LIFE

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

1. მუდმივი ბრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

როდესაც ვუყურებთ ადამიანებს ჩვენი გარემოცვიდან, ხშირად ვფიქრობთ, რომ ისინი უფრო ნიჭიერები და წარმატებულები არიან. ამ დროს ვცდილობთ მივიღოთ უფრო კარგი განათლება, ვიშოვნოთ უფრო კარგი სამსახური, შევიძინოთ უფრო კარგი სახლი. ასეთი ბრძოლა ძალიან გვფიტავს. გამოსავალი - მოახდინოთ კონცენტრაცია საკუთარ თავზე, საკუთარ გზასა და მიზნებზე.

2. სიტუაციები, რომლებისგანაც წარსულში დაზარალდით

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

სამწუხაროდ, წარსულში მშობლებმა არ გაჩვენეს ცხოვრების სწორი მოდელი. ამიტომ ურთიერთობები გიჭირთ, კარიერაში წინ ვერ მიიწევთ. გამოსავალი - შეიგნეთ, რომ წარსულთან ბრძოლა უსარგებლოა. ბოლოსდაბოლოს ყველაფერი, რაც გაქვთ, - ეს თქვენ ხართ ახლა, აწმყოში.

3. უსარგებლო ნივთები სახლში, რომლებიც „შეიძლება უცებ გამოგადგეთ“

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

ჩვენ გვიყვარს უსარგებლო ნივთების შეძენა - ამისათვის დავდივართ მაღაზიებში ფასდაკლებებზე, მუდმივად ვეძებთ აქციებს. გამოსავალი - უკეთესია შეიძინოთ ერთი კარგი ხარისხის ძვირფასი ნივთი, ვიდრე სამი იაფფასიანი. გინდათ რაღაცის ყიდვა? დაიცადეთ 1 დღე. უმეტეს შემთხვევებში თქვენ არც გაგახსენდებათ გუშინ რა გინდოდათ.

4. დაპირებები უარის ნაცვლად

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

ხშირად ვერ ვეუბნებით უარს ახლობლებსა და მეგობრებს, რადგან არ გინდათ რომ აწყენინოთ. შედეგად რჩება დაუსრულებელი საქმეები, რომლის შესახებაც ძალიან განვიცდით. გამოსავალი - თუ არ გინდათ რაღაცის გაკეთება, პირდაპირ უნდა უთხრათ უარი. არ უნდა მისცეთ ადამიანებს ფუჭი იმედები.

5. მოწონების მოლოდინი

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

ჩვენ ხშირად ველოდებით მშობლებისგან, მეგობრებისა და ახლობლებისგან რომ ჩვენი საქციელი მოიწონონ. მაგრამ გარშემომყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც არ ვუყვარვართ, შეუძლიათ გვაწყენინონ და გული გვატკინონ. იმისათვის, რომ ბედნიერი იყოთ, არ უნდა მიაქციოთ მათ ყურადღება. გამოსავალი - იყოთ ის, ვინც ხართ და არ ეცადოთ ყველას მოეწონოთ.

6. დაუსრულებელი ბოდიშები

6 ჩვევა, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას იცხოვროთ ბედნიერად

ცხოვრებაში ხშირად გვიწევს ბოდიშის მოხდა ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ნამდვილად არ არის საჭირო. ბოდიშის მოხდა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანს რაიმე ზიანს აყენებ. სხვა შემთხვევაში ეს ზედმეტია. გამოსავალი - აღარ მოიხადოთ ბოდიში იმის გამო, ვინ ხართ სინამდვილეში, რა გინდათ, და იმ შემთხვევებში, როცა ეს არ არის საჭირო. 



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>