LIFE

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ

1. საუკეთესო სელფის გადაღება მხოლოდ სახის მარცხენა მხრიდანაა შესაძლებელი

მარცხენა მხრიდან გადაღებული სელფი, სახეს უფრო მეტყველს და ემოციურად გახსნილს ხდის. მეცნიერების აზრით, სახის მარცხენა მხარე უფრო მიმზიდველი კიდევ იმიტომ ჩანს, რომ ის ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროთი კონტროლდება, რომელიც პასუხს აგებს ემოციებზე.

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ

2. ჭამის დროს საკვების ფოტოს გადაღება მადას აქვეითებს

დღემდე ტრენდათ ჭამის დროს თეფშზე დადებული საჭმელის გადაღება და სოციალურ ქსელში გამოქვეყნება. საკვების ასეთი შეფასება ამცირებს სიამოვნებას მიღების შეგრძნებას და უფრო მალე იწვევს დანაყრების გრძნობას.

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ

3. სელფი V ნიშნით სახიფათოა

მკვლევარების თქმით, ფოტო, რომელიც გადაღებულია 3 მ მანძილიდანაც კი, მარტივად შეიძლება თითების ანაბეჭდის მოპარვა. და თუ უცხო ადამიანებთან მოხვდება თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები, პირადი მიმოწერა და სხვა მსგავსი რამ, სასაცილოდ ნამდვილად არავის ეცლება.

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ

4. ფილტრში გატარებული ფოტოები ამხელს ადამიანის დეპრესიას

კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ვერმონტისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. ფილტრ Inkwell-ს, რომელიც ფოტოს შავ-თეთრს ხდის, ყველაზე ხშირად იყენებენ დეპრესიაში მყოფი მომხმარებლები. დანარჩენებს კი ურჩევნიათ საკუთარ ფოტოსურათებს მკვეთრი ფერები მიანიჭონ და Valencia-ს მსგავს ფილტრებს იყენებენ.

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ

5. ოპტიმისტები, საუკეთესო ფოტოებს ქვევიდან იღებენ

სინგაპურელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ოპტიმისტები სელფებს ქვევიდან ითებენ, სელფი-კვატის მოყვარულები კი უმეტეს შემთხვევებში მიდრეკილები არიან ნევროზისკენ. ასევე გამოვლინდა, რომ კეთილსინდისიერ ადამიანებს ახასიათებთ ანონიმურობა, ისინი არ აკეთებენ საკუთარ სელფიზე ნიშნებს, რომლების მის ლოკაციაზე მიუთითებენ.

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ

6. დეპრესიის გაჩენის რისკი და სოცქსელების რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან

პიტსბურგის უნივერსიტეტის თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ დეპრესიის გაჩენის რისკთან სოციალური ქსელების პლატფორმების რაოდენობაა დაკავშირებული, რომლებზეც დარეგისტრირებულია მომხმარებული. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც არ სარგებლობდნენ ორ სოცმედიაზე მეტით, სამჯერ ნაკლებად განიცდიდნენ მღელვარების გრძნობას, ვიდრე მათ, ვისაც მეტი აქტიური პროფილი ჰქონდათ სხვადასხვა პლატფორმებზე.

6 აუცილებელი ფაქტი, რომლებიც სოციალური ქსელის მოყვარულებმა უნდა იცოდეთ



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>