ჯანმრთელობა

რა არის დუკანის დიეტა?

რა არის დუკანის დიეტა?

თუ წონაში დაკლება დიეტით გსურს, უპირველესად, მასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი უნდა დააზუსტო. მსოფლიოს ჯანმრთელობისა და კვების სპეციალისტები დიუკანის დიეტას ანიჭებენ უპირატესობას.

რა არის დიუკანის დიეტა? რა გამოარჩევს მას სხვა, ასევე ცნობილი დიეტებისგან, რატომ უწევენ მას რეკომენდაციას კვების ექსპერტები და დიეტოლოგები?

მოდი, ვნახოთ!

ისტორია

დიუკანის დიეტა, იგივე „ფრანგული მედიცინის გადაწყვეტილება მუდმივი წონის კლების შესახებ", ადამიანებს სწორი კვებისთვის აუცილებელ მიმართულებებს აძლევს. დიუკანის დიეტის დაწყებისას, კვების რაციონის შედგენა 72 სახეობის საკვებიდან გვიწევს. მაქსიმალურად თავს ვარიდებთ ნახშირწყლებს, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პროდუქტის საშუალებით ვიღებთ მათ, ისინი ჩვენს ზედმეტ კილოგრამებს კვებავენ და მეტიც, სტაბილურობასაც უნარჩუნებენ.

პიერ დიუკანის გეგმა, მეტი რაოდენობით ცილებისა და ნაკლები რაოდენობით ნახშირწყლების მიღების შესახებ, პირველად 2000 წელს, საფრანგეთში გამოქვეყნდა.

2010 წლამდე იგი ნაკლებად ცნობილი იყო, თუმცა ამ დროისთვის დიუკანის დიეტა გავრცელდა ბრიტანეთშიც და დღემდე ცნობილია, როგორც ეფექტიანი და შეუცვლელი დიეტა. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო ახალი, თავისუფალი სიტყვა ამ სფეროში, დიუკანმა მაინც შეძლო და ამოავსო სიცარიელეები დიეტების სფეროში იმ პატარა სასწაულებით, რომლებიც აღნიშნული დიეტის მიმდევართათვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი.

არაერთი ფაქტია ცნობილი, თუ როგორ დაიკლეს საგრძნობლად წონაში ადამიანებმა დიუკანის დიეტის წყალობით. მაგალითად, კეიტ მიდლტონის, ბრიტანეთის პრინცის, უილიამის მეუღლის შესახებ ბრიტანული პრესა წერდა, რომ სწორედ დიუკანის დიეტის წყალობით შეძლო მან ორი ზომით პატარა სადედოფლო კაბის ჩაცმა თავის სამეფო ქორწილში.

პიერ დიუკანმა თავისი სამედიცინო კარიერა ნევროლოგიის სპეციალობით დაიწყო. მაგრამ, როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც სასოწარკვეთილ მეგობარს კვების რაციონი შეუდგინა ცილის მაღალი შემცველობის მქონე საკვებით და შედეგიც იხილა, დიეტოლოგიის მიმართულებით განაგრძო თავისი მოღვაწეობა. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეგობრის შედეგმა, რომ მან თავისი დიეტის კვლევა და მის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო, რამაც საბოლოოდ დიდი სახელიც მოუხვეჭა.

დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, დიუკანის წიგნის რვა მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.

რა თქმა უნდა, დიუკანის გამოჩენას უხმაუროდ არ ჩაუვლია. მისი დიეტა ჯანმრთელობის ექსპერტთა კრიტიკის საგანი გახდა. ბევრი მათგანი ირწმუნებოდა კიდეც, რომ დიუკანის დიეტა დაუბალანსებელი ჭამის მოთხოვნილებას იწვევდა. ბოლო წლების განმავლობაში მომრავლებულმა ურთიერთგამომრიცხავმა ჩივილებმა დიუკანის ბრენდის ირგვლივ არასასურველი მითქმა-მოთქმაც გამოიწვია.

უშუალოდ დიეტა

დიუკანის დიეტა ძალიან ჰგავს კეტოგენურ დიეტებს, რომლებიც ნახშირწყლების ძალიან მცირე რაოდენობით მიღებას გულისხმობენ. ორივე მათგანი ხაზს უსვამს ცხიმებისა და ცილების მიღების აუცილებლობას და ასევე ორივე მათგანი უგულებელყოფს ნახშირწყლებს. ცხოველურ სახამებლებს ორგანიზმი იმ შემთხვევაში გარდაქმნის ენერგიის წყაროდ, თუ საკმარისი მარაგი აქვს. კეტოგენური დიეტებიც, არსებითად, ორგანიზმს აიძულებენ, ენერგიის დახარჯვისას, ნახშირწყლების ნაცვლად, ცხიმები დაწვას. აღნიშნულს ხშირად წონაში კლების სასურველი შედეგი მოაქვს, თუმცა ორგანიზმში დიდი რაოდენობით ორგანული ნაერთები შესაძლოა, სხვადასხვა პრობლემის გამომწვევი გახდეს, მაგალითად, ცხიმების პათოლოგიური ცვლისა და დიაბეტის.

გთავაზობთ ოთხ ფაზას dukandiet.co.uk-დან , რომელიც დიეტას მოკლედ მიმოიხილავს:

1. თავდასხმის ფაზა

რა არის დუკანის დიეტა?

პირველი ეტაპი გრძელდება ხუთიდან ათ დღემდე და დაუყოვნებლივ იძლევა შედეგს. დიეტოლოგები 72 სახეობის საკვები პროდუქტიდან გვიდგენენ კვების რაციონს და არც ერთი მათგანი არ შეიცავს ნახშირწყლების უმნიშვნელო რაოდენობასაც კი.

2. „სამგზავრო" ფაზა

რა არის დუკანის დიეტა?

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სუფთა ცილის დღეები ჭარბობს, ნახშირწყლებიც ნელ-ნელა კვლავ ჩნდება ჩვენს ორგანიზმში წინასწარ დამტკიცებული 28 სახეობის ბოსტნეულის მეშვეობით. დიუკანი ამ ეტაპზე დარჩენას გვირჩევს, სანამ სასურველ მიზანს არ მივაღწევთ.

3. გაერთიანების ფაზა

რა არის დუკანის დიეტა?

აქამდე აკრძალული საკვები, როგორიცაა ხილი და რძის პროდუქტი, ნელ-ნელა ბრუნდება ჩვენი კვების რაციონში. ადამიანებს, რომლებიც იცავენ ამ დიეტას, გარანტირებული აქვთ კვირაში ორჯერ „საზეიმო კვების დღე". ამ დღეს მათ შეუძლიათ მიირთვან ყველაფერი, რაც უყვართ (თუმცა პატარა შეზღუდვები ამ დღეისთვისაც რჩება).

4. სტაბილური ფაზა

რა არის დუკანის დიეტა?

თუ წონაში მომატების გარეშე ვერ შეძლებ ნახშირწყლების მიღებას, სრული უფლება გეძლევა, ამ ფაზაში დაივიწყო „ცხოვრების წესები".



წყარო:&nbsp;<a href="http://www.bbcgoodfood.com/howto/guide/what-dukan-diet">www.bbcgoodfood.com</a>