1. მასიური, ფერადი, დიდი ზომის სამკაული - მსგავს აქსესუარებს წლების წინ გოგნები ტოპ მაისურებსა და ჯინსის შარვლებს უხამებდნენ. ძველი ტენდენცია შეგვიძლია ჯესიკა ალბას მაგალითით გავიხსენოთ. ალბათ, უმეტესობას გქონდათ მსგავსი ყელსაბამები, სხვადასხვა ფერის. აღსანიშნავია, რომ ყელსაბამისის ფერისა და სტრუქტურის შესბამისი უნდა ყოფილიყო საყურე და სამაჯურები. ის საოცრარდ ტრენდული იყო.

2. მოდაში იყო შუბლთან შესაკრავი ე.წ. ბენდნები და ქალების დიდ ნაწილს ეს სტილი ძალიან მოსწონდა - საინტერესო ის არის, რომ მოდაში იყო ბენდენის ხელზე გაკეთება - შეგიძლიათმ შეხედოთ გვენ სტეფანის ფოტოს და მის აქსესუარებს. საქართველოშიმ განსაკუთრებით მამაკაცებიმ წლების წინ ამ ფუნქციით ცხვირსახოცს იყენებდნენ და მას ან ყელზე იკეთებდნენ, ან შუბლზე, ან ხელზე.

3. გქონდათ შთამბეჭდავი კოლექცია „ჭკვიანი მაისურების“ - მაისურებზე დაპრინტული იყო პოპულარული სლოგანები, ფრაზები, გამონათქვამები და მსგავსი სამოსი ძალიან ორიგინალურად მიგვაჩნდა.

4. „ქულ“ სათვალე - სათვალე არის აქსესუარი, რომელიც ყოველთვის ტრენდულია. ზოგი მას საჭიროების გამო იკეთებს, ზოგისთვისაც კი უბრალოდ მოდური აქსესუარის დატვირთვა აქვს, რომელსაც დახურულ სივრცეშიც კი არ იხსნის. წლების წინ მას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. მოდური იყო ისეთი სათვალეები, როგორიც ფოტოზეა აღბეჭდილი და განსაზღვრავდა იმას, თუ რამდენად ტრენდული იყო ადამიანი.

5. მოდაში იყო ე.წ. კალათი ქუდები. შესაძლოა თქვენც გქონდათ მსგავსი - მისი ტრენდად ქცევა იმდროინდელი თინეიჯერებისთვის საყვარელ ვარსკვლავს ლინდსი ლოჰანს უკავშირდება. ასეთი ქუდები გოგონების საყვარელი აქსესუარი გახდა, რომელსაც ისინი სპორტულ სტილს უხამებდნენ.

6. მოდური იყო ძალიან გრძელი და ფერადი შარფები - რაც შეეხება მისი გაკეთების სტილს, ისე უნდა გაგეკეთებინათ, როგორც ფოტოზე ქემერონ დიასს აქვს.

7. გრძელი კაბა ჯინსის შარვალზე - ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტენდენციაა 2000-იანი წლებიდან, მაგრამ საოცრად ტრენდული იყო. მოდური და ეპატაჟური ქალები იცვამდნენ ისე, როგორც ჯესიკა ალბას აცვია მოცემულ ფოტოზე. მგონი, უნდა შევთანხმდეთ, რომ მსგავსი სტილი მოდაში არასოდეს აღარ უნდა დაბრუნდეს.

8. შუბლთან ძალიან წვრილი ორი ნაწნავი და ნათელი, პრიალა ტუჩები - გეცნობათ მსგავსი ვარცხნილობა? შესაძლოა თავადაც გიცდიათ. პრიალა, ღია ფერის ტუჩსაცხი, ვფიქრობთ, ყველა თქვენგანის კოსმეტიკის ნაწილი იყო წლების წინ.

9. ე.წ. მძღოლის კეპიანი ქუდი - მსგავსი ქუდებით ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ჩნდებოდნენ და მალე ის მთავარ ტრენდად და ადამიანების საყვარელ აქსესუარად იქცა.

10. ქერათმიანი გოგონები თმის გამრავალფეროვნებას ცდილობდნენ და რაღაც ნაწილს სხვა ფერად, უმეტესწილად წითლად, ან შავად იღებავდნენ - ასევე მოდაში იყო თვალის ცისფერი ჩრდილი.

11. შავგვრემანი გოგონები ძირითადად მოკლედ იჭრიდნენ თმას და მათი თმის ფერი არ უნდა ყოფილიყო ბუნებრივი.

12. მოდაში იყო ყელზე მჭიდროდ მოხვეული შარფი მაშინაც კი, როცა არ იყო სიცივე და ამის საჭიროება არ არსებობდა - ადრეულ 2000-იან წლებში შარფი ყელსაბამის ფუნქციას ასრულებდა. მოცემულ ფოტოზე ჯესიკა ალბა სწორედ ასე მოხვეული შარფით მიდის ფილმის პრემიერაზე.

13. მოკლე შარვალი ჯარისკაცის სამოსის ფაქტურით - მსგავს სამოსს ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზეც კი იცვამდნენ და თან მას მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უხამებდნენ.

14. მოდაში იყო ტანსაცმელი, რომლის შექმნის ინსპირაციის წყაროც აბაზანის სამოსი გახდა - შეხედეთ ჩარლის ანგელოზებს. გეცნობათ ამ სტილის სამოსი? შესაძლოა, რაიმე მსგავსი თქვენს გარდერობში დღემდე ინახება.

15. ჯინსის შარვალს გოგონები რაღაც უცნაურ აქსესუარს ამატებდნენ უფრო მეტი ორიგინალურობისთვის - შეხედეთ ფოტოს და გაიხსენეთ. ზოგჯერ შარფს იხვევდნენ, ზოგჯერ უბრალოდ რაიმე ლამაზ და ბრჭყვიალა ნაჭერს.

16. ჟურნალისტი ბიჭის ქუდი - თუ არც „მძღოლის ქუდს“, არც „კალათა ქუდებს“ არ ატარებდით, შესაძლოა, არჩევანი სწორედ ასეთ, ე.წ ჟურნალისტი ბიჭის ქუდზე შეაჩერეთ. ეს აქსესუარი წლების წინ მოდის მთავარი ტენდენცია იყო.

17. დაბალწელიანი ჯინსის შარვალი და წელზე სრულიად უფუნქციოდ დამაგრებული ქამარი.

18. „ქაუბოის“ ჩექმები - ბრიტნი სპირსი წლების წინ ისეთი პოპულარული იყო, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ჩაიცვამდა მაშინვე ტრენდი ხდებოდა. თინეიჯერების კუმირის დამსახურებაა რომ „ქაუბოის“ ჩექმები საოცრად ტრენდული გახდა. გოგონები მას მოკლე კაბას უხამებდნენ.

19. ყველა ჯინსის შარვლის ზედა ნაწილი იყო ძალიან ვიწრო და ტანზე მჭიდროდ მომდგარი - ზოგიერთი მათგანი ბოლოში ფართოვდებოდა. შლაქსის შარვლები უფრო მეტად 90-იანი წლების ტრენდი იყო, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისშიც ინარჩუნებდა აქტუალობას.

20. აუცილებლად გექნებოდათ მაისური, რომელიც წელთან შეხსნილი იყო.

21. მხარზე გადასაკიდებელი, ძალიან პატარა ჩანთა - ვფიქრობთ, ყველას გახსოვთ ეს ტენდენცია.

22. მოდაში იყო პატარა საფულე Juicy Couture.

23. მოდაში იყო კორსეტის სტილი კოქტეილის კაბები, რომელშიც მკერდი ძალიან ლამაზად და სექსუალურად ჩანდა.

24. მოდაში იყო კაბა, რომელიც ბოლოში ვიწროვდებოდა და რეზინის საშუალებით ფეხებზე გეკვროდა.

25. შეგეძლოთ გეტარებინათ ქამარი ნებისმიერი სტილის სამოსზე. მაშინაც კი, როცა სრულიად არ არსებობდა მისი ტარების ფუნქციური საჭიროება.

26. აუცილებლად გექნებოდათ ძალიან დიდი რგოლი საყურეები, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში იკეთებდით.

27. მოდაში იყო თბილი, ნაქსოვი, ფეხზე ამოსაცმელები. გოგონები მას იცვამდნენ კლასიკურ ფეხსაცმელზეც კი.

28. ამ პერიოდში ძალიან მოდური გახდა სამოსი, რომელშიც მუცელი ჩანდა - მართალია, ჩვენი მშობლები სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველა თქვენგანს ერთხელ მაინც ჩაუცვამს ასეთი მაისური, მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა.

29. მოდაში იყო მოკლე კაბა ჯინსის შარვალზე და ძალიან ბევრი აქსესუარი.

30. მოდაში იყო ძალიან გრძელი ყელსაბამები, რომელიც მუცელს ქვემოთ ეშვებოდა - გოგონები ფიქრობდნენ, რომ მსგავსი აქსესუარი მათ ვიზუალს უფრო მომხიბვლელს ხდიდა.

31. ფეხსაცმელი წარმოუდგენლად მაღალ პლატფორმა ქუსლზე - გარდა იმისა, რომ ის არც ისე ლამაზი იყო, ასეთი ფეხსაცმლით სიარული საფრთხესაც შეიცავდა. ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი ფეხის მოტეხვა და ზოგიერთ გოგონას ამის გამოცდილებაც აქვს.