1. იცხოვრო საკუთარ რიტმში.
2. გიყვარდეს საკუთარი სხეული.
3. არ მოახდინო მოვლენების დრამატიზირება.
4. არ ეცადო გაამართლო სხვისი მოლოდინი.
5. იმყოფებოდე ჰარმონიაში საკუთარ სურვილებთან.
6. გიყვარდეს საკუთარი ასაკი.
7. დააყენო საკუთარი თავი პირველ ადგილზე.
8. არა მხოლოდ დაეხმარო, არამედ მიიღო კიდეც დახმარება.
9. არ გეშინოდეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის.
10. ყოველთვის გრძნობდე, რომ ქალი ხარ.
ბონუსი: ჭკუის სასწავლებელი ისტორია ბრძენი ქალისგან
იცით, ერთხელ ერთი ქალისგან კარგი გაკვეთილი მივიღე. მან მკითხა:
„წარმოიდგინე, რომ აგტკივდა გული, ჩვილი ბავშვი ტირის, უფროსი შვილი გთხოვს პერანგის გაუთოვებას, ქმარი კი - ჰალსტუხის შეკვრაში დახმარებას. როგორ მოიქცევი?“. მე ჩვილი ბავშვის შესახებ დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ მან შემაწყვეტინა:
„დალიე გულის ტკივილის წამალი და წამოწექი, სთხოვე უფროს ქალიშვილს გაართოს პატარა, ქმარს კი - მიხედოს უფროსი შვილის პერანგს და თავად მოუაროს საკუთარ ჰალსტუხს. პირველ რიგში, გაუფრთხილდი საკუთარ თავს. ისევ და ისევ შვილების გამო. იმიტომ რომ არავის არასოდეს არ ეყვარება შენი შვილები ისე, როგორც შენ გიყვარს, ამიტომ პირველ რიგში საკუთარი თავი შეიყვარე!“.
თემები: ქალი, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>