ჯანმრთელობა

ნაშირწყლები არ ასუქებს

ნაშირწყლები არ ასუქებს

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები ნახშირწყლების მიღებას ერიდებოდნენ, თუმცა კვლევების მიერ დამტკიცდა, რომ ნახშირწყლები არ ასუქებს.

ნახშირწყლები ცნობილია, როგორც მდგრადი სახამებლები. ისინი ბუნებრივი სახით არსებობენ ნახშირწყლებით მდიდარ ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ლობიო და სხვა პარკოსნები, მთლიანად მარცვლეული კულტურა, ბრინჯი და კარტოფილი.

ფრანგი ექიმის, პიერ დიუკანის წიგნი „დიუკანის დიეტა", რომელიც ასე პოპულარულია საფრანგეთსა და ბრიტანეთში, საწყის ეტაპზე ნახშირწყლების მცირე რაოდენობით მიღებას გვირჩევს. ამ მოსაზრების გავრცელებას, რომელსაც, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ დიუკანის წიგნში არ ვხვდებით, ხელი შეუწყო ნახშირწყლების ცუდმა რეპუტაციამ.

მაგრამ, ბრიტანული დიეტოლოგიის ასოციაციის კონსულტანტ-დიეტოლოგი რებეკა მაქმანამონი ამბობს, რომ საკვებით დიეტური ნახშირწყლების მიღება მნიშვნელოვანია და მისი მთლიანად ამოღება კვების რაციონიდან საფრთხის შემცველია. იგი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ნახშირწყლების რადიკალურად შემცირებისგან.

„ამ შემთხვევაში წონაში მალე დაიკლებ, თუმცა სიცოცხლისუნარიანობას დაკარგავ, - აცხადებს მაქმანამონი. - ნახშირწყლები არ ასუქებს. ის ბოჭკოვანი ნივთიერებები კი, რასაც ნახშირწყლების მეშვეობით იღებს ჩვენი ორგანიზმი, ძალიან სასარგებლოა".

ნაშირწყლები არ ასუქებს

მაქმანამონის თქმით, ადამიანები მაშინ ცდებიან, როდესაც არასწორი რაოდენობის საკვებს იღებენ.

„ხანდახან იმაზე მეტს ვჭამთ, ვიდრე გვჭირდება. მსგავს პრობლემებს განსაკუთრებით რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები გვიქმნიან", - განმარტავს იგი.

მიზეზი, რის გამოც ნახშირწყლებს მდგრად სახამებლებს ვუწოდებთ, არის ის, რომ ისინი საკვების მონელების პროცესს ართულებენ და სხვა ნივთიერებებისგან განსხვავებით, ჩვენი ორგანიზმიდან სხვაგვარად გამოდიან.

მათი შემცველია ნახევრად მწიფე ბანანი, ზოგიერთი მცენარის თესლი და ყავისფერი ბრინჯის ფქვილი.

დიეტოლოგი სიენ პორტერი ამბობს, რომ ნახშირწყლები ძალიან ფართო ჯგუფს მიეკუთვნებიან და ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ყველა ერთნაირი არ არის.

მისი თქმით, „კვებისა და დიეტის რეჟიმში ნახშირწყლების ტიპისა და რაოდენობის განსაზღვრაა მნიშვნელოვანი".

მიუხედავად იმისა, რომ დიეტისას რადიკალურად ვამცირებთ შაქრის რაოდენობას, არ ვამცირებთ მდგრად დიეტურ ნახშირწყლებს. მეტიც, შეგვიძლია ამაზე დავაფუძნოთ კიდეც ჩვენი დიეტა. რატომ? იმიტომ, რომ მდგრად დიეტურ ნახშირწყლებში, მთელი რიგი მარცვლეულის ჩამონათვალში, დიდი რაოდენობით ბოჭკოებია, რომლებიც დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ნაშირწყლები არ ასუქებს

ეროვნული ჯანმრთელობის მომსახურების სააგენტოს მიხედვით, „ჩვენი ყოველდღიური კალორიების ნახევარი ხილისა და ბოსტნეულისგან უნდა მივიღოთ“.

ზოგიერთ საკვებში მდგრადი სახამებლის რაოდენობა იზრდება, როცა ვაცივებთ მას - იქნება ეს მაკარონი, კარტოფილი თუ თეთრი ბრინჯი.

ნიუ-იორკის სკიდმორის კოლეჯის პროფესორმა და ექსპერტმა ჯანმრთელობისა და ფიტნესის საკითხებში, პოლ არსიერომ, ჩაატარა კვლევა მდგრადი ნახშირწყლების წარმოების შესახებ და კვლევის შედეგებით დადასტურდა, რომ დიაბეტის მეორე ტიპის მქონე ადამიანების ჯანმრთელობისთვის ნახშირწყლები სასარგებლოა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ნახშირწყლებით გაჯერებულ საჭმელს მივირთმევთ, უჩვეულო ენერგიას ვგრძნობთ და ჩვენს ორგანიზმში დიდი რაოდენობით ცხიმები იწვება.

„თუ მდგრადი ნახშირწყლების შემცველ საკვებს მივიღებთ მოხარშულ კვერცხთან, ან რძის ცილებთან თუ ბარდის ცილებთან ერთად, საკმაოდ ძლიერ კომბინაციას მივიღებთ".

მდგრადი ნახშირწყლები გვანაყრებს, გვმატებს ენერგიას და ტვინს ანტიდეპრესიულ სიგნალს აძლევს.

მარცვლოვანი კულტურა მათ დიდი რაოდენობით შეიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მდიდარია ბოჭკოვანი ნივთიერებებითაც. აღნიშნული ამცირებს გულის დაავადებათა და კუჭნაწლავის კიბოს რისკებს. მარცვლოვნები მდიდარია B ვიტამინითაც, გამოირჩევა რკინისა და კალიუმის შემცველობით.

კვების სპეციალისტი ლიბი ლიმონი აცხადებს: „ზოგ ადამიანს მარცვლოვანი პროდუქტებით კვება არანაირ პრობლემას არ უქმნის. ეს კუჭის მონელების სისტემაზეა დამოკიდებული, რაც თავისთავად ინდივიდუალურია. ასევე, გააჩნია იმუნურ სისტემას და სისხლში შაქრის შემცველობას".

მიირთვი „წონის პრობლემების მომგვარებელი“ საკვები და იყავი ფორმაში!

ნაშირწყლები არ ასუქებს



წყარო:&nbsp;<a href="http://www.msn.com/en-sg/foodanddrink/foodnews/certain-carbohydrates-do-not-make-you-gain-weight-research-says/ar-BBw0MVJ?ocid=spartandhp">www.msn.com</a>