შავი შოკოლადი და წითელი ღვინო დაბერების პროცესს აფერხებს - ახალი კვლევის შედეგი
- 11.11.2017
ახალი კვლევის თანახმად შავი შოკოლადი და წითელი ღვინო ადამიანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ყოველგვარი მეცნიერული დასკვნის გარეშეც, თუ დააკვირდებით, ორი ჭიქა ღვინის მირთმევას, შეუძლია თავი უფრო ახალგაზრდულად და სექსუალურად გაგრძნობინოთ, ხოლო შოკოლადის მირთმევის შედეგად თავს უფრო ბედნიერად გრძნობთ.
ასე რომ, სჯობს ზოგჯერ უარი თქვათ დიეტაზე და მიირთვათ შოკოლადი.
რაც შეეხება კვლევას, ბრაიტონის უნივერესიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ქიმიური ნაერთი წითელ ღვინოსა და შავ შოკოლადში, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს ადამიანის დაბერების პროცესი და უფრო მეტიც, ხელი შეუწყოს მის გაახალგაზრდავებას.
ამ ახალი, მართლაც შესანიშნავი დასკვნის მქონე კვლევის თანახმად, წითელ ღვინოსა და შოკოლადს აქვს უნარი ადამიანს შეუნარჩუნოს ახალგაზრდული სული და აზროვნება. მკვლევარებმა შეისწავლეს ის, თუ რა გავლენას ახდენს აღმოჩენილი ნაერთი უჯრედებზე. შესაბამისი ცდის ჩატარების შედეგად გაირკვა, რომ უჯრედები იყოფა უფრო სწრაფად და უფრო სწრაფად წარმოიქმნება ახალი უჯრედები.
„როცა დავინახე თუ როგორ იყოფოდა უჯრედები, რომ გაცილებით სწრაფად ხდებოდა ეს ნაერთის ზემოქმედების შედეგად, თვალებს არ ვუჯერებდი, დაუჯერებელი იყო იმის დანახვა, თუ როგორი ახალგაზრდული იერი მიეცა მობერებულ უჯრედებს. ეს რაღაც მაგიას ჰგავდა. ექსპერიმენტი რამდენჯერმე გავიმეორე და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე შედეგი მივიღე“, - ამბობს მკვლევარი, პროფესორი ევა ლატორე.
თემები: თავის მოვლა, შოკოლადი, რჩევები, ღვინო
<a href="https://www.unilad.co.uk">https://www.unilad.co.uk</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია