8 უჩვეულო პლასტიკური ოპერაცია, რომლებიც სულ უფრო პოპულარული ხდება
- 03.01.2018
1. თმის გადანერგვა
თმის გადანერგვა ახლა უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ თავზე, სახეზე, არამედ მთელ სხეულზეც. მაგალითად, იმისათვის, რომ შეიქმნას უფრო მამაკაცური გარეგნობა, შეიძლება თმიანობის მომატება გულმკერდისა და მუცლის ქვედა ნაწილში.
2. კუნთების იმპლანტაცია
თუ სურვილი გაქვთ გამოიყურებოდეთ ეფექტურად, მაგრამ არ გინდათ დროის დაკარგვა სპორტულ დარბაზში, არსებობს ქირურგიული მეთოდი - კუნთების იმპლანტაცია. მართალია, ეს ძალას არ შეგმატებთ, მაგრამ გარეგნობა გარანტირებულია.
3. საკუთარი ცხიმისთვის ადგილის შეცვლა
ქირურგებმა უკვე ისწავლეს ადამიანის ცხიმის გადაადგილება მთელ სხეულზე, და ამჯერად სილიკონის იმპლანტები მეორე პლანზე გადავიდა. გამხდარ ადამიანებში ცხიმს იღებენ მუხლების შიდა მხრიდან, რადგან იქ ცხიმის მარაგი თითქმის ყველას აქვს.
4. მკერდი ერთი დღით
ქირურგების ვერაგული ჩარევა, მხოლოდ ერთდღიან ბედნიერებას მოგანიჭებთ. მკერდში ნემსით შეყავთ ფიზიოლოგიური ხსნარი, რომელიც ზრდის მას ორი ზომით. დაახლოებით ერთ დღე-ღამეში მკერდი პირვანდელ მდგომარეობაში ბრუნდება.
5. ფეხზე თითების დამოკლება
სილამაზის გამო ქალები ნებისმიერ მსხვერპლზე მიდიან და დანახვა აღარ უნდათ გამოწეული კოჭების, ვარიკოზისა და სხვა საშინელებების, რომლებიც ხშირად ქუსლიანი ფეხსაცმელის წყალობით ყალიბდება. ქირურგებმა გადაწყვიტეს ქალებს ტანჯვა შეუმსუბუქონ და ამისათვის სთავაზობენ ტერფში საკუთარი ცხიმის შეყვანას ან ბოტოქსის ინექციის გაკეთებას მგრძნობიარობის შესამცირებლად, რათა ქალებმა საათობით იარონ ქუსლებზე და არ დაიღალონ. იმისათვის კი, რომ ღია ფეხსაცმელი ფეხზე იდეალურად გამოიყურებოდეს, - შესაძლებელია თითების დამოკლება.
6. თვალის ფერის შეცვლა
ლინზები თვალის ფერის შეცვლის ერთადერთი საშუალება უკვე აღარ არის. ქირურგს რქოვანაზე მცირე გაკვეთით თვალის ფერად გარსში შეყავს იმ ფერის სილიკონის იმპლანტი, რომელსაც თავად ირჩევთ. პროცედურა შეიძლება გაიმეოროთ სხვა ფერის იმპლანტის შეცვლით.
7. თმის იმპლანტაცია წამწამებსა და წარბებზე
წამწამების დაგრძელება და წარბების ყოველდღიური მოხატვა ბევრს ღლის, მაგრამ არსებობს სხვა მეთოდიც, რომელიც უფრო მტკივნეულია - თმის იმპლანტაცია წამწამებსა და წარბებზე თქვენი კეფის ქვედა ნაწილიდან.
8. ხმის პლასტიკა
ხმის ტემბრის დასაწევად ქირურგები ხორხის ხრტილის ნაწილს აშორებენ ან აკეთებენ ბოტოქსის ინიექციებს ხმის იოგებში. ხმის ტემბრის ასაწევად ხორხის კუნთებს შორის დგამენ იმპლანტს, ხმის იოგების დასამოკლებლად კი იყენებენ ლაზერს.
თემები: სტილი, სილამაზე ყველა ასაკში, ჯანმრთელობა, რჩევები, პლასტიკური
<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია