ცხოვრების ჯანსაღი წესი უმნიშვნელოვანესია და მას უნდა მიჰყვეთ მაშინაც კი, როცა ძალიან დაკავებულები ხართ.

გთავაზობთ 23 ყველაზე მნიშვნელოვან წესს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ჯანსაღები და ბედნიერები იქნებით.

1. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი იმ რწმენისგან, რომ თქვენ ხართ ყველას ბედნიერებაზე პასუხისმგებელი - ყველას ბედნიერებას ვერ მოუტანთ და ამასთანავე, ნამდვილად არ არის თქვენი პასუხისმგებლობა ყველასთვის ბედნიერების მოტანა.

2. აუცილებლად დაასრულეთ ის მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ვნებს თქვენს მენტალურ ჯანმრთელობას - დიდ ენერგიას გართმევთ, მორალურად გაზიანებთ და ნეგატიურ გავლენას ახდენს თქვენს ცხოვრებაზე.

3. ყოველ დღე სახლიდან, ოფისიდან სულ მცირე ერთხელ მაინც გადით - მთელი დღე სახლში კომფორტულად ყოფნა კარგად ჟღერს, მაგრამ რეალურად სახლში გამოკეტვას ადამიანისთვის დეპრესია მოაქვს, განსაკუთრებით კი, ზამთარში. ასე რომ, აუცილებლად გადით ხოლმე სახლიდან, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. ეს კარგია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

4. ნუ დამალავთ სიმართლეს, იყავით უფრო გახსნილები და ღიად გამოხატეთ საკუთარი გრძნობები და შეხედულებები - არ შეგეშინდეთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმის.

5. მიირთვით უფრო მეტი წყალი და ჩაი.

6. მიირთვით ყავა და წვენები მხოლოდ და მხოლოდ შაქრის დაბალი შემცველობით.

7. გადაწერეთ რაიმე აპლიკაცია, მაგ: Fabulous, ის დაგეხმარებათ, რომ ჯანსაღი ჩვევები გამოიმუშაოთ - გაწეროთ თქვენი განრიგი, სამოქმედო გეგმა და მიჰყვეთ მას.

8. გააკეთეთ მარტივი ვარჯიშები სახლის პირობებში - აქციეთ ეს ყოველდღიურ რუტინად და შედეგად, შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას.

9. თანდათან შეამცირეთ და შემდეგ კი, საბოლოოდ ამოიღეთ რაციონიდან შაქრის შემცველობისა და სხვადასხვა ქიმიური დანამატებით მდიდარი სოუსები.

10. ზოგადად, ყოველთვის ეცადეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები შაქარი მიიღოთ.

11. შეწყვიტეთ არაჯანსაღი დიეტები, რომლებიც რეალურად ვნებს ორგანიზმს და კონცენტრირება მოახდინეთ ჯანსაღი საკვების მიღებაზე.

12. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული.

13. მიეცით თქვენს თავს უფლება, რომ ყოველ დილით დამატებით 10 წუთით გაიხანგრძლივოთ ძილი - შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ეს 10 წუთი უმნიშვნელოვანესია განტვირთვისთვის და ადგომა აღარ გაგიჭირდებათ.

14. სცადეთ, რომ აუცილებლად გასაკეთებელ საქმეთა სიაში შეტანილი საქმეები იმაზე სწრაფად გააკეთოთ, ვიდრე წარმოიდგენდით - თქვენ ეს ნამდვილად შეგიძლიათ. შედეგად დამატებით სხვა საქმეების გასაკეთებლადაც გექნებათ დრო. ან უბრალოდ დრო დაგრჩებათ განტვირთვისა და გართობისთვის.

15. აქციეთ პრიორიტეტად ფსიქოლოგიური სიჯანსაღე და არ იქნება ცუდი, თუ ამისთვის პროფესიონალსაც მიმართავთ.

16. გამოიწერეთ სოციალურ ქსელებში ის არხები, რომლებიც შთაგაგონებენ, მიირთვათ და იცხოვროთ ჯანსაღად.

17. არ წახვიდეთ პროდუქტების საყიდლად მშიერი - დიდი ალბათობით ასეთ დროს არაჯანსაღ პროდუქტს იყიდით და ყველაფერს შეჭამთ, რაც ხელში მოგყვებათ, ეს კი, საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

18. სახლისთვის იყიდეთ მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტი - ბოლოს და ბოლოს უარი თქვით ე.წ. ფასთ ფუდებზე.

19. დაიწყეთ საკუთარი ხელით საჭმლის მომზადება - კვირაში ორჯერაც რომ მოამზადოთ საკუთარი ხელით, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა იმისა, რომ ასეთ დროს ჯანსაღად ამზადებთ და იცით, როგორ პროდუქტებს იყენებთ, ამავდროულად, საჭმლის მომზადება ერთგვარი თერაპიაა და სტრესისგან და დეპრესიისგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება გახლავთ.

20. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანს, მეგობარს გულწრფელად კვირაში ერთხელ მაინც - გაუზიარეთ განცდები, პრობლემები, სიხარული. ასე ცხოვრება გაცილებით მარტივდება და პრობლემების გადაჭრა უფრო ადვილი ხდება.

21. აუცილებლად მიდით ექიმთან კონსულტაციაზე - მაშინაც კი, როცა არაფერი გაწუხებთ, უსაფრთხოების მიზნით, ზოგჯერ უნდა მიხვიდეთ კონსულტაციაზე და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი რიგზეა.

22. სოციალური ქსელებში გაატარეთ რაც შეიძლება ნაკლები დრო, კარგი იქნება თუ დროებით საერთოდ გააუქმებთ თქვენს ანგარიშს - ნამდვილ ცხოვრებას და ნამდვილ ურთიერთობებს მხოლოდ ასე შეიგრძნობთ.

23. და ბოლოს, კარგი იქნება თუ დაიწყებთ სპორტდარბაზში სიარულს - შედეგად შეძლებთ მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები, თავი იგრძნოთ ძლიერად, ჯანსაღად, ბედნიერად და მომხიბვლელად.