City Fitness უკვე წელიწადია ქალბატონებს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ეხმარება. ფიტნეს ცენტრი მომხმარებლებს ჯგუფური ვარჯიშების ფართო არჩევანს სთავაზობს: პილატესი, იოგა, Dance აერობიკა, full body workout, სტეპ აერობიკა, Fit fight, სპეციალური გასახდომი პროგრამები მასაჟების თანხლებით, პილატესი ფეხმძიმეებისათვის და მოგალატეს - რაც გულისხმობს პილატესისა და იოგისა სინთეზს. ინსტრუქტორები თითოეულ მოვარჯიშეს ინდივიდუალურად უდგენენ კვების რაციონს და ვარჯიშების ციკლს.
City Fitness-ის რჩევები სპეციალურად Trend-ის მკითხველებს, მათ ვისაც აინტერესებს თუ რომელი ვარჯიშია საუკეთესო სხვადასხვა მიზნების მისაღწევად.
თუ თქვენი მიზანია წონის დაკლება:
ჩვენ გირჩევთ City Fit Program. ეს არის City Fitness-ის ექსკლუზიური პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ მინიმუმ 5 კილოგრამის მოშორებაში უმოკლეს დროში, 100% -იანი გარანტიით. სპეციალურად შედგენილი კარდიო ვარჯიშების მიქსი და კვების ინდივიდუალური რეჟიმი.
პრობლემური ზონების შემცირება, კილოგრამების და სანტიმეტრების ერთდროულად კლება. ასევე რეკომენდირებულია Full BodyWorkout - ჯგუფური ვარჯიშების სახეობა, რომელიც აერთიანებს სხეულის ყველა კუნთის ვარჯიშს ინტენსიურად იტვირთება და კორექციას განიცდის სხეულის „პრობლემური ზონები“. Full Body-ის დახმარებით საკმაოდ მალე მიაღწევთ სხეულის სასურველ ფორმებს.
სხეულის გამკვრივება, ამაღლებული განწყობა- Dance აერობიკა:
ეს არის ენერგიული და ეფექტური ფიტნეს-პროგრამა, რომელიც აერთიანებს ფიტნესის და აერობიკის საფუძვლებს და ტონუსში და ფორმაში მოჰყავს სხეული, ასევე უზრუნველყოფს იდეალურ კარდიო დატვირთვას და კუნთების ტონუსს. საცეკვაო მოძრაობები, რომელიც კარდიო დატვირთვას ქმნიან, ხელს უწყობენ სხეულის ფორმის მოდელირებას, განსაკუთრებით ფეხები, დუნდულები, ხელები და პრესი. Dance ფიტნესი სწრაფი და ადვილად ასათვისებელი პროგრამაა და არ აქვს მნიშნელობა, გაქვთ თუ არა ცეკვის გამოცდილება. დადებითი თვითშეფასება - Dance აერობიკა გმატებთ თავდაჯერებულობას.
ლამაზი ფორმები:
დაახლოებით 100 წლის წინ ჯოზეფ პილატესმა შექმნა ვარჯიშების კომპლექსი-პილატესი, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო. ეს მეთოდი საუკეთესოა სხეულის ფიზიკური გაჯანსაღებისთვის. კომპლექსურად მუშაობს მთელ ორგანიზმზე, ამაღლებს კუნთების ტონუსს, სახსრებს მეტ მოქნილობას მატებს და ალამაზებს სხეულის ფორმებს.პილატესის ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია: მოძრაობის თანაბარი შესრულება, სიზუსტე, სწორი სუნთქვა, რეგულარი ვარჯიში.
სხეულისა და გონების ჰარმონიისთვის იოგა საუკეთესოა:
იოგა, ინდური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, უნიკალური საშუალებაა ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სულიერი წონასწორობის მისაღეწევად. იოგის შესრულების პროცესში ჩართულია სხეულის ღრმა კუნთები, რომლებიც არ მუშაობენ ჩვეულებრივი ვარჯიშის დროს. იოგის მეშვეობითაც თქვენი გარეგნობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება, ხოლო შინაგანი სულიერი განწყობა-ამაღლებული. ის ეხმარება ადამიანს შინაგანი სამყაროს სიმშვიდის და ჰარმონიის მიღწევაში. იოგა რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების დინამიურ ტემპში ჩართული ადამიანისათვის.
მჯდომარე ცხოვრების წესისა და ხელხემლის ტკივილის მოსახსნელად, ტრავმების სარეაბილიტაციოთ საუკეთესოა Mogalates (mind/yoga/pilates)
სარეაბილიტაციო პროგრამა, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია თავის, მხრების, ხერხემლის ტკივლების დროს. ვარჯიშების ეს სახეობა აერთიანებს იოგისა და პილატესის ელემენტებს. კომბინირებულად ხდება სუნთქვის, მოქნილობისა და სხეულის მოდელირების გაუმჯობესება. მოგალატეს საშუალებას გაძლევთ ინსტრუქტორთან ერთად დააზუსტოთ პრობლემა და დაიწყოთ ვარჯიში მის მოსაგვარებლად.
https://www.facebook.com/cityfitnessge/?fref=ts
Tel: 568 11 19 99
მის: ი.ჭავჭავაძის 39
თემები: სწორი კვება, თავდაჯერებულობა, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები, ვარჯიში