არც ერთი ურთიერთობა არ გრძელდება სამუდამოდ - 11 რამ რაც ცხოვრების შესახებ უნდა იცოდე
- 04.11.2016
ნეტავ ვინ არის ის ადამიანი, რომლის სილუეტსაც ფოტოზე შენ გვერდით ხედავ?
შესაძლოა, ძველი მეგობარია, შესაძლოა მეზობელი, ან იქნებ ვიღაც უცხო - ისეთივე, როგორიც მე ვარ შენთვის.
ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, იცოდე ის, რაც უნდა იცოდე:
11. არც ერთი ურთიერთობა არ გრძელდება სამუდამოდ
ზოგიერთი ადამიანი არ დარჩება შენს ცხოვრებაში სამუდამოდ. ზოგიც უბრალოდ იმიტომ ჩნდება, რომ რაღაც დაგიტოვოს - გაკვეთილი, რომელიც უნდა გესწავლა, მოგონება, რომელზეც მომავალში გაიცინებ. როცა დრო მოვა, გაუშვი და განაგრძე შენი ცხოვრებით ცხოვრება.
10. მეგობრობის გამოცდა
კარგი დამოკიდებულება და ნამდვილი მეგობრობაა, როცა ერთს შეუძლია გაუფრთხილდეს მეორეს, პრობლემურ ვითარებაში გვერდით დაუდგეს მას და არაფერი მოითხოვოს სანაცვლოდ. თუკი რთული პერიოდის შემდეგ ირგვლივ მიმოიხედავ და შენ გვერდით კვლავ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც მეგობრებად თვლიდი, ჩათვალე, რომ ისინი შენი ნამდვილი მეგობრები არიან.
9. სხვების ქმედება და სიტყვები ბოლომდე თვითგამოხატვის საშუალებაა
როდესაც გაბრაზებულ ან ნაწყენ ადამიანს უსმენ, შენ კი მისდამი სიკეთესა და პატივისცემას ინარჩუნებ, ამ შემთხვევაში შენში არსებული ძალის დემონსტრირებას ახდენ. როცა ადამიანს თავის მდგომარეობაზე აქცენტს არ უკეთებ და ამით ცდილობ, დაეხმარო მას წონასწორობის აღდგენაში, ეს მხოლოდ ჭკვიანური კი არა, კეთილი საქციელიცაა. ძენ ბუდიზმი გვასწავლის: „თუკი ადამიანმა საკუთარი თავი კუთხეში მოიმწყვდია, აცადე მას, თავი დააღწიოს ამ მდგომარეობას და შემდეგ ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი მომხდარა“. აუცილებლად თანაგრძნობით მოეკიდე მას და მშვიდი თანადგომით მიეცი საშუალება, საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინოს, რადგან შენი ახლობლის ასეთი მდგომარეობა ბუნებრივი არ არის, მისი გამომწვევი მიზეზი დიდი ტანჯვაა. ადამიანები, როგორც წესი, თავიანთ ფიქრებსა და გრძნობებზე რეაგირებენ და მათ რეაქციას ხშირად არაფერი აქვს საერთო შენთან.
8. ჟესტები ხშირად სიტყვებზე უფრო მეტყველია
ყურადღება მიაქციე გარშემომყოფთა უნებლიე ჟესტებს. თუ მათი დუმილი შენთვის გაუგებარია, გაცილებით რთული იქნება ამ ადამიანების სიტყვების გაგება.
7. ჯანსაღი ურთიერთობები ყოველთვის ღიაა
ჯანსაღი ურთიერთობების დროს ყველაფერი კარი და ფანჯარა გახსნილია და არავინ გრძნობს თავს ხაფანგში - ასეთ გარემოში ურთიერთობები საუკეთესოდ ყალიბდება. თუ ვინმეს შენთან ყოფნა სურს, ვერანაირი ღია სივრცე ვერ აიძულებს მას წასვლას. ასე რომ შემოუშვი სუფთა ჰაერი თქვენს ურთიერთობაში და გარწმუნებ, ის მეტხანს გაგრძელდება.
6. ქმედება კომუნიკაციის ყველაზე აქტიური ფორმაა
როდესაც შენს ნააზრევს ქმედებად აქცევ, სწორედ ეს არის კომუნიკაციის ყველაზე აქტიური ფორმა. გახსოვდეს, რომ ნათქვამსა და ქმედებას შორის დიდი განსხვავებაა. არის სიტუაციები, როცა გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობ, მთავარია, რას აკეთებ. გადაახარისხე ადამიანები მათი ქმედებების მიხედვით და ვერასოდეს მოგატყუებს ცარიელი სიტყვები.
5. ყველაფერს თავისი დრო აქვს
არსებობს დრო, როცა უნდა გაუშვა შენი ცხოვრებიდან ვიღაც და მისცე უფლება, თავად მართოს თავისი ბედი; არსებობს დრო, როცა უნდა უგულშემატკივრო მეგობრების გამარჯვებასა და წარმატებას ან დაეხმარო მათ თავიანთი თავის პოვნაში, როცა ყველაფერი მთავრდება.
4. თანაგრძნობა უკან გიბრუნდება
შვილი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლის და საკუთარ დაღლილობას არაფრად დაგიდევს; მეზობელი, რომელიც მეზობელს დახმარების ხელს უწვდის, თუნდაც საკუთარი საჭიროებების ხარჯზე; ვიღაც, ვინც უკანასკნელ თანხას ვიღაცას აჩუქებს, თუნდაც თავად კომუნალურ გადასახადებზე აკლდებოდეს. ალბათ არ გსმენია ამ უცნობი გმირების შესახებ, თუმცა გარწმუნებ, სამყარომ იცის მათი სახელები და ექცევა მათ შესაბამისად.
3. ურთიერთობები კი არ ქმნიან, არამედ აირეკლავენ ბედნიერებას
ბედნიერება შინაგანია. ურთიერთობები კი, მარტივად რომ ვთქვათ, სარკეა, რომელშიც ეს შეგრძნება ირეკლება. ურთიერთობები ბედნიერების გამოხატვასა და მისით ტკბობაში გვეხმარება. სწორედ ურთიერთობის დროს შეგვიძლია ჩვენი შეხედულებებისა და ფიქრების სხვისთვის გაცნობა. ურთიერთობაა სწორედ ის, რაც გასამხნევებლად გვჭირდება, როცა ცუდად ვართ და საკუთარი მნიშვნელოვანების შეგრძნებას გვიჩენს, როცა თავად შეგვიძლია დავეხმაროთ სხვას. და ასე ყოველთვის ჩვენი თავის ირგვლივ ვბრუნავთ. ბედნიერების ზეიმი კი ის არის, რომ გაუზიარო ვინმეს ბუნებრივად ეს ემოცია, რომელიც გულიდან მოდის - გაუზიარო მთელი გულწრფელობით.
2. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა, რასაც ცხოვრებაში დაგეგმავ, ის მოგზაურობა იქნება, რომლის დროსაც გზად ვინმეს შეხვდები
გაცილებით წარმატებით იმუშავებ ადამიანებთან ერთად, ვიდრე მათ წინააღმდეგ. გრძნობების გამოხატვა, იმის ხაზგასმა, რომ სხვათა იდეები მნიშვნელოვანი და ღირებულია, გრძელვადიანი, პოზიტიური შედეგის მომცემი იქნება შენთვისაც და შენი საყვარელი ადამიანისთვისაც.
1. დანამდვილებით არასოდეს იცი შენ ირგვლივ არსებული ადამიანების სატკივარი
შეიძლება მდგარხარ კიდეც ადამიანის გვერდით, რომელიც შინაგანად განადგურებული იყო და ვერც კი მიმხვდარხარ. ამიტომ ნურასოდეს გადაუწურავ ვინმეს იმედს; იქნებ სწორედ იმედია ერთადერთი რამ, რაც მას გააჩნია. და გახსოვდეს: სინათლის გავრცელების ორი გზა არსებობს სამყაროში: შენ შეგიძლია გახდე ვინმეს იმედის ნაპერწკალი ან სარკე, რომელიც აირეკლავს მას. იყავი ორივე, გამოიყენე ორივე შანსი, რომელიც გეძლევა.
თემები: მეგობრობა, ურთიერთობა, ცხოვრება, ბობ მარლი, ის რაც უნდა იცოდე
წყარო: <a href="http://www.stumbleupon.com/su/20Ny3C/www.marcandangel.com/2012/09/19/11-things-everyone-needs-you-to-know/?ref_src=fb">www.stumbleupon.com</a>