როგორ უნდა გადაჭრათ ძილთან დაკავშირებული ყველაზე გავრცელებული პრობლემები? – 9 მეცნიერული გზა
- 28.11.2017
ადამიანებს ძილის დროს სხვადასხვა პრობლემები აწუხებთ. მაგალითად, სხეულის ტკივილი, ხვრინვა და ა.შ. მხოლოდ დღე-ღამეში რეკომენდებულ 8 საათიან ძილს არ შეუძლია მათი მოგვარება.
გთავაზობთ ძილის დროს წარმოშობილ ცხრა პრობლემას და მათი მოგვარების მეცნიერულ გზებს:
1. როცა ვერ იძინებთ - დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე არ მიიღოთ კოფეინი. დილით, ან შუადღით ივარჯიშეთ. გადადეთ და გამორთეთ ტელეფონი დაძინებამდე სულ მცირე ერთი საათით ადრე.
2. თუ მხრები გტკივათ - ნუ დაიძინებთ რომელიმე მხარზე. თუ ყოველთვის რომელიმე მხარეს გძინავთ, აუცილებლად აგტკივდებათ ის მხარი. ეცადეთ, დაიძინოთ ორივე მხარზე და ჩაეხუტეთ ბალიშს.
3. თუ დილით ადგომა გიჭირთ - სცადეთ, რომ გაიღვიძოთ და ადგეთ ყოველ დღე ერთსა და იმავე დროს. შაბათ-კვირასაც კი. შედეგად, თქვენი სხეული შეეჩვევა და აღარ გაგიჭირდებათ ადრე ადგომა.
4. თუ ღამით გეღვიძებათ და ძილი გიტყდებათ - თავი აარიდეთ ალკოჰოლს დაძინებამდე. გააკონტროლეთ ოთახში ტემპერატურა. საძინებელში ტემპერატურა 20-21℃ უნდა იყოს.
5. თუ ზურგი გტკივათ - ბალიში ბარძაყების ქვეშ დაიდეთ, თუ მუცელზე იძინებთ, ხოლო ფეხების ქვეშ დაიდეთ, თუ ზურგზე იძინებთ.
6. ფეხის დაბუჟების დროს - სცადეთ შესაბამის ადგილას მასაჟის გაკეთება, ან დაიდეთ რაიმე თბილი კუნთზე. ნახავთ, რომ თქვენი ფეხი მალე ჩვეულ ფორმაში იქნება.
7. თუ გაწუხებთ ტკივილი კისრის არეში - აუცილებლად გამოცვალეთ ბალიში. საერთოდ, რეკომენდებულია, რომ ბალიში ყოველ ორ წელიწადში შეცვალოთ. თანამედროვე და ახალი ბალიშები უფრო კომფორტულია.
8. თუ ძილის დროს მჟავიანობას გრძნობთ - აუცილებლად უნდა მიმართოთ ამ შემთხვევაში ექიმს. სცადეთ დაძინება მარცხენა მხარეს.
9. თუ ძილის დროს ხვრინავთ - სცადეთ დაძინება რომელიმე მხარეს და ასევე თავი ოდნავ მაღალზე გქონდეთ, ორ ბალიშზე დაიძინეთ. თავი აარიდეთ ალკოჰოლს.
თემები: ძილი, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="https://www.boredpanda.com">https://www.boredpanda.com</a>