LIFE

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ცხოვრებაში არასწორ გზაზე დგახართ? –ზოგჯერ რთულია განსაზღვრა რომელი გზაა სწორი და რომელი არასწორი.

საბედნიეროდ, სამყარო ადამიანს უგზავნის ნიშნებს იმისას, რომ ის ცხოვრების მისთვის შესაფერ გზაზე არ დგას და საჭიროა, რაღაც შეცვალოს, რაღაც ახალი სცადოს.

გთავაზობთ 10 გამაფრთხილებელ ნიშანს სამყაროსგან:

1. ჯანმრთელობის პრობლემები - თუ აღმოაჩინეთ, რომ იმ დროს, როცა ცხოვრებით უნდა ტკბებოდეთ და ბედნიერი იყოთ, ავად ხართ და თავის ტკივილი გაწუხებთ, შენიშნეთ, რომ თქვენი იმუნური სისტემა დასუსტდა, ჰკითხეთ საკუთარ თავს ამის მიზეზი. დიდი ალბათობით, ყოველივე თქვენი ცხოვრების წესს უკავშირდება, მაგ: დატვირთულ სამუშაო გრაფიკს. ყველაფერი გააკეთეთ გამოსასწორებლად სანამ გვიან არ არის. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

2. უხეში ადამიანები გარემო - თუ გარშემომყოფები სათანადოდ ვერ გაფასებენ, მუდამ გაკრიტიკებენ, ჰკითხეთ საკუთარ თავს - ასე რატომ ხდება და რატომ ხართ მსგავსი საზოგადოების გარემოცვაში? შესაძლოა, ისეთ გარემოში ხართ, სადაც თქვენი ადგილი არაა. ამიტომ, სასწრაფოდ რამე უნდა შეცვალოთ. 

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

3. ადამიანები თავს გარიდებენ - თუ ადამიანებს არ სურთ თქვენ გვერდით ყოფნა, იფიქრეთ, რატომ ხდება ასე, რა შეიძლება იყოს ყოველივეს გამომწვევი მიზეზი? ხომ არ გახდით ისეთი ადამიანი, ვის გვერდით ყოფნაც სხვებისთვის გამაღიზიანებელია? სხვების დადანაშაულების ნაცვლად, ამ შემთხვევაში, მიზეზი საკუთარ თავში ეძებეთ და ეცადეთ, გახდეთ უკეთესი.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

4. დაზიანებები - თუ მოუხერხებელი ხართ და გამუდმებით იზიანებთ სხეულს მაგ: მუხლს, იდაყვს, სცადეთ შეიცვალოთ. რაღაცას არასწორად აკეთებთ.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

5. მუდამ გაღიზიანებული და უჩვეულოდ ბრაზიანი ხართ - თუ შენიშნეთ, რომ ხასიათი შეგეცვალათ, მუდამ გაღიზიანებული ხართ და საშინლად ბრაზიანი გახდით, ეს ნიშნავს, რომ არასწორ გზას ადგახართ. ისეთ რამეს აკეთებთ, რაც გაღიზიანებთ. ეს შესანიშნავი სიგნალია და ნიშანი იმისა, რომ ცხოვრება უნდა შეცვალოთ.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

6. ფინანსური კრიზისი - თუ ბოლო პერიოდში მუდამ ფინანსურ კრიზისში ხართ, გადასახადების გადახდას თავს ვეღარ ართმევთ, ეს ნიშნავს, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და განსხვავებულ ქმედებებზე გადასვლაა საჭირო.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

7. გაწუხებთ შფოთვა - როცა ცხოვრებაში რაღაც ნორმაში არ არის, როცა რაღაც გვაწუხებს, გვტანჯავს შფოთვა. ეს ნიშანია იმისა, რომ რაღაც უნდა შეცვალოთ. მოუსმინეთ შინაგან ხმას და ენდეთ ინტუიციას, ის არასოდეს მოგატყუებთ.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

8. ხშირად ჩხუბობთ საყვარელ ადამიანთან - ჰკითხეთ საკუთარ თავს, ასე რატომ იქცევით? რა მოხდა თქვენ ორს შორის და რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის, როგორ შეგიძლიათ პრობლემის მოგვარება?

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

9. გაწუხებთ გრძნობა, რომ რაღაც განსხვავებული გჭირდებათ - თუ გაქვთ ძლიერი სურვილი იმისა, რომ ცხოვრება შეცვალოთ, განიხილეთ - რატომ გსურთ ასე მოქცევა? ამის შემდეგ კი დასახეთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორიც თქვენ შეგესაბამებათ და თქვენთვის მტანჯველი არ იქნება.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ

10. მოულოდნელი გამოწვევები - ცხოვრება ბრძოლაა და ეს ყველამ ვიცით, მაგრამ თუ აღმოაჩინეთ, რომ მუდამ ბრძოლაში ხართ და თან ხშირად გიწვეთ ისეთ გამოწვევებში ჩართვა, რომლებსაც საერთოდ არ ელოდით, რომლისთვისაც მზად არ ხართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს - ასე იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ? რა თქმა უნდა, გამოწვევები კარგია, მაგრამ ისეთი გამოწვევბი უნდა მიიღოთ რომელშიც კომპეტენტური და შესაბამისად კონკურენტული იქნებით.

10 გამაფრთხილებელი ნიშანი სამყაროსგან იმის შესახებ, რომ ცხოვრების არასწორ გზაზე დგახართ



<a href="http://ewao.com/">http://ewao.com/</a>