LIFE

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

1. ეცადეთ არ უპასუხოთ მათ იგივე ტონით

განრისხებულ ადამიანს იგივე ტონით პასუხობთ? - მათაც ხომ სწორად ეს უნდათ, და ეს არაფერს კარგს არ მოგიტანთ. საუბრის დასაწყისში ის ჩხუბობდა, დასასრულს კი თქვენ გაბრაზდით.

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

2. არ მიიტანოთ ყველაფერი გულთან ახლოს

იმის მაგივრად რომ გაბრაზდეთ და განაწყენდეთ, ეცადეთ გაიგოთ ერთი მარტივი რამ - სიტყვები არანაირ ზიანს არ მოგიტანთ. და მხოლოდ თავად უნდა გადაწყვიტოთ, როგორ მოიქცეთ ამ დროს. ბოროტი სიტყვების გულთან ახლოს მიტანით, თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ.

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

3. უპასუხეთ არა გაბრაზებით, არამედ სიკეთითა და ზრუნვით

ეცადეთ გაიგოთ აგრასიული ქცევის მიზეზი და დააყენოთ საკუთარი თავი მის ადგილას. ჰკითხეთ აგრესიულ ადამიანს, რა გამოსავალს ხედავს ის შექმნილი სიტუაციიდან, და როგორ შეიძლება პრობლემის გამოსწორება, ან შესთავაზეთ საკუთარი ვარიანტი.

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

4. მიეცით მას საშუალება გამოხატოს საკუთარი ემოციები უსაფრთხო და კონტროლირებად გარემოში

ხშირად ერთადერთი, რაც ნამდვილად სჭირდება აგრესიულ ადამიანს, - ეს ვინმეა, ვისთანაც საუბარში შეიძლება „ორთქლი გამოუშვას“. ადამიანი, რომელიც მოუსმენს მის განრისხებულ ტირადებს, გამოავლენს თანაგრძნობას და ეცდება მოაგვაროს პრობლემა ის, რომ არავინ არ დარჩეს განაწყენებული.

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

5. მიეცით მას საშუალება დარჩეს მარტო და დამშვიდდეს

დაეხმარეთ აგრესიულ ადამიანს განთავისუფლდეს იმისგან, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. შესთავაზეთ მას განმარტოვდეს სადმე მშვიდ ადგილას, დამშვიდდეს - ეს, როგორც წესი, ამცირებს სტრესის დონეს. ის, რაც თქვენ გეჩვენებათ აგრესიად, შეიძლება უბრალოდ პანიკური შეტევა იყოს.

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

6. უპასუხეთ მშვიდი, არააგრესიული იუმორით

თქვენი ხუმრობა არ უნდა იყოს სარკასტული, მაგრამ თქვენ თუ შეძლებთ სწრაფად უპასუხოთ აგრესიაზე გულწრფელი, კეთილი ხუმრობით, ეს აუცილებლად დაგეხმარებათ სიტუაციის განმუხტვაში.

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან

7. შესთავაზეთ დახმარება

იმის შემდეგ, რაც განმუხტავთ სიტუაციას, ტაქტიანად შეეკითხეთ აგრესიულ ადამიანს, რით შეგიძლიათ მას დაეხმაროთ, შესთავაზეთ მას დახმარება და, თუ შესაძლებელია, ურჩიეთ, ვის შეიძლება მიმართოს დასახმარებლად რომ მმართოს საკუთარი რისხვა.

7 ხერხი - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეთ აგრესიულ ადამიანებთან