LIFE

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში

1. ქეით აპტონი

წარმოიდგინეთ, ეს ის ქეთია, რომლესაც Plus-size მოდელად ვიცნობდით, მაგრამ ახლა ის უკვე გამოვიდა ამ კატეგორიიდან. მსახიობი, რომელსაც არასოდეს აკომპლექსებდა საკუთარი პუტკუნა ფორმები, სპორტის სიყვარულისა და სწორის კვების დაწყების შემდეგ კატასტროფულად გახდა, თანაც ისე, რომ ვეღარ იცნობთ.

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში

2. კიმ კარდაშიანი

ტელეშოუს ვარსკვლავი ხან ხდება, ხან სუქდება, რითაც უამრავ ჭორებს იწვევს საკუთარ თავზე. მაგრამ როგორც მისი ბოლო ფოტოებიდან ჩანს, ცნობილმა სახემ თავი ხელში აიყვანა და ვარჯიში დაიწყო. შეხედეთ მის მოხდენილ ფეხებსა და წვრილ წელს!

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში

3. ჯანეტ ჯექსონი

როგორც ცნობილია, 51 წლის მომღერალი ამა წლის იანვარში გახდა დედა. ფეხმძიმობის პერიოდში მან დაახლოებით 50 კგ მოიმატა. ცოტა ხნის წინ ჯანეტი პირველად გამოვიდა საზოგადოებაში ბავშვის გაჩენის შემდეგ ვიწრო ტყავის ქვედაბოლოთი და ნახევრადგამჭირვალე ბლუზით. ყველამ შეამჩნია, რომ მომღერალმა შეძლო ადრინდელ ფორმაში დაბრუნება და ზედმეტი კილოგრამების მოშორება.

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში

4. ქლოე კარდაშიანი

ქლოე შეიძლება შესანიშნავი მოტივატორი გახდეს მათთვის, ვინც დარწმუნებულია, რომ რეგულარული ვარჯიში და სწორი კვება (რაციონიდან შაქრისა და ნახშირწყლების სრული გამორიცხვა) იდეალურ ფიგურამდე მიგიყვანთ. კიმ კარდაშიანის უმცროსი და ნამდვილად სამაგალითოა.

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში

5. ჰეიდენ პანეტიერი

2014 წელს ამ ამერიკელმა მსახიობმა შვილის გაჩენის შემდეგ ზედმეტ კილოგრამებს ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა. და აი, როგორც იქნა, ფოტოების მიხედვით, მან გაიმარჯვა. წელს სერიალ „ნეშვილი“-ს ახალი სეზონი გამოვიდა, სადაც მსახიობი მთელ მსოფლიოს აჩვენებს თავის შესანიშნავ ფორმებს.

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში

6. სელენა გომესი

ინსტაგრამში ყველაზე პოპულარული ცნობადი სახე საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ აძლევს რომ წარსულის შეცდომები გაიმეოროს. თითქმის ყველას ახსოვს მისი არც ისე კარგი ფოტოები ვარდისფერ საცურაო კოსტიუმში, რომელიც მექსიკაში გადაიღო. სელენა წარმატებით აფორმებს კონტრაქტებს მოდურ სახლებთან (მათ შორის Puma, Coach) და შესანიშნავი ფიგურის დემონსტრირებას ახდენს.

ვარსკვლავები, რომლებმაც კატასტროფულად დაიკლეს წონაში