ჯანმრთელობა

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ვარჯიში არ დაგეზაროთ და მას რეგულარული სახე მისცეთ?

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ვარჯიში არ დაგეზაროთ და მას რეგულარული სახე მისცეთ?

ივარჯიშო რეგულარულად, არ დაგეზაროს, არ გამოტოვო არც ერთი დღე, ეს ადამიანების დიდი ნაწილისთვის ნამდვილი გამოწვევაა.

ახალი კვლევის თანახმად, თუ სპორტდარბზში მარტო არ დადიხართ და გყავთ სპორტდარბაზის პარტნიორი, ეს თქვენს მოტივაციას ამაღლებს და აღარ გეზარებათ სავარჯიშოდ წასვლა. შედეგად, სავარჯიშო დარბაზში რეგულარულად დადიხართ.

ხოლო მათთვის, ვინც მარტო ვარჯიშობს, რთულია ვარჯიშს რეგულარული სახე მისცეს.

მკვლევარებმა კვლევაში ჩართული ადამიანები ხუთ ჯგუფად დაყვეს. თითოეული ჯგუფის წევრს დაევალა, რომ რეგულარულად ევარჯიშათ, ხოლო მათი მოტივატორი სპეციალური სასაჩუქრე ბარათი იყო. ჯგუფების წევრები ცალ-ცალკე ვარჯიშობდნენ, გამონაკლისი იყო მხოლოდ ერთი ჯგუფი, რომლის წევრებსაც წყვილად უნდა ევარჯიშათ.

საუკეთესო შედეგი სწორედ ამ ჯგუფის წევრებმა აჩვენეს. კვლევის თანახმად, მათ არც ერთი ვარჯიში არ გაუცდენიათ და დავალებას რეგულარულად ასრულებდნენ, განსხვავებით სხვა ჯგუფების წევრებისგან.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ვარჯიში არ დაგეზაროთ და მას რეგულარული სახე მისცეთ?

აღსანიშნავია, რომ როგორც მკვლევარებმა აღმოაჩინეს, იმ ადამიანებმა, რომლებიც წყვილად ვარჯიშობდნენ, ვარჯიში გააგრძელეს კვლევის დასრულების შემდეგაც.

ეს ძალიან საინტერესო კვლევა და შედეგია, რადგანაც რეგურალურ ვარჯიშს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ იყოთ ფიზიკურად, ფსიქიკურად და ემოციურად ჯანსაღები.

ასე რომ, იპოვეთ ადამიანი, რომელიც სავარჯიშო დარბაზში თქვენთან ერთად ივლის. შეუთანხმეთ განრიგი ერთმანეთს და გახდით პარტნიორები. აღმოაჩენთ, რომ ასე უფრო გაგიმარტივდებათ სპორტდარბაზში წასვლა და არ დაგეზარებათ ვარჯიში.



<a href="https://www.thriveglobal.com">https://www.thriveglobal.com</a>