სტილი

მაღალყელიანი "აგები" შესაძლოა 2018 წლის ტრენდი გახდეს - უჩვეულო ფეხსაცმელი პარიზის მოდის კვირეულიდან

მაღალყელიანი "აგები" შესაძლოა 2018 წლის ტრენდი გახდეს - უჩვეულო ფეხსაცმელი პარიზის მოდის კვირეულიდან

შესაძლოა, ფიქრობთ, რომ ყველაზე უშნო ფეხსაცმელები დიზაინერებმა უკვე გამოიგონეს და აღარ შეიძლება უარესი დიზაინის ფეხსაცმელების შექმნა, მაგრამ იმედი სულ ტყუილად გაქვთ.

პარიზის მოდის კვირეულზე დიდი რეზონანსი მოჰყვა „აგების“ ახალი თაობის გამოჩენას.

დიზაინერები ამჯერად მაღალყელიან „აგებს“ გვთავაზობენ.

ეს ფეხსაცმელი Y/Project-ისა და UGG-ის კოლაბორაციის შედეგად შექმნეს და ძირითადად საქმიანი ქალებისთვის, ძალიან დაკავებული დედებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მისი ჩაცმა მამაკაცებსაც შეუძლიათ.

„აგების“ ახალი ვერსია გიგანტური, უფრო თბილი და კომფორტულია.

„ჩაიცვათ ასეთი „აგები“, ნიშნავს, ჩაიცვათ მოსახერხებელი, თბილი, რბილი ქუსლის მქონე ფეხსაცმელი, რომელიც არ დაგღლით და დაგეხმარებათ, უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ ენერგიულობა“, - ამბობს Y/Project-ის კრეატიული დირექტორი, გლენ მარტენსი.

მაღალყელიანი

ზოგიერთი მათგანის ყელი ისეთი დიდია, რომ მუხლსაც ფარავს. ჯერჯერობით უცნობია გახდება თუ არა ტრედული ეს ფეხსაცმელი, თუმცა მის გამოჩენას უკვე მოჰყვა განხილვა და არაერთგვაროვანი შეფასებები.

მიუხედავად არც ისე შთამბეჭდავი ვიზუალური მხარისა, მოდის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ფეხსაცმელი მოდის ინდუსტრიაში საკუთარ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ბევრი ადამიანის საყვარელი ფეხსაცმელი გახდება.



<a href="https://www.vogue.com">https://www.vogue.com</a>