LIFE

სტრესი და მისი დაძლევის მეთოდები

სტრესი და მისი დაძლევის მეთოდები

ჩვენს ყოველდღიურობაში სტრესული სიტუაციები საკმაოდ ხშირი მოვლენაა. უამრავი ადამიანის ცხოვრებაში სტრესი უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს ბევრი საქმის, პასუხისმგებლობისა და საზრუნავის გვერდით.

ადამიანებს სხვადასხვა რამ გვსტრესავს და ბევრ ჩვენგანს თავისი ცხოვრება სტრესის გარეშე აღარც გვახსოვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც სტრესი უცხოც კია.

ადამიანის ცნობიერება გამუდმებით ითხოვს სიახლეს, ადამიანის ჯანმრთელობას ყოველდღიურად სჭირდება ყურადღების მიქცევა, ხოლო კარიერასა და სამსახურებრივ პასუხისმგებლობებს - მუდმივი ძალისხმევა და ფიქრი. ჩვენი სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებიც, ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავდება. ზოგს მის დასაძლევად და მის საბოლოოდ დასამარცხებლად რთული შინაგანი მექანიზმი ანუ მეტი ძალისხმევა ესაჭიროება, ზოგსაც - ნაკლები.

სტრესი და მისი დაძლევის მეთოდები

აღსანიშნავია ისიც, რომ ზრდასრულ ასაკამდე სტრესთან გამკლავება გაცილებით მარტივია. მის წინააღმდეგ ბრძოლა ბუნებრივ, აუცილებელ ქმედებად აღიქმება, რაც თითქმის ყველას შეუძლია.

ასაკის მატებასთან ერთად კი სტრესის გავლენის სფერო ფართოვდება და, როგორც უკვე აღვნიშნე, იგი დაკავშირებულია პასუხისმგებლობებთან. მაგალითად, სერიოზული სტრესის გამომწვევი შეიძლება გახდეს სამსახურებრივი საქმე, რომელსაც თავს ვერ ართმევ, რომანი, რომლის დასრულებაც გიჭირს და ა.შ.. რა თქმა უნდა, არ უნდა უგულებელვყოთ პირადი ურთიერთობებიც, რომლებიც ზრდასრული ადამიანების ცხოვრებაში სტრესის მნიშვნელოვან მიზეზად გვევლინება.

სტრესით მხოლოდ ის ადამიანები არ იტანჯებიან, რომელთაც მძიმე წარსული ჰქონდათ ან რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აწუხებთ. ამის ცოდნა ყველასთვის საჭიროა, ვინაიდან მისი მართვა ჩვენი ჯანმრთელი ცხოვრების აუცილებელი წინაპირობაა.

მე არ ვიცი, კონკრეტულად რა მოქმედებს შენზე უარყოფითად და რა იწვევს სტრესულ მდგომარეობას, მაგრამ ვიცი, რომ არსებობს სტრესთან გამკლავების რამდენიმე გზა, რომლებიც საკმაოდ მარტივადაც შეიძლება მოგეჩვენოს (სატელევიზიო ტოქშოუები და კვების სწორი რაციონი).

გარდა ამისა, მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტად მიიჩნევა ისეთი ფიზიკური აქტივობები, როგორიც არის ვარჯიში და იოგა.

სტრესი და მისი დაძლევის მეთოდები

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას უწევს სუნთქვის ვარჯიშებსაც, რომელთა გაკეთება ნებისმიერ დროსა და ადგილას შეგვიძლია. ეს მეთოდი ნაცადია და ბევრად ჯანსაღი, ვიდრე შესვენებაზე სიგარეტის მოწევა, რომელიც რატომღაც დამამშვიდებელ საშუალებად გვეჩვენება.

ასევე ყველაზე მარტივ და ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავლად მიჩნეულია დღის წესრიგის შემუშავება, სადაც გათვლილი გექნება დრო და აქტივობები. ბუნებრივია, აღნიშნული სრულად ვერ აღმოფხვრის სტრესსა და მის უარყოფით გავლენას, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სრულყოფილი არაფერია და სრულყოფილად ცხოვრება არავის გამოსდის.

საუკეთესო, თუკი რამ შემიძლია გირჩიო, არის ის, რომ დაივიწყო ყველაფერი ცუდი და პირველ ადგილზე შენი ჯანმრთელობა დააყენო. როცა საქმე სტრესს ეხება, უნდა შეახსენო საკუთარ თავს, რომ შენი პრობლემები სულაც არ ნიშნავს სამყაროს აღსასრულს. შენ ყოველთვის შეგიძლია დახმარება ითხოვო, თუკი რამეს თავს ვერ ართმევ, და ისიც უნდა გაიაზრო, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ არასამუშაო დროს ელექტრონულ ფოსტას არ შეამოწმებ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ვაძლევთ თავს უფლებას, შევჩერდეთ და მოვდუნდეთ.

სცადე, არ იფიქრო სამუშაოს შესახებ მაშინ როდესაც ისვენებ ან საყვარელ ადამიანებთან ატარებ დროს.

სტრესი და მისი დაძლევის მეთოდები



წყარო:&nbsp;<a href="http://metro.co.uk/2016/11/02/national-stress-awareness-day-2016-why-we-shouldnt-dismiss-stress-as-just-one-of-those-things-6229425/?ito=facebook">metro.co.uk</a>