თბილისი მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნა და 30 ოქტომბერს დასრულდება. კვირეული 20-ზე მეტ ღონისძიებას მოიცავს. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ მასპინძლობს.
მეორე დღე/ 28.10
შაბათს 28 ოქტომბერს 11:30-ზე ღონისძიება – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე, რადისონის ბოლრუმში გაიმართა. სპიკერებად VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის და ISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარსდგნენ.
13:30-ზე კაფე „ლოლიტაში“ გაიმართა Musya’s Lips for TFW - მუსია ქებურიას პერსონალური გამოფენა.
28 ოქტომბერს მულტიფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ ჩატარდა : ქეთი ჩხიკვაძის, Zlatotsveta Petrova-ს, Tsite by TAMARA TSITELADZE, Sayya, ატელიე 27-ს ჩვენებები.
ასევე Ethere Accessoire პრეზენტაცია - რადისონის Oxygen bar-ში და Absolut After Party - რადისონის Surface Bar-ში.
თემები:
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია