ჰოროსკოპი

რომელია თქვენი ერთი ყველაზე საშინელი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

რომელია თქვენი ერთი ყველაზე საშინელი თვისება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?

1. ვერძს ყოველთვის სადღაც ეჩქარება, ყოველთვის სადღაც გარბის - მათ არ შეუძლიათ დაგეგმონ, წინასწარ გათვალონ თუ რომელ საქმეს რამდენი დრო სჭირდება. სპონტანურად მოქმედებს და დროის მენეჯმენტი არ შეუძლია. 

2. კურო გიჟდება ყოველგვარ მატერიალურზე - მისთვის ცხოვრებაში სიმდიდრე და ფუფუნებაა მთავარი და ურთიერთობებს სწორედ ამის მიხედვით ამყარებს.

3. ტყუპებს უყვართ საქმის გადადება - თუ ტყუპები დაგპირდებათ, რომ რაღაც საქმეს ხვალისთვის გააკეთებს სჯობს ილოცოთ, რომ ერთი კვირის ვადაში მაინც გააკეთოს. ტყუპები ყოველთვის ფიქრობს - რატომ უნდა გავაკეთო ეს საქმე დღეს, როცა მისი გაკეთება ხვალაც შესაძლებელია?!

4. კირჩხიბს სურს ძლიერი კავშირები ჰქონდეს და ის დამოკიდებული ხდება ადამიანებზე - მსგავსი დამოკიდებულებები კირჩხიბს ხელს უშლის ბედნიერად ცხოვრებაში.

5. ლომს საკუთარი თავი უყვარს ყველაზე მეტად და საკუთარი თავის გარდა ვერაფერს ხედავს - ამის გამო ლომს ძალიან უჭირს ნამდვილი სიყვარულის პოვნა.

6. ქალწული ყველას მიმართ საშინლად კრიტიკულია - ის გიჟდება ადამიანების განსჯაზე.

7. სასწორს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება არ შეუძლია - ძალიან მარტივ გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს ბევრი ფიქრის გარეშე. მაგალითად, თუ შესთავაზებთ პიცას მიირთმევს, თუ სუშის, ვერ მოიფიქრებს და დიდი დრო დასჭირდება გადაწყვეტლების მიღებამდე.

8. მორიელი მუდამ ცუდ ხასიათზეა და გამუდმებით შურისძიებაზე ფიქრობს - მას არ შეუძლია პატიება, მუდამ შურისძიებაზე ფიქრობს და ამის გამო საშინელ ხასიათზეა.

9. მშვილდოსანი ზედმეტად გულღიაა - ის თავისთვის არაფერს იტოვებს, ყველაფერს ამბობს, არ შეუძლია საიდუმლოს შენახვა.

10. თხის რქა ყოველთვის დაკავებულია, არასოდეს სცალია - მუდამ მუშაობს და საკუთარი თავისთვისაც კი არ რჩება დრო. არ შეუძლია ბალანსის დაცვა.

11. მერწყული ძალიან იმპულსურია - გადაწყვეტილებებს დაფიქრებისა და გააზრების გარეშე იღებს რაც ძალიან ვნებს მის ცხოვრებას.

12. თევზები მუდამ ოცნებობენ - ისინი რეალობის შეგრძნებას კარგავენ და მუდამ ოცნებებში არიან, ოცნებების რეალიზება კი ძალიან უჭირთ.



<a href="http://ewao.com">http://ewao.com</a>