საჩუქრების გაცემის ფსიქოლოგია - როგორ უნდა შეარჩიოთ საჩუქრები საყვარელი ადამიანებისთვის
- 19.12.2017
ახალი წლის მოსვლასთან ერთად საჩუქრების შერჩევის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. გთავაზობთ საჩუქრების შერჩევის ფსიქოლოგიურ მეთოდებს იმისთვის, რომ საჩუქრის ადრესატი ნამდვილად გაახაროთ.
1. არასოდეს გააჩუქოთ ფული, არ აქვს მნიშვნელობა ამას რა ფორმით გააკეთებთ - ფულის ჩუქება ყოველთვის შეიცავს მესიჯს - „არ შემიძლია ვიდარდო და ვიფიქრო შენ შესახებ ბევრი, ასე რომ ფული აქ არის და რაც გინდა ის იყიდე“. ამით მარტივ გამოსავალს პოულობთ.
2. საჩუქრის ფულადი ღირებულება უმნიშვნელოა - მნიშვნელოვანია საჩუქარი, რომელიც მისი ადრესატის ღირებულებებს და ინტერესებს შეესაბამება. საჩუქრის ფასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
3. ადამიანს უნდა აჩუქოთ ის, რაც იცით, რომ გაახარებს - შესაძლოა, ამის შესახებ საუბრის დროს წამოსცდა, ან ერთად სეირნობის დროს შენიშნეთ, რომ რაიმე კონკერტული ნივთი ძალიან მოეწონა. თუ ამ პრიციპით შეარჩევთ საჩუქარს, მის ადრესატს გულწრფელად გაახარებთ.
4. აჩუქეთ ისეთი რამ, რაც დადებით ემოციებს და შთაბეჭდილებებს მოუტანს - მაგ: კონცერტის ბილეთები.
5. თუ ადამიანს არასოდეს არ ჰყოფნის დრო, მუდამ მოუცლელია, აჩუქეთ ისეთი რამ, რაც გამოადგება და ამავდროულად მისი მოხმარებისთვის დიდ დროს არ დაკარგავს - მაგ: შეგიძლიათ აჩუქოთ აუდიო წიგნი, რომელსაც გზაში მოუსმენს.
6. საჩუქარი ლამაზად შეფუთეთ - საჩუქარი ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს. შეფუთეთ ის მისი ადრესატის გემოვნების შესაბამისად. გამოიყენეთ ლამაზი პეიზაჟებით გაფორმებული, ან პეპლების პრინტიანი სტიკერები ბუნების მოყვარული მეგობრისთვის. ეს აჩვენებს საჩუქრის ადრესატს, რომ თქვენ იზრუნეთ მასზე, ბევრი იფიქრეთ და მთელი გულით ეცადეთ მის გახარებას.
7. დაურთეთ საჩუქარს რაიმე წარწერა, პატარა წერილი - არ არის საჭირო ამისთვის განსაკუთრებული ბარათის შეძენა. საკუთარი ხელით ფერად ფურცელზე დაწერილი წერილი უფრო სასიამოვნო იქნება.
8. აჩუქეთ ისეთი რამ, რაც თქვენ უკვე გამოსცადეთ, ნახეთ და გსურთ, რომ მანაც ნახოს - მაგალითად წიგნი, რომელიც უკვე წაიკითხეთ, მოგეწონათ და გსურთ, რომ მასაც გაუზიაროთ, ან ფილმის დისკი, რომელიც უკვე ნახეთ და ძალიან მოგეწონათ.
თემები: მამაკაცები, ქალები, რჩევები, საჩუქრები
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>