწყდებათ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაშიც სწორი კვებაა.

მართალია, როცა ამბობენ, რომ ჯანსაღი თმა ზოგადად ორგანიზმის ჯანმრთელობის ნიშანია. ჯანმრთელი ორგანიზმი და ჯანსაღმი თმა არის სწორი კვების შედეგი.

რა ვიტამინები, მინერალები და პროტეინებია აუცილებელი თმის სწრაფად ზრდისთვის?

1. A ვიტამინი

2. ბიოტინი, ან B71 ვიტამინი

3. B12 ვიტამინი

4. C ვიტამინი

5. E ვიტამინი

6. ფოლიუმის მჟავა

7. ნიაცინი, ან ვიტამინი B3

8. რკინა

9. თუთია

10. მაგნეზიუმი

11. პრენატალური ვიტამინები

12. პროტეინები

13. ომეგა 3

14. ვიტამინების დამატებები

1. A ვიტამინი - განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს სწორედ ეს ვიტამინი ასრულებს. ის თმას ჰმატებს ბრწყინვალებს. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ატენიანებენ თმას. A ვიტამინი ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას და თმას მოცულობას ჰმატებს. A ვიტამინით მდიდარი საკვებია: ტკბილი კარტოფილი, სტაფილო, ღვიძლი, კვერცხის გული, რძე, ისპანახი, გარგრის ჩირი, მანგო.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

2. ბიოტინი (ვიტამინი B71) – ის ეხმარება თმას რომ უფრო სწრაფად გაიზარდოს, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას. ბიოტინით მდიდარი საკვებია: სოკო, ავოკადო, კვერცხი, ორაგული. მიწის თხილის კარაქი, საფუარი, ყვავილოვანი კომბოსტო, ჟოლო, ბანანი, კაკალი, ნუში.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

3. B12 ვიტამინი - ის აუცილებელია ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად. B12-ის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ნელი ზრდა. ის ასევე ხელს უწყობს თმის ცვენას. ამ ვიტამინით მდიდარი საკვებია: კვერცხი, ყველი, რძე, იოგურტი.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

4. C ვიტამინი - იმისთვის, რომ თმა გამომშრალი არ იყოს აუცილებელია ორგანიზმს ჰქონდეს საჭირო რაოდენობის C ვიტამინი. ის ასევე ხელს უწყობს თმას სწრაფად გაიზარდოს და ჰქონდეს უფრო დიდი მოცულობა. C ვიტამინით მდიდარი საკვებია: ლიმონი, მანდარინი, გრეიფრუტი, გუავა.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

5. E ვიტამინი - ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელსაც აქვს ქსოვილის აღმდგენი თვისება, რაც აუცილებელია თმის ზრდისთვის. ის იცავს თმას გამოშრობისგან და ატენიანებს მას. E ვიტამინით მდიდარი საკვებია: ნუში, თევზი, კაკალი, ისპანახი, მზესუმზურის მარცვლები.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

6. ფოლიუმის მჟავა - ფოლიუმის მჟავას შეუძლია თქვენს თმას გაუზარდოს მოცულობა და შემატოს ბრწყინვალება.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

7. ნიაცინი - ეს კიდევ ერთი ვიტამინია B ჯგუფის ვიტამინებიდან. ის ჰმატებს თმას ბზინვარებას. ნიაცინით(B3 ვიტამინი) მდიდარი საკვებია: ქათმის გულმ-კერდი, თინუსი, ავოკადო, სოკო, ინდაურის ხორცი.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

8. რკინა - ეს მინერალი ხელს უწყობს თმას იყოს უფრო ჯანსაღი და ძლიერი, არ იყოს გამომშრალი. რკინით მდიდარი საკვებია: წითელი ხორცი, შინაური ფრინველის ხორცი, კვერცხი, ისპანახი, ქიშმიში, ჩირი.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

9. თუთია - ორგანიზმში თუთიის ნაკლებობა დაკავშირებულია თმის ცვენასთან. თუთიით მდიდარი საკვებია: ხამანწკები, თხილი, კვერცხი, ბარდა, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

10. მაგნეზიუმი - სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ორგანიზმში მაგნეზიუმის დეფიციტი თმას ჯანსაღ იერს აკარგვინებს. მაგნეზიუმით მდიდარი საკვებია: თხილი, ორაგული, მარცვლეული, ბრინჯი.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

11. პრენატალური ვიტამინები - ეს არის ვიტამინების კომპლექტი, რომელსაც იღებენ ქალები ორსულობის პერიოდში. ის ჩვეულებრივი ვიტამინების ნაკრებია განსხვავება ისაა, რომ უფრო დიდი დოზით რკინასა და ფოლიუმის მჟავას შეიცავს. შესაბამისად, ვიტამინების ეს ნაკრები უფრო ეფექტურია თმის სწრაფად ზრდისთვის.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

12. პროტეინები - ეს არის ის, რაც ჯანსაღი თმისთვის აუცილებელია. პროტეინებით მდიდარი საკვებია: კვერცხი, ბარდა, რძე, ყველი, კომბოსტო, თევზი, ქათმის გულ-მკერდი, ბერძნული იოგურტი, ოსპი.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია

13. ომეგა 3 - ომეგა 3 შესანიშნავია დეპრესიის წინააღმდეგ, ხელს უწყობს გულის სიჯანსაღეს. სხვადასხვა დადებით ფუნქციებთან ერთად, მას თმის გაჯანსაღების უნარიც აქვს. ომეგა 3-ით მდიდარი საკვებია: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი, ხამანწკები, სარდინები.

13 ძირითადი ვიტამინი და მინერალი, რომელიც თმის სწრაფად ზრდისთვის აუცილებელია



<a href="http://www.stylecraze.com">http://www.stylecraze.com</a>