LIFE

5 ფრაზა - თუ საყვარელი მამაკაცი საუბრის დრო მათ იყენებს, ურთიერთობა საფრთხეშია

5 ფრაზა - თუ საყვარელი მამაკაცი საუბრის დრო მათ იყენებს, ურთიერთობა საფრთხეშია

ქორწინება მზიანი არ არის და ცისარტყელასავით ნათელი ფერები არ აქვს. ქორწინება ძალიან რთულია. არის მომენტები, როცა წყვილი რაღაც საკითხებზე მარტივად თანხმდება, ერთ აზრზე არიან, მაგრამ ისეც ხდება, რომ აბსოლუტურად ვერ უგებენ ერთმანეთს, უძნელდებათ კომუნიკაცია. ვერავინ იტყვის, რომ ქორწინება და მყარი ოჯახური თანაცხოვრება მარტივია.

იმისთვის, რომ გქონდეთ ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობა, აუცილებლად უნდა გქონდეთ შესაბამისი კომუნიკაცია საყვარელ ადამიანთან. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებსა და ფრაზებს, რომლითაც პარტნიორი გესაუბრებათ. სწორედ მისი სიტყვების საშუალებით შეგიძლიათ დაასკვნათ, არის თუ არა ქორწინება საფრთხეში.

თუ მამაკაცი ქვემოთ მოცემულ ფრაზებს გეუბნებათ, ეს ნიშნავს, რომ ურთიერთობაში რაღაც რიგზე ვერ არის, მაგრამ განქორწინებას გადაწყვეტთ, ესაუბრეთ მას, გაიგეთ მისი სურვილებისა და გრძნობების შესახებ უფრო მეტი. იქნებ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია. ორივე თქვენგანმა ურთიერთობის გამოსწორებისკენ უნდა გადადგათ ქმედითი ნაბიჯები და იზრუნოთ ქორწინების გასამყარებლად,

გთავაზობთ ფრაზებს - თუ მათ საყვარელი მამაკაცი თქვენთან საუბრის დროს იყენებს, ეს ნიშნავს რომ ურთიერთობა საფრთხეშია:

1. „მოწყენილი ვარ“ - ურთიერთობაში მრავალფეროვნებაა საჭირო. თუ არაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ცხოვრება მოსაწყენი არ გახდეს, მამაკაცი აუცილებლად მოიწყენს თქვენ გვერდით და თქვენგან წასვლა მოუნდება.

2. „ვერ მიგებ“ - თუ საყვარელი მამაკაცი ამ ფრაზას გეუბნებათ, ეს ცუდი ნიშანია და მიუთითებს, რომ არასაკმარისი კომუნიკაცია გაქვთ. ქალები და მამაკაცები განსხვავებულები არიან და განსხვავებულად ესმით ბედნიერება, თუმცა ერთმანეთს უნდა მოუსმინოთ და სცადონ გაგება. სცადეთ მისი თვალით შეხედოთ მოვლენებს, სხვა შემთხვევაში, ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდება.

5 ფრაზა - თუ საყვარელი მამაკაცი საუბრის დრო მათ იყენებს, ურთიერთობა საფრთხეშია

3. „შენ არასოდეს შეიცვლები“ - შეცვლა ნამდვილად ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. თუ მას სურს, რომ შეიცვალოთ, ჰკითხეთ საკუთარ თავს - შეგიძლიათ შეცვლა? გინდათ შეცვლა? გჭირდებათ, რომ შეიცვალოთ და სხვანაირი გახდეთ? ესაუბრეთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ. თუ საჭიროა, ორივე თქვენგანი გარკვეულ კომპრომისზე უნდა წავიდეს, რა თქმა უნდა, თუ ერთად ყოფნა გინდათ.

5 ფრაზა - თუ საყვარელი მამაკაცი საუბრის დრო მათ იყენებს, ურთიერთობა საფრთხეშია

4. „რატომ არ ჰგავხარ მას?“ - როცა პარტნიორი ვიღაც სხვას გადარებთ, სურს, რომ ვიღაცის მსგავსი იყოთ, ეს მიუთითებს, რომ თქვენი ურთიერთობა ნამდვილად საფრთხეშია. საყვარელ ადამიანს უნდა უყვარდეთ ისეთი, როგორიც ხართ.

5. „შენ ის ადამიანი არ ხარ, რომელიც მე შემიყვარდა“ - ადამიანები იზრდებიან და რა თქმა უნდა, იცვლებიან. ასაკის მატებასთან ერთად განსხვავებული ხედვები უჩნდებათ. თუ საყვარელი მამაკაცი გეუბნებათ, რომ ძალიან შეიცვალეთ და ის ადმაიანი აღარ ხართ ვინც მას შეუყვარდა, ეს ნიშნავს, რომ ვერ გიღებთ ისეთს, როგორიც ახლა ხართ. წარმატებულ ურთიერთობაში ადამიანები ერთად იცვლებიან, ერთად სწავლობენ ბევრ რამეს და მათთვის ერთმანეთის შეცვლა არ არის მტკივნეული. თუ მას არ მოსწონხართ ისეთი, როგორიც დღეს ხართ, თქვენი ურთიერთობა, დიდი ალბათობით, დასრულდება.

5 ფრაზა - თუ საყვარელი მამაკაცი საუბრის დრო მათ იყენებს, ურთიერთობა საფრთხეშია