LIFE

“გალერია თბილისში” პირველი Dolby Atmos კინოთეატრი - Cavea Galleria Tbilisi გაიხსნება

“გალერია თბილისში” პირველი Dolby Atmos კინოთეატრი - Cavea Galleria Tbilisi გაიხსნება

30 ნოემბრიდან “გალერია თბილისში” პირველი Dolby Atmos კინოთეატრი Cavea
Galleria Tbilisi გაიხსნება,სადაც ყველა დეტალი მხოლოდ მაყურებელზეა
ორიენტირებული და ფილმის ყურების პროცესს მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.
Dolby Atmos-ს მსოფლიოში უახლესი ტექნოლოგიის საშუალებით,კინოდარბაზში,
ხმის 360 გრადუსით გადაადგილება შეუძლია.თითოეული ბგერა,იდეალურად სუფთა
და მაქსიმალურად რეალურია. ნებისმიერი მოქმედება ფილმში, არამხოლოდ
ეკრანზე, არამედ შენს გარშემო ხდება. Dolby Atmos აუდიო სისტემა,
Surround Sound–ის შემდგომი თაობის ტექნოლოგიაა, რომელმაც არა მხოლოდ
მაყურებელს, არამედ თავად კინოს შემქნელებს გაუჩინა ახალი
შესაძლებლობები.

“გალერია თბილისში” პირველი Dolby Atmos კინოთეატრი - Cavea Galleria Tbilisi გაიხსნება

 2018 წელს დაგეგმილი პრემიერებიდან, ATMOS გამოყენებულია ისეთ ფილმებში
როგორიცაა: Jurassic World: Fallen Kingdom, X-Men: The New Mutants,
Deadpool 2 და სხვა. Dolby Atmos აცოცხლებს თითოეულ კადრს, სცენას და
მთელ ისტორიას. ფიზიკური წვდომა აქვს 64 დინამიკთან და შეუძლია თითოეული
ბგერა, ინდივიდუალური ფორმით – ჟღერადობით მიიტანოს მაყურებლამდე. Dolby
Atmos არის ფილმის ნახვის და განცდის სრულიად ახალი გამოცდილება, რომელიც
30 ნოემბრიდან უკვე საქართველოში იქნება.

“გალერია თბილისში” პირველი Dolby Atmos კინოთეატრი - Cavea Galleria Tbilisi გაიხსნება

 “კავეა გალერია თბილისის” 6 დარბაზი ყველაზე ტრენდული, Dolby Atmos აუდიო
სისტემის გარდა,ახალი თაობის, სუპერ კომფორტული სავარძლებითა და 4K -
უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით გამოირჩევა.